02 აპრილი, 2015
ილო ბეროშვილის სკანდალური განცხადება ჟიურიზე - ''ეს არის რაღაცა ჰიბრიდი "მეგა პროექტსა და რაღაცა გაურკვევლ თბილისიურ სექტანტურ აზროვნებას შორის...''
მე არცერთ შცდომაზე არ ვნანობ პროექტ ''ორი ვარსკვლავის'' დატოვების შემდეგ შოუმენმა ილო ბეროშვილმა სოციალურ ქსელში ჟირუის მისამართით სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნა:

''პირველ რიგში წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილე წყვილს! მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის. ჩემი იდეფიქსი არ ყოფილა ამ პროექტში გამარჯვება... თუმცა ''პიპიაზე'' უარს არ ვიტყოდი.

თბილისი პატარა ქალაქია. ასეთი პროექტები კი უფრო დიდ ქვეყნებზეა გათვლილი, ქართველებს გვიყვარს ჯიგარი, გაგება, ძმაკაცობა, მეგობრობა. როცა ჟიურის წევრი იმაზე ფიქრობს შეფასების მერე ვინმესთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს, როცა ჟიური ფიქრობს, რომ პროექტი
დამთავრდება ,მაგრამ მეგობრობა ხომ გრძელდება და რატომ გავანაწყენო ბავშვობის მეგობარი, საერთოდ რა პროექტზეა ლაპარაკი?

ეს არის რაღაცა ჰიბრიდი მეგა პროექტსა და რაღაცა გაურკვეველ თბილისურ სექტანტურ აზროვნებას შორის. მეტი ნეიტრალიტეტი უნდა იყოს ჟურისა და კონკურსანტებს შორის,მე მგონია,რომ ეს პროექტი უნდა მოეგო მიკი ჯეჯელავას, იმიტომ,რომ არაპროფესიონალია, პეჩო ყველაზე ძლიერი კონკურსანტია, მაგრამ ის მაინც საბოლოოოდ მუსიკოსია ჩემი აზრით,რომელიც ბევრ პროფესიონალს ჯობია.

თუმცა მისი აუტსაიდერობა არასწორია თან ამდენჯერ. ჩემი აზრით, გავარდა ის ხალხი ვინც ხარისხთან და მომავალთან ასოცირდება. ეს კი ცუდია... თუმცა დამიჯერეთ, მალე ყველაფერი შეიცვლება. მე და ნუცა შევეცადეთ, მრავალფეროვნები ვყოფილიყავით და ბევრი ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა. ჩვენ ეს შევძელით და ძალიან ბევრ რისკზე წავედით.

ყველა ჟანრი ვცადეთ. არასოდეს არ აგვირჩევია მარტივი გზა, ამიტომაც მე არც ერთ შეცდომას არ ვნანობ. უღრმესი მადლობა პედაგოგებს, რომლებმაც გული და სული ჩადეს და ტელეკომპანია ''იმედს'', რომელმაც პროექტში მიმიწვია. ისე საინტერესოა, მე რომ ჩემი ბავშვობის მეგობრები მყოლოდა ჟურიში, როგორ განვითარდებოდა მოვლენები :)))))))'' - წერს ილო.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 41 /
ნონა
ვეთანხმები ილოს. ცოტა სამარცხვინოა, რომ დღეს კონკურსანტებს შორის კიდევ რჩება ერთი წყვილი, არადა საკმაოდ კარგი წყვილები გამოეთიშნენ კონკურსს. ჟიურის წევრებს თუ ჟიურიში ყოფნის პრეტენზია აქვთ, ვფიქრობ, რომ მეგობრობა ამ დროს და ამ დარბაზში უნდა დაივიწყონ. სწორედაც მეგობრობა სულ გრძელდება (ნორმალური მეგობრობის შემთხვევაში) და არ ღირს მისი გამატერიალურება. :(
12:26 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS