02 აპრილი, 2015
ილო ბეროშვილის სკანდალური განცხადება ჟიურიზე - ''ეს არის რაღაცა ჰიბრიდი "მეგა პროექტსა და რაღაცა გაურკვევლ თბილისიურ სექტანტურ აზროვნებას შორის...''
მე არცერთ შცდომაზე არ ვნანობ პროექტ ''ორი ვარსკვლავის'' დატოვების შემდეგ შოუმენმა ილო ბეროშვილმა სოციალურ ქსელში ჟირუის მისამართით სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნა:

''პირველ რიგში წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილე წყვილს! მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის. ჩემი იდეფიქსი არ ყოფილა ამ პროექტში გამარჯვება... თუმცა ''პიპიაზე'' უარს არ ვიტყოდი.

თბილისი პატარა ქალაქია. ასეთი პროექტები კი უფრო დიდ ქვეყნებზეა გათვლილი, ქართველებს გვიყვარს ჯიგარი, გაგება, ძმაკაცობა, მეგობრობა. როცა ჟიურის წევრი იმაზე ფიქრობს შეფასების მერე ვინმესთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს, როცა ჟიური ფიქრობს, რომ პროექტი
დამთავრდება ,მაგრამ მეგობრობა ხომ გრძელდება და რატომ გავანაწყენო ბავშვობის მეგობარი, საერთოდ რა პროექტზეა ლაპარაკი?

ეს არის რაღაცა ჰიბრიდი მეგა პროექტსა და რაღაცა გაურკვეველ თბილისურ სექტანტურ აზროვნებას შორის. მეტი ნეიტრალიტეტი უნდა იყოს ჟურისა და კონკურსანტებს შორის,მე მგონია,რომ ეს პროექტი უნდა მოეგო მიკი ჯეჯელავას, იმიტომ,რომ არაპროფესიონალია, პეჩო ყველაზე ძლიერი კონკურსანტია, მაგრამ ის მაინც საბოლოოოდ მუსიკოსია ჩემი აზრით,რომელიც ბევრ პროფესიონალს ჯობია.

თუმცა მისი აუტსაიდერობა არასწორია თან ამდენჯერ. ჩემი აზრით, გავარდა ის ხალხი ვინც ხარისხთან და მომავალთან ასოცირდება. ეს კი ცუდია... თუმცა დამიჯერეთ, მალე ყველაფერი შეიცვლება. მე და ნუცა შევეცადეთ, მრავალფეროვნები ვყოფილიყავით და ბევრი ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა. ჩვენ ეს შევძელით და ძალიან ბევრ რისკზე წავედით.

ყველა ჟანრი ვცადეთ. არასოდეს არ აგვირჩევია მარტივი გზა, ამიტომაც მე არც ერთ შეცდომას არ ვნანობ. უღრმესი მადლობა პედაგოგებს, რომლებმაც გული და სული ჩადეს და ტელეკომპანია ''იმედს'', რომელმაც პროექტში მიმიწვია. ისე საინტერესოა, მე რომ ჩემი ბავშვობის მეგობრები მყოლოდა ჟურიში, როგორ განვითარდებოდა მოვლენები :)))))))'' - წერს ილო.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 41 /
მაკო
მოკლეთ ჩვენთან არ გამოდის ეს კონკურსები, ვერ გადაეჩვია ეს ხალხი ამ ჩაწყობებს და მეგობრების გაქაჩვას, ყოველთვის ესეიყო და ესე იქნება, სირცხვილია ხალხო , ერთხელ მაინც გაიმარჯოს ვიღაცამ დამსახურებულად.
19:19 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ძალიან არაობიექტურია ჟიური ასე არ შეიძლება სულ გააბანძეს ეს პროექტი მეგობრობა და ძმაკაცობა გარეთ, თუ კონკურსია ბოლომდე კონკურსი იყვეს, მე აღარ ვუყურებ მაგ პროექტს გული მერევა ჟიურის უაზრობაზე და სულელურ შეფასებებზე, დარწმუნებული ვარ ჩემნაირად ბევრი ფიქრობს
18:48 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
-
ჟიური რა შუაშია, ეს რუსა მორჩილაძე უგემოვნოდ რომ გირჩევთ ზოგიერთებს სიმღერებს? ან ანგელოზივით გოგო ასათიანს რეებს უკეთებდნენ. მერე ჟიური პასუხს მანიკას სთხოვდა. ილოს სულ არ შეეფერებოდა გუშინდელი სიმღერა.ასე რომ იმ წყვილს, ილო რომ გულისხმობს, ჟიურიზე მაღლა აქვს ჩაწყობილი.
16:23 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
თეო
აუ ეს კონტრიძე როგორ მიშლის ნერვებს, საერთოდ არ მევასება მაგრად ეგ ორი ვარსკვლავი და არც ცეკვავენ ვარსკლავები, აქიდან გამომდინარე არც ვუყურებ, ეგ კაი ტიპია ილო ;)))
15:14 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ევა
აქ ნაცნობობის კონკურსია და არა ნიჭის. სხვა რა უნდა იფიქროს ხალხმა, როცა საუკეთესოები ტოვებენ პროექტს და ნაცნობ მეგობრები რჩებიან. ასეთი სამარცხვინო ჟიური არ უნდა დასვას "იმედმა".ჩემი ფავორიტები ილო და ნუცა იყვნენ, ვთვლი რომ მათ არ უნდა დაეტოვებინათ პროექტი. ისინი თავიანთ სიტყვას მაინც იტყვიან, იმიტომ რომ კაშკაშა ნიჭის ახალგაზრდები არიან.
14:52 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
გული დამწყდა
14:41 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
1952
ილოსთანა ადამიანი მთავრობაში უნდა მუშაობდეს,ან უფრო სერიოზულ საქმეს აკეთებდეს ვიდრე ახლა არის ჯიჯი-პანკების სალაპარაკო.
14:15 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვინმეს ეჭვი ეპარება რომ საქართველოში ყველგან "მეგობრობა-ძმაკაცობა -ნათესაობა" არის მთავარი? ვის აინტერესებს შენი შესაზლებლობები???
14:13 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
866
ილო გაიხარე,ვისაც შენი შურს იმას აქვს ამის მიზეზი,უნიჭიერესი,მართალი,ლამაზი ადამიანი ხარ, შოუს მუდმივი წამყვანები შენში ხედავენ კონკურენტს,ისიც იციან,რომ ხალხს მობეზრებულები ჰყავთ მათი უნიჭობა,ხალხს სჭირდება შემისთანა მსახიობი და წამყვანი და ასეც იქნება ეს, ამაში ეჭვი არ შეგეპაროს.
14:10 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ილო შენ ისედაც ყველას შეაყვარე თავი, ძალიან ნიჭიერი ხარ, წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში, ღმერთმა გაგაძლიეროს
13:27 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS