02 აპრილი, 2015
ილო ბეროშვილის სკანდალური განცხადება ჟიურიზე - ''ეს არის რაღაცა ჰიბრიდი "მეგა პროექტსა და რაღაცა გაურკვევლ თბილისიურ სექტანტურ აზროვნებას შორის...''
მე არცერთ შცდომაზე არ ვნანობ პროექტ ''ორი ვარსკვლავის'' დატოვების შემდეგ შოუმენმა ილო ბეროშვილმა სოციალურ ქსელში ჟირუის მისამართით სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნა:

''პირველ რიგში წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილე წყვილს! მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის. ჩემი იდეფიქსი არ ყოფილა ამ პროექტში გამარჯვება... თუმცა ''პიპიაზე'' უარს არ ვიტყოდი.

თბილისი პატარა ქალაქია. ასეთი პროექტები კი უფრო დიდ ქვეყნებზეა გათვლილი, ქართველებს გვიყვარს ჯიგარი, გაგება, ძმაკაცობა, მეგობრობა. როცა ჟიურის წევრი იმაზე ფიქრობს შეფასების მერე ვინმესთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს, როცა ჟიური ფიქრობს, რომ პროექტი
დამთავრდება ,მაგრამ მეგობრობა ხომ გრძელდება და რატომ გავანაწყენო ბავშვობის მეგობარი, საერთოდ რა პროექტზეა ლაპარაკი?

ეს არის რაღაცა ჰიბრიდი მეგა პროექტსა და რაღაცა გაურკვეველ თბილისურ სექტანტურ აზროვნებას შორის. მეტი ნეიტრალიტეტი უნდა იყოს ჟურისა და კონკურსანტებს შორის,მე მგონია,რომ ეს პროექტი უნდა მოეგო მიკი ჯეჯელავას, იმიტომ,რომ არაპროფესიონალია, პეჩო ყველაზე ძლიერი კონკურსანტია, მაგრამ ის მაინც საბოლოოოდ მუსიკოსია ჩემი აზრით,რომელიც ბევრ პროფესიონალს ჯობია.

თუმცა მისი აუტსაიდერობა არასწორია თან ამდენჯერ. ჩემი აზრით, გავარდა ის ხალხი ვინც ხარისხთან და მომავალთან ასოცირდება. ეს კი ცუდია... თუმცა დამიჯერეთ, მალე ყველაფერი შეიცვლება. მე და ნუცა შევეცადეთ, მრავალფეროვნები ვყოფილიყავით და ბევრი ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა. ჩვენ ეს შევძელით და ძალიან ბევრ რისკზე წავედით.

ყველა ჟანრი ვცადეთ. არასოდეს არ აგვირჩევია მარტივი გზა, ამიტომაც მე არც ერთ შეცდომას არ ვნანობ. უღრმესი მადლობა პედაგოგებს, რომლებმაც გული და სული ჩადეს და ტელეკომპანია ''იმედს'', რომელმაც პროექტში მიმიწვია. ისე საინტერესოა, მე რომ ჩემი ბავშვობის მეგობრები მყოლოდა ჟურიში, როგორ განვითარდებოდა მოვლენები :)))))))'' - წერს ილო.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 41 /
ოოოო
ყველა ძლიერი წყვილი გააგდეს,აბა ჟორდანიას მანქანა როგორ უნდა მისცენ!ფუჰ....
14:46 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ეს პროექტი ნიჭის გამოსავლენად კი არა ფულის და ბიზნესის საკეთებლად არის შექმნილი. ილოს და ნუცას გარეშე საინტერესო აღარ არის.
09:34 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მზია
ილოს ვეთანხმები, სამარცხვინოა ის რაც ხდება მაგ შოუში. ზოგიერთი ჟიურის წევრს მაგ. ის უფრო აღელვებს ახალგაზრდა სპორტცმენს თუ ეცმევა შემოტმასნილი მაისური, რათა დაიკმაყოფილოს აუხდენელი ოცნებები და სურვილები?!!!... ობიექტური შეფასება რა საჭიროა, მთავარია " ძმაბიჭობა" გაგება, ძმებო!
19:59 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
პროექტი უინტერესო გახდა, მაგრამ მე არ დამიმესიჯებია, არც შენ, არც ბევრ სხვას და აი, შედეგიც!
15:31 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ილოილო
ილოს და ნუცას გამო ღირდა მაგ პროექტის ყურება,ამის შემდეგ რაღა აზრი აქვს ვის გაამარჯვებინებენ... ბავშვებო,თქვენ გული არ დაგწყდეთ,მთელმა საქართველომ შეგიყვარათ...მომავალი წარმატებები წინ გაქვთ...გმადლობთ,რომ არსებობთ...
00:44 / 06-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
კარგი ბიჭი ხარ ილო, სწორედ ისეთი კომენტარია რასაც შენგან ველოდი, მე დარწმუნებული ვიყავი ფინალში შენი და ნუცას წყვილი პეჩოს და მაგდას შეხვდებოდა და ამ სიამოვნებისთვის ვემზადებოდი. ჰო, გიოს და ხათუნას ბღავილ-კნავილი უფრო მეტს იმსახურებდა ვიდრე პეჩოსი და მაგდას ნამღერი, გიომ იმღეროს სახლში პახმელიაზე რომ იქნება ან სტუმრად ის მაგათი ბავშვობის მეგობრები რომ ესტუმრებიან, რას გვერჩიან ვერ გავიგე, რატომ უნდა იმღერონ მაგან და ხათუნამ მაინცდამაინც სცენაზე ვერ გავიგე, რა უსამართლობაა, თქვენ გული არ გაიტეხოთ ბავშვებო, ძალიან ნიჭიერები ხართ და მთელი ცხოვრება წინ გაქვთ, წარმატებებს გისურვებთ, უფალმა ხელი მოგიმართოთ ყველ კეთილ საქმეში.
20:58 / 04-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ტამარი
არასოდეს გვესველება.სასაცილოა სატირალი რომ არ იკოს ცვენი მდგომარეობა. ნიცზე მაგლა დაკალ დზმაკაცობას რომ აკენებენ. ამიტომაც ვმარცხდებიტ კველაპერსი. ხატუნა ჯორდანია რომ ცასვეს პროეკტსი ამიტ, კველაპერი ნატკვამია, რა ტკმაუნდა მაგას გაამარჯვებინებენ, და სხვებს ტკუილად აცვალებაენ და ცკვეტენ გულს. არ გირს ამ პროეკტის კურება. უსამარტლობის ზეიმია.
01:46 / 04-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ილო, გეხვეწები ნელიკოს შეურიგდი!!! ეგ პროექტი ეშმაკსაც წაუღია, თქვენ შერიგდით.
19:54 / 03-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ზიზი
საქართველოს არ ეშველება. ეს პროექტი მიკი ან ილოს უნდა მოეგო, უკვე ყურებას აზრი არა აქვსსს..
19:02 / 03-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ხო, ილო, ხო
ცოლს შეურიგდი, თორემ დაკარგავ ღვთის წყალობასაც და პოპულარობასაც და ყველაფერს! გულს ნუ ტკენ, დროზე ქენი, ნუ გადადებ, შეურიგდი შენს საყვარელ ცოლიკოს. უხდებით ერთმანეთს ძალიან კარგები ხართ. წარმატებები გქონდეთ ერთად ორივეს, იხარეთ და იბედნიერეთ!კარგი ბიჭი ხარ, მიყვარხარ ძალიან!
15:54 / 03-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS