მამაო, რომელიც მომიტინგეებს მისდედა და თან იგინებოდა, ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა დღემდე ამბობს, რომ ჩანაწერი ყალბია და მისი ხმა არ ისმოდა.
ცოტა ხნის წინ კი სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც მამა ანთიმოზის გინება ისმოდა.
მამა ანთიმოზი ორივე შემთხვევაში უარყოფდა მომხდარს და ამბობდა, რომ ვიდეოებში მისი ხმა დამონტაჟეს.
ამბობდნენ, საპატრიარქოში მასთან დაკავშირებით ხშირად საუბრობენ და მსჯელობენ, მამაოს მსგავსი
მამა ანთიმოზი ''ფეისბუქის'' აქტიური მომხმარებელია. სწორედ ''ფეისბუქის'' საშუალებით აცნობა მრევლს და მეგობრებს,რომ ეკლესია დატოვა და ვინმე ეთოს მიმართავს:
''ეთო გავაშელაშვილო! სატანისტ-ელგებეტისტო! წყეულიმც იყავ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს!
არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი), '' წერს მამა ანთიმოზი.
სალომე დადიანი




















