24 მარტი, 2015
მამა ანთიმოზმა ეკლესია დატოვა - ''წყეულიმც იყავ...'''
მამა ანთიმოზ ივერიელი ბოლო დროს რამდენჯერმე გაეხვა სკანდალში. პირველად მისი სახელი ხმამაღლა 2013 წლის 17 მაისის აქციაზე გაისმა.

მამაო, რომელიც მომიტინგეებს მისდედა და თან იგინებოდა, ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა დღემდე ამბობს, რომ ჩანაწერი ყალბია და მისი ხმა არ ისმოდა.

ცოტა ხნის წინ კი სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც მამა ანთიმოზის გინება ისმოდა.

მამა ანთიმოზი ორივე შემთხვევაში უარყოფდა მომხდარს და ამბობდა, რომ ვიდეოებში მისი ხმა დამონტაჟეს.

ამბობდნენ, საპატრიარქოში მასთან დაკავშირებით ხშირად საუბრობენ და მსჯელობენ, მამაოს მსგავსი
ქმედებები რამდენად შეეფერებოდა მის საქმიანობას.  

მამა ანთიმოზი ''ფეისბუქის'' აქტიური მომხმარებელია. სწორედ ''ფეისბუქის'' საშუალებით აცნობა მრევლს და მეგობრებს,რომ ეკლესია დატოვა და ვინმე ეთოს მიმართავს:

''ეთო გავაშელაშვილო! სატანისტ-ელგებეტისტო! წყეულიმც იყავ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს!

არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი), '' წერს მამა ანთიმოზი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
მაკო
როგორ ვნახო მამაო ფბ-ზე
21:08 / 28-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
აი ვის რაში ადარდებდა ერთი უბრალო მამაო რო ხმის დამონტაჟება დაეწყოთ მოიცა რა
16:48 / 28-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაი მამაო!!!!!!!!
დიდუუუუუუუუუუუუ, ეს რა გავიგე!!!!! ვავა, ვავა, ვავაააააააააააააააააააააააა
13:37 / 27-03-2015
გამოხმაურება / 0 /
კაცი ხარ კაცური
ყოჩაღ მამაო....
21:38 / 26-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ქრისტინე
"მალადეც" მამაო!
23:46 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
kuku
Emuqreba eriskaci
18:25 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS