24 მარტი, 2015
დავით ქაცარავას სუპერ რჩევები ქალებს და მამაკაცებს იდეალური წონის შესანარჩუნებლად
3 მაისს საქართველო უკვე მეორედ ჩაებმება მსოფლიო რბენაში და მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებაში - Wings for Life World Run-ში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიება წელს 3 მაისს კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით უკვე მეორედ გაიმართება. საქართველოშიდან ამ ეტაპზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა უკვე 1 300-ს აღწევს.

როგორ ჩავდგეთ სპორტულ ფორმაში, როგორ გავიუმჯობესოთ ჩვენი სპორტული მონაცემები და როგორ დავამყაროთ პირადი რეკორდიWings for Life World Run-ზე, რჩევებს ამის შესახებ ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი და მსოფლიო რბენის მონაწილე დავით
ქაცარავა გვიზიარებს.

- წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომლის მაქსიმალური სპორტული აქტივობა სახლის კიბეზე ფეხით ასვლა არის, როცა ლიფტი გაფუჭებულია. რამდენად აქვს ამ ადამიანს შანსი, მოკლე დროში ჩადგეს სპორტულ ფორმაში და 3 მაისის რბენაზე საკუთარ ძალებში დარწმუნებული გავიდეს?

- რა თქმა უნდა, შეუძლებელი არაფერია. ამისთვის პირველ რიგში, უნდა დაისახოს მიზანი და დაიწყოს მომზადება. იმ შემთხვევაში თუ არ შეუძლია სატრენაჟორო დარბაზში სიარული, მინიმუმ ეზოს სტადიონზე, სარეკრეაციო ზონაში თუ სანაპიროზე მაინც უნდა დაიწყოს ყოველ დილით სირბილი. მომზადებისთვის საჭიროა სტაბილურობა - მომავალში კი ეს ჩვევად გამომუშავდება.

- რამდენ ხანში შეიძლება დატვირთვის გაზრდა?

- დატვირთვის გაზრდა ძალიან ინდივიდუალური მაჩვენებელია - როდესაც მწვრთნელის გარეშე ვარჯიშობ, საკუთარ შეგრძნებებზე უნდა იყო ორიენტირებული. თქვენი ორგანიზმი თვითონვე გიპასუხებთ ამ კითხვაზე.


- რამდენი საათი უნდა ივარჯიშოს არაპროფესიონალმა სპორტსმენმა დღეში, კვირაში?

- დამწყებმა სპორტსმენმა კვირაში 3-4-ჯერ უნდა ივარჯიშოს მაქსიმუმ ერთი საათი. შემდგომში, თანდათან შესაძლებელია ამ მაჩვენებლების გაზრდა.


- ცურვა, სირბილი, ტრენაჟორებზე ვარჯიში... რაზე უნდა შეაჩეროს არჩევანი ადამიანმა, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება გადაწყვიტა?

- ესეც ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. უნდა აარჩიოთ ის სახეობა, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, ამ შემთხვევაში ეფექტი ბევრად საგრძნობი იქნება და მეტ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ. მთავარია დაიწყოთ აქტიური, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება.

- რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას? საჭიროა თუ არა დამატებითი ვიტამინების მიღება?

- კვება წარმატების მიღწევაში 60-70 % საჭიროა სწორი კვების შერჩევა და რეჟიმის შექმნა. ვიტამინებისა და დანამატების მიღება მხოლოდ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ არის მისაღები.


- თქვენი აზრით, არის ასაკი, როცა ვარჯიშის დაწყება უკვე გვიანია და აზრი აღარ აქვს?

- ასეთი ასაკი არ არსებობს. ვარჯიშის დაწყება ნებისმიერ ასაკში სასარგებლოა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველ ასაკს თავისი დატვირთვა აქვს.

- რას ეტყოდით მათ, ვისაც აქვს სურვილი, მაგრამ ჯერ არ გადაუდგამს პირველი ნაბიჯი სპორტული ცხოვრებისკენ?

- აუცილებლად სცადეთ და მიხვდებით რომ ჯანსაღი ცხოვრება მაგარია.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS