24 მარტი, 2015
დატოვებს თუ არა ინგა გრიგოლია ''იმედს'' - '' ასე მოულოდნელად დამეცა მეხი''
ასეთი ფაქტები არ იძლევა უფლებას გაკეთდეს პოლიტიკური სახის განცხადებები ტელეკომპანია "იმედი" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას გაკეთებულ გამონათქვამებს ეხმაურება:

"ტელეკომპანია იმედს სურს დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ განცხადებების გამო, რომელიც გაისმა იმედის ეთერში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. პარასკევს, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კატეგორიულად მოსთხოვა გადაცემის ავტორებს, არ გაეშუქებინათ "რეაქციაში" 21 მარტის აქციის თემა.

ასევე, "იმედის კვირაში" წამყვანმა ეკა ხოფერიამ გამოთქვა აზრი, რომ "ხელისუფლებისათვის მიუღებელია ობიექტური "იმედი". ამ განცხადებებმა
შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში და ცდილობს ჟურნალისტებზე ზეწოლას.

ტელეკომპანია "იმედი" ცალსახად აცხადებს, რომ ჟურნალისტების ეს გამონათქვამები მოკლებულია საფუძველს. არც ხელისუფლებისგან, არც "ქართული ოცნებისგან" და არც რაიმე სხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი არ ქონია "რეაქციის" თემატიკაში ან ზოგადად არხის სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე ფორმით ჩარევას. ტელეკომპანია იმედი იცავს და მომავალშიც დაიცავს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკასა და ჟურნალისტების საქმიანობას გარეშე ჩარევისაგან.

რეალურად, "რეაქციაში" ხელისუფლების მხრიდან შეპირებული სტუმრებიდან ეთერში მოვიდა მხოლოდ შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია. ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ, მიუხედავად წინასწარი მოლაპარაკებისა უარი განაცხადა 21 მარტის აქციის თემასთან დაკავშირებით გადაცემაში პოლემიკაზე.

რასაკვირველია, არხისათვის არ არის სასურველი პოლიტიკური პარტიების მხრიდან გადაწყვეტილებების მოულოდნელი ცვლა ეთერის წინ, თუმცა ასეთი ფაქტები არ იძლევა უფლებას გაკეთდეს პოლიტიკური სახის განცხადებები, განსაკუთრებით გადაცემის თემატიკის შეზღუდვასთან ან ტელეარხის დამოუკიდებლობის ხელყოფასთან დაკავშირებით, რასაც ქონდა ადგილი ამ შემთხვევაში აღნიშნული წამყვანების მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთაღნიშნულ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ მათი განცხადებები არასწორად იქნა გაგებული, არხის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ წამყვანების განცხადებები გაკეთდა არამიზანმიმართულად და ემოციურ ფონზე. ტელეკომპანია იმედი აცნობიერებს, რომ ასეთ რეალობასთან შეუსაბამო განცხადებებს შეიძლება მოყვეს არასწორი ინტერპრეტაციები და გამოთქვამს წუხილს ეთერში გაცხადებული შეფასებების გამო.

ტელეკომპანია იმედი მუდმივად რჩება პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტების და დამოუკიდებელი მედიის პრინციპების ერთგული"- ნათქვამია წერილში.

ტელეკომპანია "იმედის" მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას მოგვიანებით ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, როგორც თოქ-შოუ "რეაქციის" წამყვანი წერს მისთვის განცხადების აზრი გაუგებარია .
"აი, თქვენ კიდევ არ მიჯერებდით, როცა ვამბობდი რომ სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელია-თქო ჩვენი გადაცემები...ახლა მაინც დაიჯერეთ", - წერს ტელეწამყვანი.

"დამღუპავს მე ეს ემოციები. ხოფერიაც თუ ემოციური გოგო იყო, არ ვიცოდი... ჩემმა ემოციებმა უკვე ზევითაც შეაწუხა ხალხი"- წერს გრიგოლია.
"ასე მოულოდნელად დამეცა მეხი"..."მეწყინა" - აღნიშნავს ჟურნალისტი.

სოციალურ ქსელში უკვე გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ინგა გრიგოლიამ შესაძლოა, ტელეკომპანია ''იმედი'' დატოვოს.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
სიმართლე
ნინა, ყველას თავისი გემოვნება აქვს და ეს სადაო არ არის, თქვენ მოგწონთ, სხვასდ არა, აი რაც შეეხება ქართველის სიყვარულს, ქართველის მიმართ, აქ ვერ დაგეთანხმები, დუტა ქართველი არა, სომეხია.
17:28 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ვინმე ინგაზე უკეთესი თუ არის მაშინ იმას უყურეთ
17:24 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მეხი
ძაან მომწონს ინგა და ეკას პროფესიონალიზმი, რასაც დუტასა და შალვაზე ვერ ვიტყვი, ინგა და ეკაც ეყოფა, მაგრამ ინგა მაინც დამოუკიდებელი, უშიშარი, პირში მთქმელი და სამართლიანია, კარგი ჟურნალისტია ნასმდვილად
17:23 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ფელიქსი
ინგა, სანამ რამეს დააბრეხვებ, ჯერ ტვინი გაანძრიე.
16:56 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
რა ბედნიერება იქნება ყოველ კვირა ინგას მკივანა ხმას რომ არ გავიგებ. ისე კაი ხანია აღარ ვუსმენ!!!!
15:47 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
შეიძლება არ მოგწონდეს ჟურნალისტი,მაგრამ ,თუ "იმედის კვირაზეა" ლაპარაკი,ძალიან კარგი შოუ გამოვიდა და მშვენივრად ართმევენ თავს-თითოეული ჟურნალისტი და ბევრ ადამიანებსაც დაეხმარნენ,ასევე, ამომწურავ ინფორმაციასაც იძლევიან! დუტა სხირტლაძე ერთ-ერთი საუკეთესო შოუ-მენია,როგორ შეიძლება ასე "გუნება-განწყობის მიხედვით ადამიანები ლანძღოთ და თქვენი აზრი გახადოთ პრიორეტი,სხვაზე რანაირად შეიძლება თქვათ -რომ უნიჭოა ან ბოღმიანი,როდესაც თქვენი კომენტარები ზუსტად ამ "ნიშნებით"გამოირჩევა??!რატომ ეჯავრება ქართველს -ქართველი,სულ ვფიქრობ და დასკვნა ვერ გამომაქვს!ეროვნულ ტრაგედიად გვექცა ეს უმსგავსობა!
15:46 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
იმედგაცურებული ქართველიტელემაყურებელი
ეჰ, ინგა, იყო დრო, ველოდებოდი ხოლმე შენს გადაცემებს, ამ ბოლო დროს კი ძალიან დამღალა შენმა მუდმივმა აგრესიამ. ჯერ კიდევ გაქვს რეიტინგი და შეცვალე გადაცემის ფორმატი. არ შეიძლება ჟურნალისტი მუდმივად პოლიტიკოსობდეს. მე ნამდვილად არ ვარ მიკერძოებული და მგონია, რომ ბევრი ფიქრობს ჩემსავით. თუ გიფიქრია იმაზე, რამდენ მაყურებელს ჰკარგავ?! მეტყვიან, თუ არ მოგოწომს, გადართეო, მაგრამ ბარემ ისიც მითხარით, რომელ არხს ვუყურო!
15:39 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
დაიხუროს. დამღლელი გადაცემაა, განსაკუთრებით უარყოფით ემოციებს იწვევენ დუტა სხირტლაძე თავისი თავდაჯერებული ბოღმიანი და ამავე დროს ბრიყვული იერითა და ლაპარაკის მანერით და გრიგოლია თავისი თავხედური მოძალადე ტიპაჟით.
15:01 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გარი
ვეთანხმები ინგაც მოსაშორებელია,ის ხოფერიაც რომელმაც ვერ ისწავლა ლაპარაკი,თავისთავად დუტაც და ნანაც მოაშორეთ იმედს დაღალეს ხალხი
14:43 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
123
მჩხავანა ინგა, და ბლუყუნა ეკა რომელსაც ლაპარაკი ვერ უსწავლია აგერ 20 წელია და თავი ჟურნალისტი გონიათ დიდიხანია გასაყრელები არიან, მაგათ პატივცემული დუტა და ნანიკოც უნდა მიაყოლონ ზედ და რუსთავი-2 გარდა სხვა ტელევისიას არ უნდა გააკარონ მაგათი ადგილი იქ არის . ხალხის ნერვებზე თამაშობენ და დაძაბულობას მოხერხებულად იყენებენ ცეცხლს ნავთს ასხავენ და თვითონ ბედნიერად გრძნობენ თავს.სამარცხვინოები არიან
13:50 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS