23 მარტი, 2015
ეკა ნიჟარაძე ნაციონალების აქციაზე წასვლათან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს - ''ზოგს გული ერეოდა და შვილებს გვიწყევლიდა...''
ჩვენ ქვეყანაში კი ქრთამის როგორც აღება ასევე მიცემა კანონით ისჯება მსახიობები და მათ შორის ონისე ონიანი, ეკა ნიჟარაძე და გოგა გველესიანი 21 მარტს ნაციონალების აქციაზე იმყოფებოდნენ და აქციის დროს გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთეს.

მათი საქციელი ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერთა დიდმა ნაწილმა გააკრიტიკა. წერდნენ, რომ  წინა დღეს ბანკი ''ქართუდან'' ბიძინა ივანიშვილის დახმარება აიღეს და და მეორე დღეს ნაციონალების აქციაზე მივიდნენ. 

ეკა ნიჟარაძე
კრიტიკოსებს ''ფეისბუქის'' საშუალებით პასუხობს:

''აი, როგორც იქნა მეც მოვიცალე მათთვის, ვინც 21 მარტს დილიდან, გვიან
ღამემდე კარგად გაერთო. საინტერესოა 22- ში რითი დაკავდნენ?.. ვგულისხმობ იმათ, ვინც "ჰა ჰა ჰა-"ს თანხლებით სრულიად მოურიდებლად ბევრი საზიზღრობა დაწერეს აქ ჩემზე და ჩემს მეგობრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს რაღაცებზე.

ზოგს გული ერეოდა და შვილებს გვიწყევლიდა, ზოგს აინტერესებდა აფთერფართი სად გვაქვს...

არ მოგნიშნავთ, იმიტომ, რომ ვიცი, წაიკითხავთ და ძალიან კარგად მიხვდებით ვის ვგულისხმობ. აი, ზუსტად ისე, როგორც მე მივხვდი.

ახლა კი ერთი მარტივი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ რატომ გვიხდის ბიძინა ივანიშვილი ფულს?

1) იმიტომ, რომ მეცენატია და ბევრი წლის წინ გაუჩნდა სურვილი გარკვეული კატეგორიის და პროფესიის ადამიანებს დაეხმაროს (რისთვისაც ჩვენ მადლობლები ვართ) თუ იმისთვის, რომ მისი ყურმოჭრილი მონები ვიყოთ და მიუხედავად განსხვავებული აზრისა, მაიც ვერ ვბედავდეთ ხმის ამოღებას?!

2) მე მგონი "მეგობრებო" თქვენ ძალიან, ძალიან ცუდი წარმოდგენის ყოფილხართ მასზე! თქვენი მიმოწერიდან გამოდის, რომ ქრთამს გვაძლევს, გვყიდულობს!

Rating

ჩვენ ქვეყანაში კი , ქრთამის როგორც აღება ასევე მიცემა კანონით ისჯება!

2) ჩემი და ჩემი მეგობრების აზრი და პოზიცია ყველამ ძალიან კარგად იცის (ვინმე ღვთისნიერი მიაწვდენდა ხმას), რის შემდეგაც მას თავისუფლად შეეძლო შევეყვანეთ "შავ სიაში" და მოეხსნა დაფინანსება, რომელიც ნახევარ საქართველოს გულზე ადგას.

"როგორ თუ ამ "ბოზებს" უხდიან და ჩვენ ვინც სახე დავიხოკეთ, აყროლებულ გალიებში თვეები გავატარეთ, გადავაგდეთ ძველი, სისხლიანი მთავრობა და მოვიყვანეთ ახალი, მაღალი ღირებულებების მქონე და არც არაფერს არ გვიხდიანო!"

მართლაც საშინელი უსამართლობაა, მაგრამ ჩვენ მისთვის არაფერი გვითხოვია ასე, რომ პრეტენზიები სხვა მისამართზე გაუშვით!

ბუნებრიავია, აქ აღარაფერს ვწერ წვრილმანებზე როგორებიც არიან: უმრავლესობის დეპუტატი ვინმე ოთარ ჩრდილელი და კიდევ სრულიად გაუგებარ ხალხზე, რომლებმაც დაბომბეს ჩემი ინბოქსი.

კიდევ ერთი, ვისაც გული ერევა დრამინა და ცივი წყალი დალიოს ან წამშალოს ფრენდებიდან, თორემ თუ სადმე შემხვდებით სიტყვებით "ოქრიკო" "რა ლამაზი ხარ" "ძააან მიყვარხარ" და ა.შ შეიძლება უკვე მე ამერიოს გული,'' - წერს ეკა. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 94 /
კატუშა
აი, სახე დღევანდელი ინტელიგენტისა, მართლაც ნამუსი არ გქონიათ. შეიძლება მეც ბევრი რამე არ მომწონდეს დღევანდელი მთავრობის, მაგრამ ნაციონალების გვერით მიტინგზე დგომა, ეს ნაძირალა სულის ადამიანთა საქციელია.ეს არის სახე კლასიკური მოღალატისა. უტიფრობა მეტი შეიძლება? ბრძანებთ.. ივანიშვილი მეცენატია და რომ მეხმარება, მისი ყურმოჭრილი მონა კი არ უნდა ვიყოო. ვინ გაიძულებთ მის მონობას. თქვენ და თქვენი მეგობრები მართლაც ღირსი ხართ იმისა, რომ სცენაზე მდგომებს დარბაზიდან კვერცხები დაგიშინონ. თქვენნაირი ,,ცირკის დათვები", რომლებიც ერთი ნატეხი შაქრის მოლოდინში მალაყებს გადადიან, არიან გამპრავებლები იმ 9 წლიანი ჯოჯოხეთისა რაც თქვენმა საყვარელმა ნაცბანდამ გამოგვატარა. მართლაც გულის ამრევები ხარტ, სულით მეძავებო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
10:25 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ყველა ადამიანს აქვს განსხვავებული აზრის და მრწამსის ჰქონა მაგრამ ასევე უნდა ჰქონდეს საკუტარი პრინციპიც თუ თვლი რომ ეს ადამიანი და ეს მტავრობა არ ვარგა და გამოდიხარ მის წინააღმდენ ეს შენი ნებაა მაგრამ მაშინ ადექიდა იმ დახმარებაზეც თქვი უარი როგორც გაჭირვებულმა ბევრმა თბილისელმა რომლებსაც მიშა არ მოწონდატ დაარჩევნებში ფულზე (კაცზე100ლარი) არ გაიყიდნენ ამათ ჰქვიათ მოქალაქენი და პრინციპულები ხოლო თქვნნაირებს კი სულით ზნედაცემულნი
10:15 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გერა
ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებსო - ნათქვამია ბიბლიაში.
09:54 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ტასო
ჰოდა, მეტის ღირსია ბიძინა! ვითომ "გარკვეული კატეგორიის" ადამიანებს, რომლებსაც არც ისე უჭირთ, რომ არ დაეხმაროს, ცოტაა დასახმარებელი ამ ქვეყანაში? ბავშვები შიმშილით იღუპებიან, მოხუცები და ავადმყოფები–უწამლოდ, ქართველების ალბათ მესამედი უსახლკაროდ რჩება და ქართულ მიწებს უცხოელები ეპატრონებიან... მე მაგის ადგილას სხვა მიმართულებას მივცემდი ამ ფულს... თანაც რომ არც უფასებენ?
09:50 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
.....
1) ცოტა არ იყოს ტეხავს, როცა ადამიანისგან დაფინანსებას იღებ და მერე გამოდიხარ და ლანძღავ, არა მონა არ უნდა გახდე მაგრამ არც ფული აღარ უნდა აიღო. 2)ზუსტადაც, არავინ არ შეგიყვანტ შავ სიაში, იმიტომ რომ აღარ შეყავტ ხალხი მანდ, განსხვავებული აზრის გამო, ეგ ადრე ხდებოდა :) ასე რომ მართლა ტეხავს, უარი თქვი მაშინ იმ ფულზე და მერე ლანძღე, არ გგონია რომ ცოტა მორალურად გაუმართლებელია ეს ორი არგუმენტი რაც მოიყვანე აქ.
09:46 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია-s
რა დაინახე სულიერი სილამაზისა-კაცისაგან რო დაფინანსებას იღებს და მერე ლანძღავს, ესაა სილამაზე? ფიზიკურადაც დიდი ვერაფერია და სულითაც მახინჯი ყოფილა!ნანოს და გიორგის ვეთანხმები!ცეცხლად რომ ამოუყვანს უფალი არმად ნაშოვნ ფულს ოდესმე, იმას თუ ხვდება ეგ უბედური.მართლა უმადური ღორია, რა.
09:34 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ეკა რა სათნო მეგონე და რა ცინიკოსი და ღვარძლიანი ყოფილხარ.
09:32 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ეკა,მართლა გულწრფელად მიყვარდი.მაგრამ შენმა წერილმა საერთოდ ხაზი გადაუსვა ჩემს თვალში შენ პიროვნებას და არა მარტო შენსას.მე შენს და შენი მეგობრების ადგილზე შემრცხვებოდა იმ ფულის აღება.იმედია სინდისმა უნდა შეგაწუხოს და აწი აღარ აიღებ იმ დანამატს.ნაციონალებმა შეგივსონ ეხლა მაგათ ფულის მეტი რა აქვთ.არ ვარ ოცნების მხარდამჭერი მაგრამ თქვენი მსჯელობა უმადურობის ზეიმია.
09:30 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
იცით რა? იმ თქვენი სააკაშვილის დროს გიხსნათ ამ ე.წ. ივანიშვილის დახმარებამ შიმშილისა და სიცივისაგან. სად იყვნენ მაშინ ის ადამიანების ვის გამოც იდექით 21-ში აქციაზე?
09:21 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
რა შუაშია აქ ქრთამის მიცემა ან აღება, ან ყურმოჭრილი მონობა, უბრალოდ მართლა უმსგავსობად მიმაჩნია იმ ადამიანისაგან დაფინანსების მიღება, რომლის წინააღმდეგიცა ვარ, მე თქვენს ადგილზე საკუთარი სურვილით ვიტყოდი უარს მისგან დაფინანსების მიღებაზე. მე თქვენს ადგილზე შემრცხვებოდა, თან ძალიან
09:17 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS