23 მარტი, 2015
ეკა ნიჟარაძე ნაციონალების აქციაზე წასვლათან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს - ''ზოგს გული ერეოდა და შვილებს გვიწყევლიდა...''
ჩვენ ქვეყანაში კი ქრთამის როგორც აღება ასევე მიცემა კანონით ისჯება მსახიობები და მათ შორის ონისე ონიანი, ეკა ნიჟარაძე და გოგა გველესიანი 21 მარტს ნაციონალების აქციაზე იმყოფებოდნენ და აქციის დროს გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთეს.

მათი საქციელი ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერთა დიდმა ნაწილმა გააკრიტიკა. წერდნენ, რომ  წინა დღეს ბანკი ''ქართუდან'' ბიძინა ივანიშვილის დახმარება აიღეს და და მეორე დღეს ნაციონალების აქციაზე მივიდნენ. 

ეკა ნიჟარაძე
კრიტიკოსებს ''ფეისბუქის'' საშუალებით პასუხობს:

''აი, როგორც იქნა მეც მოვიცალე მათთვის, ვინც 21 მარტს დილიდან, გვიან
ღამემდე კარგად გაერთო. საინტერესოა 22- ში რითი დაკავდნენ?.. ვგულისხმობ იმათ, ვინც "ჰა ჰა ჰა-"ს თანხლებით სრულიად მოურიდებლად ბევრი საზიზღრობა დაწერეს აქ ჩემზე და ჩემს მეგობრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს რაღაცებზე.

ზოგს გული ერეოდა და შვილებს გვიწყევლიდა, ზოგს აინტერესებდა აფთერფართი სად გვაქვს...

არ მოგნიშნავთ, იმიტომ, რომ ვიცი, წაიკითხავთ და ძალიან კარგად მიხვდებით ვის ვგულისხმობ. აი, ზუსტად ისე, როგორც მე მივხვდი.

ახლა კი ერთი მარტივი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ რატომ გვიხდის ბიძინა ივანიშვილი ფულს?

1) იმიტომ, რომ მეცენატია და ბევრი წლის წინ გაუჩნდა სურვილი გარკვეული კატეგორიის და პროფესიის ადამიანებს დაეხმაროს (რისთვისაც ჩვენ მადლობლები ვართ) თუ იმისთვის, რომ მისი ყურმოჭრილი მონები ვიყოთ და მიუხედავად განსხვავებული აზრისა, მაიც ვერ ვბედავდეთ ხმის ამოღებას?!

2) მე მგონი "მეგობრებო" თქვენ ძალიან, ძალიან ცუდი წარმოდგენის ყოფილხართ მასზე! თქვენი მიმოწერიდან გამოდის, რომ ქრთამს გვაძლევს, გვყიდულობს!

Rating

ჩვენ ქვეყანაში კი , ქრთამის როგორც აღება ასევე მიცემა კანონით ისჯება!

2) ჩემი და ჩემი მეგობრების აზრი და პოზიცია ყველამ ძალიან კარგად იცის (ვინმე ღვთისნიერი მიაწვდენდა ხმას), რის შემდეგაც მას თავისუფლად შეეძლო შევეყვანეთ "შავ სიაში" და მოეხსნა დაფინანსება, რომელიც ნახევარ საქართველოს გულზე ადგას.

"როგორ თუ ამ "ბოზებს" უხდიან და ჩვენ ვინც სახე დავიხოკეთ, აყროლებულ გალიებში თვეები გავატარეთ, გადავაგდეთ ძველი, სისხლიანი მთავრობა და მოვიყვანეთ ახალი, მაღალი ღირებულებების მქონე და არც არაფერს არ გვიხდიანო!"

მართლაც საშინელი უსამართლობაა, მაგრამ ჩვენ მისთვის არაფერი გვითხოვია ასე, რომ პრეტენზიები სხვა მისამართზე გაუშვით!

ბუნებრიავია, აქ აღარაფერს ვწერ წვრილმანებზე როგორებიც არიან: უმრავლესობის დეპუტატი ვინმე ოთარ ჩრდილელი და კიდევ სრულიად გაუგებარ ხალხზე, რომლებმაც დაბომბეს ჩემი ინბოქსი.

კიდევ ერთი, ვისაც გული ერევა დრამინა და ცივი წყალი დალიოს ან წამშალოს ფრენდებიდან, თორემ თუ სადმე შემხვდებით სიტყვებით "ოქრიკო" "რა ლამაზი ხარ" "ძააან მიყვარხარ" და ა.შ შეიძლება უკვე მე ამერიოს გული,'' - წერს ეკა. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 94 /
მანა
რა უნდა ელაპარაკო ასეთ ხალხს სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, ერთი მისთვის მოეკლათ ვინმე მერე როგორ ილაპარაკებდა ნეტა? ისეთივე მკვლელი გამოდის როგორიც ნაცხოვაა. უსვინდისო!
13:25 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნან
მესმის ნიჟარაძე რაღაცას აპროტესტებს, ჩვენც, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: სიმართლეს და სამართალს ნაციონალებში ხედავს? საინტერესოა
13:22 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ნუ დააწყევლინებ მერე შვილებს ... დედა ხარ და სხვისი შვილების მკვლელებს გვერდით ნუ დაუდგები..
13:08 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გაკვირვებული ვარ.. არავინ გეუბნებათ ვინმეს მონა იყავითო, მაგრამ კეთილის , ბოროტის , ცუდის გარჩევა ერთმანეთისაგან კი უნდა შეგეძლოთ..და ზოგადად ფულის გამო არ უნდა იყიდებოდეთ.. ალბათ მანდ ბევრი შემოგთავაზეს, არა მგონია პოლიტიკური მოსაზრებეების გამო პოზიორობდეთ.. თუმცა გავიწყდებათ რომ პირველ რიგში დედა ხართ, და თქვენი მოვალეობა სხვისი შვილების მკვლელი მთავროის დაცვა არ უნდა იყოს..
13:06 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ხალხნო! ვირის წიხლი საწყენი არ არისო, ხომ გაგიგიათ,მიშკას ქალებისაგან სხვას რას მოელოდით.მოენატრათ მიშკა და რა ქნან.არ შეერგებათ ივანიშვილის მიერ გაყოფილი ლუკმა.მიეცა პენსიონერებისათვის და მათი საფოცარი გახდებოდა,ამ უნამუსოებისათვის კი უნდა წაერთმია რაც მიშკას ფულებით დააგროვეს.არამი იყოს იმ ფულებით რაც შეირგეთ...
12:50 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
არჩილი
სანაგვეზე არიან ესენი ყ ველანი მოსასროლი. დააბინძურეს ჩვენი ერი
12:03 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გივი
რას გავხართ თქვე საცოდავებო.
12:02 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
პაპარაცის ნათესავი
ეკა, მარტო ლამაზი კი არა ჭკვიანი ქალიც ხარ ებ :*
12:00 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ეკა, მონობა და ორპირობაა ის, არის რაც თქვენ გაკეთეთ. იმ ადამიანთა გვერდით დადგომა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას სძულს - უზნეობა და მონობაა ავადმყოფური იდეების!!! ივანიშვილთან მეც ბევრი პრეტენზია მაქვს, მაგრამ ნაცების გვერდით დგომა???
11:53 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
ეკა ადამიანს განსხვავებული აზრის გამო სწორედ ნაც.მოძრაობა კლავდა და ტკვენი მანდ ხილვა სწორედ იმიტომ იყო გამაგიზიანებელი.სხვა შემთხვევაში ტკვენ იკ ყოპნას გამოხმაურება არ მოყვებოდა.
11:19 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS