23 მარტი, 2015
ეკა ნიჟარაძე ნაციონალების აქციაზე წასვლათან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს - ''ზოგს გული ერეოდა და შვილებს გვიწყევლიდა...''
ჩვენ ქვეყანაში კი ქრთამის როგორც აღება ასევე მიცემა კანონით ისჯება მსახიობები და მათ შორის ონისე ონიანი, ეკა ნიჟარაძე და გოგა გველესიანი 21 მარტს ნაციონალების აქციაზე იმყოფებოდნენ და აქციის დროს გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთეს.

მათი საქციელი ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერთა დიდმა ნაწილმა გააკრიტიკა. წერდნენ, რომ  წინა დღეს ბანკი ''ქართუდან'' ბიძინა ივანიშვილის დახმარება აიღეს და და მეორე დღეს ნაციონალების აქციაზე მივიდნენ. 

ეკა ნიჟარაძე
კრიტიკოსებს ''ფეისბუქის'' საშუალებით პასუხობს:

''აი, როგორც იქნა მეც მოვიცალე მათთვის, ვინც 21 მარტს დილიდან, გვიან
ღამემდე კარგად გაერთო. საინტერესოა 22- ში რითი დაკავდნენ?.. ვგულისხმობ იმათ, ვინც "ჰა ჰა ჰა-"ს თანხლებით სრულიად მოურიდებლად ბევრი საზიზღრობა დაწერეს აქ ჩემზე და ჩემს მეგობრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს რაღაცებზე.

ზოგს გული ერეოდა და შვილებს გვიწყევლიდა, ზოგს აინტერესებდა აფთერფართი სად გვაქვს...

არ მოგნიშნავთ, იმიტომ, რომ ვიცი, წაიკითხავთ და ძალიან კარგად მიხვდებით ვის ვგულისხმობ. აი, ზუსტად ისე, როგორც მე მივხვდი.

ახლა კი ერთი მარტივი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ რატომ გვიხდის ბიძინა ივანიშვილი ფულს?

1) იმიტომ, რომ მეცენატია და ბევრი წლის წინ გაუჩნდა სურვილი გარკვეული კატეგორიის და პროფესიის ადამიანებს დაეხმაროს (რისთვისაც ჩვენ მადლობლები ვართ) თუ იმისთვის, რომ მისი ყურმოჭრილი მონები ვიყოთ და მიუხედავად განსხვავებული აზრისა, მაიც ვერ ვბედავდეთ ხმის ამოღებას?!

2) მე მგონი "მეგობრებო" თქვენ ძალიან, ძალიან ცუდი წარმოდგენის ყოფილხართ მასზე! თქვენი მიმოწერიდან გამოდის, რომ ქრთამს გვაძლევს, გვყიდულობს!

Rating

ჩვენ ქვეყანაში კი , ქრთამის როგორც აღება ასევე მიცემა კანონით ისჯება!

2) ჩემი და ჩემი მეგობრების აზრი და პოზიცია ყველამ ძალიან კარგად იცის (ვინმე ღვთისნიერი მიაწვდენდა ხმას), რის შემდეგაც მას თავისუფლად შეეძლო შევეყვანეთ "შავ სიაში" და მოეხსნა დაფინანსება, რომელიც ნახევარ საქართველოს გულზე ადგას.

"როგორ თუ ამ "ბოზებს" უხდიან და ჩვენ ვინც სახე დავიხოკეთ, აყროლებულ გალიებში თვეები გავატარეთ, გადავაგდეთ ძველი, სისხლიანი მთავრობა და მოვიყვანეთ ახალი, მაღალი ღირებულებების მქონე და არც არაფერს არ გვიხდიანო!"

მართლაც საშინელი უსამართლობაა, მაგრამ ჩვენ მისთვის არაფერი გვითხოვია ასე, რომ პრეტენზიები სხვა მისამართზე გაუშვით!

ბუნებრიავია, აქ აღარაფერს ვწერ წვრილმანებზე როგორებიც არიან: უმრავლესობის დეპუტატი ვინმე ოთარ ჩრდილელი და კიდევ სრულიად გაუგებარ ხალხზე, რომლებმაც დაბომბეს ჩემი ინბოქსი.

კიდევ ერთი, ვისაც გული ერევა დრამინა და ცივი წყალი დალიოს ან წამშალოს ფრენდებიდან, თორემ თუ სადმე შემხვდებით სიტყვებით "ოქრიკო" "რა ლამაზი ხარ" "ძააან მიყვარხარ" და ა.შ შეიძლება უკვე მე ამერიოს გული,'' - წერს ეკა. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 94 /
დალა
უნდა გრცხვენოდეთ, უნამუსო ხალხი ხართ
19:50 / 30-03-2015
გამოხმაურება / 0 /
იზი
ზოგს კი არა ძალიან ბევრ ნაციონალს ჩვენზეც ერეოდა გული და შვილებს კი არ გვიწყევლიდა ...გვიკლავდა. შენ რომ პრეზიდენტს სიყვარულს უცხადებ, სწორედ მისი სიტყვები იყო ირინა ენუქიძის მიმართ:გულის ამრევია ამ ქალის საქციელი. ასე, რომ დროა იმ დონემდე მაინც გაიზარდო ავსა და კარგს არჩევდე; P.ს .თუ ვინმემ არ გინდოდა და ფული გაჩუქა და მადლობას ვერ ახერხებ, გინებას რაღას ემართლები, არ აიღო.
17:21 / 30-03-2015
გამოხმაურება / 0 /
პატარა ფასკუნჯი
დუნ დუკები
15:46 / 30-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ადამიანი
განსხვავებული აზრის გამო არავინ გაკრიტიკებთ,მაგრამ კაცისგან ფულს იღებდეთ და მერე აგინებდეთ ამას ღორისა და ვირთხის გარდა არავინ იკადრებს,თან ასეთი კომენტარი.რა ხალხი ხართ? რა ჯიშის? ამაზრზენები ხართ.ეკამ სახე აჩვენა.ონისეს კაცად არასდროს აღვითქვამდი(უფრო ქალად) უარი თქვით ფულზე და რაც გინდათ აკეთეთ.
20:39 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
Giorgi
რეალობა ისაა ქ-ნო ეკა, რომ არც მწვადის დაწვა გინდათ და არც შამფურის. ამ მთავრობასაც ეფერებით, მაგრამ გგონიათ, რომ ნაცები დაბრუნდებიან და იმათაც უძვრებით. მომავალს იწყობთ, თქვენი ჭუით.
10:38 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თინა
მე ვინც არ მომწონს მის ფულსაც არ ავიღებ!!! ასე რომ, არ აიღოთ აბა ეგ თანხა და ირბინეთ რამდენიც გინდათ აქციებზე.
03:15 / 25-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თათია
გაიხარეთ ეკა,ონისე,გოგა და ყველამ ვინც გახლდათ აღფრთოვანებული ვარ თქვენი საქციელით
23:55 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
კომბლე
კომბლე ის კაცია ვინც კომბლებს თლის და ჭერში აწყობს . მიშა კი ის კაცია ვინც მათხოვრებს და ბDძებს აგროვებს მიტინგებზე გამოჰყავს
21:02 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ჩემს კომენტარებს რატო არ ბეჭდავთ?!!!
17:56 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
ნიჟარაძისნაირი გარყვნილები რომ მაღალ მატერიებზე ისაუბრებენ, უკვე სასაცილოააააა!!!
17:52 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS