23 მარტი, 2015
ეკა ნიჟარაძე ნაციონალების აქციაზე წასვლათან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს - ''ზოგს გული ერეოდა და შვილებს გვიწყევლიდა...''
ჩვენ ქვეყანაში კი ქრთამის როგორც აღება ასევე მიცემა კანონით ისჯება მსახიობები და მათ შორის ონისე ონიანი, ეკა ნიჟარაძე და გოგა გველესიანი 21 მარტს ნაციონალების აქციაზე იმყოფებოდნენ და აქციის დროს გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთეს.

მათი საქციელი ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერთა დიდმა ნაწილმა გააკრიტიკა. წერდნენ, რომ  წინა დღეს ბანკი ''ქართუდან'' ბიძინა ივანიშვილის დახმარება აიღეს და და მეორე დღეს ნაციონალების აქციაზე მივიდნენ. 

ეკა ნიჟარაძე
კრიტიკოსებს ''ფეისბუქის'' საშუალებით პასუხობს:

''აი, როგორც იქნა მეც მოვიცალე მათთვის, ვინც 21 მარტს დილიდან, გვიან
ღამემდე კარგად გაერთო. საინტერესოა 22- ში რითი დაკავდნენ?.. ვგულისხმობ იმათ, ვინც "ჰა ჰა ჰა-"ს თანხლებით სრულიად მოურიდებლად ბევრი საზიზღრობა დაწერეს აქ ჩემზე და ჩემს მეგობრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს რაღაცებზე.

ზოგს გული ერეოდა და შვილებს გვიწყევლიდა, ზოგს აინტერესებდა აფთერფართი სად გვაქვს...

არ მოგნიშნავთ, იმიტომ, რომ ვიცი, წაიკითხავთ და ძალიან კარგად მიხვდებით ვის ვგულისხმობ. აი, ზუსტად ისე, როგორც მე მივხვდი.

ახლა კი ერთი მარტივი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ რატომ გვიხდის ბიძინა ივანიშვილი ფულს?

1) იმიტომ, რომ მეცენატია და ბევრი წლის წინ გაუჩნდა სურვილი გარკვეული კატეგორიის და პროფესიის ადამიანებს დაეხმაროს (რისთვისაც ჩვენ მადლობლები ვართ) თუ იმისთვის, რომ მისი ყურმოჭრილი მონები ვიყოთ და მიუხედავად განსხვავებული აზრისა, მაიც ვერ ვბედავდეთ ხმის ამოღებას?!

2) მე მგონი "მეგობრებო" თქვენ ძალიან, ძალიან ცუდი წარმოდგენის ყოფილხართ მასზე! თქვენი მიმოწერიდან გამოდის, რომ ქრთამს გვაძლევს, გვყიდულობს!

Rating

ჩვენ ქვეყანაში კი , ქრთამის როგორც აღება ასევე მიცემა კანონით ისჯება!

2) ჩემი და ჩემი მეგობრების აზრი და პოზიცია ყველამ ძალიან კარგად იცის (ვინმე ღვთისნიერი მიაწვდენდა ხმას), რის შემდეგაც მას თავისუფლად შეეძლო შევეყვანეთ "შავ სიაში" და მოეხსნა დაფინანსება, რომელიც ნახევარ საქართველოს გულზე ადგას.

"როგორ თუ ამ "ბოზებს" უხდიან და ჩვენ ვინც სახე დავიხოკეთ, აყროლებულ გალიებში თვეები გავატარეთ, გადავაგდეთ ძველი, სისხლიანი მთავრობა და მოვიყვანეთ ახალი, მაღალი ღირებულებების მქონე და არც არაფერს არ გვიხდიანო!"

მართლაც საშინელი უსამართლობაა, მაგრამ ჩვენ მისთვის არაფერი გვითხოვია ასე, რომ პრეტენზიები სხვა მისამართზე გაუშვით!

ბუნებრიავია, აქ აღარაფერს ვწერ წვრილმანებზე როგორებიც არიან: უმრავლესობის დეპუტატი ვინმე ოთარ ჩრდილელი და კიდევ სრულიად გაუგებარ ხალხზე, რომლებმაც დაბომბეს ჩემი ინბოქსი.

კიდევ ერთი, ვისაც გული ერევა დრამინა და ცივი წყალი დალიოს ან წამშალოს ფრენდებიდან, თორემ თუ სადმე შემხვდებით სიტყვებით "ოქრიკო" "რა ლამაზი ხარ" "ძააან მიყვარხარ" და ა.შ შეიძლება უკვე მე ამერიოს გული,'' - წერს ეკა. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 94 /
მაია
ეკა რა უმადური ყოფილხარ,როგორ გაფასებდი.
19:25 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
აქ ბიძინა ივანიშვილზე კი არ არის საუბარი,თქვენზეა. თქვენს გადაწყვეტილებაზე თქვენს სახეზე. თქვენ რატომ იღებთ ამ ოლიგარქისაგან ფულს რატომ? ასე დგას კითხვა! რამდენადაც ვიცით ივანიშვილი მანამდეც გაფინანსებდათ, ვიდრე საერთოდ პოლიტიკაში მოვიდოდა, ნეტა რატო? ის რატო გაფინანსებთ ეგ მარტო იმან იცის მაგრამ თქვენ რატომ იღებთ მისგან რუსეთში ნაშოვნ ფულს?ისე ისიც საინტერესოა განსხვავებული აზრი რას გულისხმობთ?
17:26 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
უკმაყოფილების გამოხატვის ყველაზე რეალური ფორმა იქნებოდა გეთქვათ ბიძინასთვის არ გვინდა შენი მოცემული ფული, არც ფული გვინდა და არც მადლობაოოოოოოოოოოოო!!! აი ასეეეე მაშინ უფლება გექნებოდა სადაც გინდოდა იქ გემღერა..... ეგ იგივეა მშობელ დედას აპახავებდე და დედინაცვალს გულში იხუტებდე ორი კურდღლის მადევრები ხაართ და ბოლოს კი დარჩებით ხახამშრალი
17:25 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნელი
განსხვავებული აზრი,კალბატონო ეკა,არ ნისჰნავს საუკეტესოს და ისე მადლიერების გრძნობა ზედმეტი სულაც არ არის.როცა ვინმე გასაჩუქრებტ,მადლობელი მაინც უნდა იყოთ მისი.ტქვენ და თქვენისთანები ისე იფერებთ,ვითომ დიდი დამსახურების გამო გეძლეოდეთ თანხა.ამის ცინ ისეთი ამბავი იყო ატეხილი,პრემიებს გვიხსნიანო,ვიტომ ვინმე ვალდებული იყოს თქვენ ფულები დაგირიგოთ.
17:05 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS