23 მარტი, 2015
ეკა ნიჟარაძე ნაციონალების აქციაზე წასვლათან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს - ''ზოგს გული ერეოდა და შვილებს გვიწყევლიდა...''
ჩვენ ქვეყანაში კი ქრთამის როგორც აღება ასევე მიცემა კანონით ისჯება მსახიობები და მათ შორის ონისე ონიანი, ეკა ნიჟარაძე და გოგა გველესიანი 21 მარტს ნაციონალების აქციაზე იმყოფებოდნენ და აქციის დროს გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთეს.

მათი საქციელი ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერთა დიდმა ნაწილმა გააკრიტიკა. წერდნენ, რომ  წინა დღეს ბანკი ''ქართუდან'' ბიძინა ივანიშვილის დახმარება აიღეს და და მეორე დღეს ნაციონალების აქციაზე მივიდნენ. 

ეკა ნიჟარაძე
კრიტიკოსებს ''ფეისბუქის'' საშუალებით პასუხობს:

''აი, როგორც იქნა მეც მოვიცალე მათთვის, ვინც 21 მარტს დილიდან, გვიან
ღამემდე კარგად გაერთო. საინტერესოა 22- ში რითი დაკავდნენ?.. ვგულისხმობ იმათ, ვინც "ჰა ჰა ჰა-"ს თანხლებით სრულიად მოურიდებლად ბევრი საზიზღრობა დაწერეს აქ ჩემზე და ჩემს მეგობრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს რაღაცებზე.

ზოგს გული ერეოდა და შვილებს გვიწყევლიდა, ზოგს აინტერესებდა აფთერფართი სად გვაქვს...

არ მოგნიშნავთ, იმიტომ, რომ ვიცი, წაიკითხავთ და ძალიან კარგად მიხვდებით ვის ვგულისხმობ. აი, ზუსტად ისე, როგორც მე მივხვდი.

ახლა კი ერთი მარტივი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ რატომ გვიხდის ბიძინა ივანიშვილი ფულს?

1) იმიტომ, რომ მეცენატია და ბევრი წლის წინ გაუჩნდა სურვილი გარკვეული კატეგორიის და პროფესიის ადამიანებს დაეხმაროს (რისთვისაც ჩვენ მადლობლები ვართ) თუ იმისთვის, რომ მისი ყურმოჭრილი მონები ვიყოთ და მიუხედავად განსხვავებული აზრისა, მაიც ვერ ვბედავდეთ ხმის ამოღებას?!

2) მე მგონი "მეგობრებო" თქვენ ძალიან, ძალიან ცუდი წარმოდგენის ყოფილხართ მასზე! თქვენი მიმოწერიდან გამოდის, რომ ქრთამს გვაძლევს, გვყიდულობს!

Rating

ჩვენ ქვეყანაში კი , ქრთამის როგორც აღება ასევე მიცემა კანონით ისჯება!

2) ჩემი და ჩემი მეგობრების აზრი და პოზიცია ყველამ ძალიან კარგად იცის (ვინმე ღვთისნიერი მიაწვდენდა ხმას), რის შემდეგაც მას თავისუფლად შეეძლო შევეყვანეთ "შავ სიაში" და მოეხსნა დაფინანსება, რომელიც ნახევარ საქართველოს გულზე ადგას.

"როგორ თუ ამ "ბოზებს" უხდიან და ჩვენ ვინც სახე დავიხოკეთ, აყროლებულ გალიებში თვეები გავატარეთ, გადავაგდეთ ძველი, სისხლიანი მთავრობა და მოვიყვანეთ ახალი, მაღალი ღირებულებების მქონე და არც არაფერს არ გვიხდიანო!"

მართლაც საშინელი უსამართლობაა, მაგრამ ჩვენ მისთვის არაფერი გვითხოვია ასე, რომ პრეტენზიები სხვა მისამართზე გაუშვით!

ბუნებრიავია, აქ აღარაფერს ვწერ წვრილმანებზე როგორებიც არიან: უმრავლესობის დეპუტატი ვინმე ოთარ ჩრდილელი და კიდევ სრულიად გაუგებარ ხალხზე, რომლებმაც დაბომბეს ჩემი ინბოქსი.

კიდევ ერთი, ვისაც გული ერევა დრამინა და ცივი წყალი დალიოს ან წამშალოს ფრენდებიდან, თორემ თუ სადმე შემხვდებით სიტყვებით "ოქრიკო" "რა ლამაზი ხარ" "ძააან მიყვარხარ" და ა.შ შეიძლება უკვე მე ამერიოს გული,'' - წერს ეკა. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 94 /
ნინა
ნეტა რატო უკვირს? გულის ამრევები ხართ,აბა ვინ ხართ? უსინდისოებიც,უმადურებიც,უნიჭოებიც. კიდევ თავს იმართლებთ უსინდისოთ.წადით უკრაინაში,თქვენც დაისვენებთ და ჩვენც.
20:52 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მუხა-1955
....ყველას აქვს აზრის და შეხედულებების თავისუფლად, შიშის გარეშე გამოხატვის უფლება.....მაგრამ როდესაც თქვენი და არა მარტო თქვენი, მთელი თქვენი ოჯახებისათვის სამყოფ რამდენიმე ათასიან (თუ უფრო მეტი არა) თვიურ დახმარებას წლეების განმავლობაში იღებთ ადამიანისგან, რომელმაც სულ ცოტა ცხოვრების ნორმალური პირობები შეგიქმნათ, ღირსეულად გაცხოვრათ და არ შეგქმნიათ ისეთივე პრობლემა, რაც უმძიმეს ტვირთად აწვა ყველა იმ ხელოვანის ოჯახს, ვინც ამ ადამიანის ქვეყანაში გამოჩენამდე მოღვაწეობდა, სულ ცოტა თქვენ მის საწინააღმდეგო მიტინგზე არ უნდა გამონათებულიყავით. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სანამ თქვენ რბილად რომ ვთქვა ამ არასწორ ნაბიჯს გადადგამდით, უპირველესად უარი უნდა გეთქვათ ამ ადამიანის დახმარებაზე.....მაგრამ, ვაი რომ, მაგრამ....ზნეობას ფულით ვერ იყიდით!!!!!..............საუბედუროდ ამ ჩა-,,სელფი"-ლთა დარი-დური ხელგაწვდილ-უმადური ,,ადამიანები" არც ისე ცოტა ხართ....საუბედუროდ!!!!!
20:51 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
თქვენი განსხვავებული აზრის დაფიქსირება მაინცა და მაინც ნაციონალების მიტინგზე მოინდომეთ და თან ისეთი სახეებით, რომ..... გაჭირვებულის იმიჯი მაინც მოგერგოთ თქვე, დალოცვილებო! მაგრამ, ეეეჰ.. "ძაღლის კუდი თოფის ლულაშიც რომ მოაქციო, მაინც არ გასწორდებაო"- ნათქვამია. აფერუმ თქვენ, "კარგი ადამიანები" ისეთი უნდა თქვენ რომ ყოფილხართ.
20:42 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ეკა, როგორც ჩანს შენ და შენნაირი მსახიობები ძალიან შორს ხართ ზნეობისგან, მორალისგან, სინდისისგან და ნამუსისგან, მოცეკვავო ვარსკვლავო უკეთესი წარმოდგენის არც არასდროს ვყოფილვარ, თქვენ თვითონ თქვით უარი დახმარებაზე უკეთესი იქნება
20:37 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
დათა
განსხვავავებული აზრი იქონიე,მაგრამ თავმოყვარეობაც რომ გქონდეს კარგი იქნებოდა.არ მოგცონს ბიძინა,მაგრამ ფული ბაბა ფული.ტიპიური კახპების ფსიქოლოგიაა.
20:30 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სონკა1
როგორც სჩანს, არ გაგიშიათ "სხვა მისამართზე", ასე რომ ყოფილიყო, არ აგეწვებოდა ერთი ადგილი :) და თავის მართლება არ დაგჭირდებოდა.
20:25 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
გაიხარეთ,რომ მოქრთამვის მიუხედავად ,მაინც თქვენი სიტყვა თქვით,რაც ადვილი არაა! მთელი სამსახიობო ელიტა წაწყმიდა ამ სატანა-ივანიშვილმა!
20:22 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
მაგარი ნაგლი ყოფილა ეს ნიჟარაძის ქალი...მართლა რა,ეს ივანიშვილიც კაი ტიპია რა,ამდენი უსახლკარო,გაჭირვებული და ავადმყოფი ადამიანია და იმათ გადაუხადე შე კაი დედმამიშვილო,დაგლოცავენ მაინც არის და მადლობას გეტყვიან.რამდენი არაბუნებრივი რამე ხდება ცხოვრებაში რა..
20:01 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მიხო პაპა
მაგრამ ჩვენ მისთვის არაფერი გვითხოვია --------რას კადრულობ ოეეეე,ყოველ წლის დასაწყისში,ყველა წერს რომ მჭირდება დახმარება,თუ კი გინდა დაწერე და მოგიხსნიან.ეს ისეა,ვირო მადლიო.
20:00 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ekas
Sadats gîñda,rotsa gîñda IQ shegidzlia tsaxvidet es tqveni archevania magram sxva gasartobi veraperi naxet?
19:46 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS