23 მარტი, 2015
ეკა ნიჟარაძე ნაციონალების აქციაზე წასვლათან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს - ''ზოგს გული ერეოდა და შვილებს გვიწყევლიდა...''
ჩვენ ქვეყანაში კი ქრთამის როგორც აღება ასევე მიცემა კანონით ისჯება მსახიობები და მათ შორის ონისე ონიანი, ეკა ნიჟარაძე და გოგა გველესიანი 21 მარტს ნაციონალების აქციაზე იმყოფებოდნენ და აქციის დროს გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთეს.

მათი საქციელი ''ქართული ოცნების'' მხარდამჭერთა დიდმა ნაწილმა გააკრიტიკა. წერდნენ, რომ  წინა დღეს ბანკი ''ქართუდან'' ბიძინა ივანიშვილის დახმარება აიღეს და და მეორე დღეს ნაციონალების აქციაზე მივიდნენ. 

ეკა ნიჟარაძე
კრიტიკოსებს ''ფეისბუქის'' საშუალებით პასუხობს:

''აი, როგორც იქნა მეც მოვიცალე მათთვის, ვინც 21 მარტს დილიდან, გვიან
ღამემდე კარგად გაერთო. საინტერესოა 22- ში რითი დაკავდნენ?.. ვგულისხმობ იმათ, ვინც "ჰა ჰა ჰა-"ს თანხლებით სრულიად მოურიდებლად ბევრი საზიზღრობა დაწერეს აქ ჩემზე და ჩემს მეგობრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს რაღაცებზე.

ზოგს გული ერეოდა და შვილებს გვიწყევლიდა, ზოგს აინტერესებდა აფთერფართი სად გვაქვს...

არ მოგნიშნავთ, იმიტომ, რომ ვიცი, წაიკითხავთ და ძალიან კარგად მიხვდებით ვის ვგულისხმობ. აი, ზუსტად ისე, როგორც მე მივხვდი.

ახლა კი ერთი მარტივი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ რატომ გვიხდის ბიძინა ივანიშვილი ფულს?

1) იმიტომ, რომ მეცენატია და ბევრი წლის წინ გაუჩნდა სურვილი გარკვეული კატეგორიის და პროფესიის ადამიანებს დაეხმაროს (რისთვისაც ჩვენ მადლობლები ვართ) თუ იმისთვის, რომ მისი ყურმოჭრილი მონები ვიყოთ და მიუხედავად განსხვავებული აზრისა, მაიც ვერ ვბედავდეთ ხმის ამოღებას?!

2) მე მგონი "მეგობრებო" თქვენ ძალიან, ძალიან ცუდი წარმოდგენის ყოფილხართ მასზე! თქვენი მიმოწერიდან გამოდის, რომ ქრთამს გვაძლევს, გვყიდულობს!

Rating

ჩვენ ქვეყანაში კი , ქრთამის როგორც აღება ასევე მიცემა კანონით ისჯება!

2) ჩემი და ჩემი მეგობრების აზრი და პოზიცია ყველამ ძალიან კარგად იცის (ვინმე ღვთისნიერი მიაწვდენდა ხმას), რის შემდეგაც მას თავისუფლად შეეძლო შევეყვანეთ "შავ სიაში" და მოეხსნა დაფინანსება, რომელიც ნახევარ საქართველოს გულზე ადგას.

"როგორ თუ ამ "ბოზებს" უხდიან და ჩვენ ვინც სახე დავიხოკეთ, აყროლებულ გალიებში თვეები გავატარეთ, გადავაგდეთ ძველი, სისხლიანი მთავრობა და მოვიყვანეთ ახალი, მაღალი ღირებულებების მქონე და არც არაფერს არ გვიხდიანო!"

მართლაც საშინელი უსამართლობაა, მაგრამ ჩვენ მისთვის არაფერი გვითხოვია ასე, რომ პრეტენზიები სხვა მისამართზე გაუშვით!

ბუნებრიავია, აქ აღარაფერს ვწერ წვრილმანებზე როგორებიც არიან: უმრავლესობის დეპუტატი ვინმე ოთარ ჩრდილელი და კიდევ სრულიად გაუგებარ ხალხზე, რომლებმაც დაბომბეს ჩემი ინბოქსი.

კიდევ ერთი, ვისაც გული ერევა დრამინა და ცივი წყალი დალიოს ან წამშალოს ფრენდებიდან, თორემ თუ სადმე შემხვდებით სიტყვებით "ოქრიკო" "რა ლამაზი ხარ" "ძააან მიყვარხარ" და ა.შ შეიძლება უკვე მე ამერიოს გული,'' - წერს ეკა. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 94 /
ლალი
მართალი ხარ ეკა ,,...მართლაც საშინელი უსამართლობაა, მაგრამ ჩვენ მისთვის არაფერი გვითხოვია ...";მეტი ეკუთვნის მეცენატს
08:13 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
ნეტაუმრავლესობა თქვენსავით აზროვნებდეს,ქალბატონო ეკა,მასინ ეშველება სახელმწიფოს
08:11 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გიორგი/
გარდა ვირთხისა, უმადურისა და წუწკისა უჭკუოც ყოფილხარ, მკვლელებს, მატყუარებს, ხალხის მწამებლებს, ქურდებს გვერდში როგორ უდგიხარ? შე გომბეშო, შენი ქმარი თუ საყვარელი უნდა ეხმარათუ უკანალში "ნაცებს", ან შენი შვილი ან ძმა რომ, გემო გაგეგო? ან შენი შვილი ან ძმა. საზარელი ქალი ყოფილხარ. შენ იმ ალასანიასავით ხარ ( ანჯელინა ჯოლი), ბიძინას ფულით რომ თავის ოჯახს არჩენდა თან ღალატობდა თან ლანძღავდა.
02:21 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
მარტივი შეკითხვა: ფულს რომ იღებთ ივანიშვილისგან, ამაზე არ გერევათ გული?
01:57 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თავისუფალიცფ
არ მინდა ვინმე ვაკრიტიკო, მითუმეტეს განვიკითხო, მაგრამ მინდა, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთმა რიგითმა მოქალაქემ, ჩემი აზრი დავაფიქსირო. ვინ-ვინ დათუ არა არტისტმა, უპირველესად ყოველისა უნდა სთქვას სიმართლე და თავისი სიმართლით ემსახუროს საზოგადოებას. ხელოვანის მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა!!!თეატრი, სცენა ხომ ოდითგანვე, ყველაზე საშიში და ბნელი პერიოდების დროსაც კი, არტისტებს საშუალებას აძლევდა, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, შეფარვით თუ შეუფარვად, უბრალო მოკვდავი ადამიანების გასაჭირი და სათქმელი თვით მეფეებისთვის მიეტანათ. ვინ მოსთვლის, რამდენი მასხარა შეწირვია სიმართლის თქმას, მაგრამ ამით " თავისუფლება" გაუნთავისუფლებია. ჩემო საყვარელო არტისტებო! სამწუხაროდ ამ ცხრა წლის მანძილზე, რომელ წლებსაც თქვენ ასე გამეტებით იცავთ, ვერასოდეს ვერ გააჟღერეთ ღირსება გაუპატიურებული, თავისუფლება აყრილი, სასოწარკვეთილი ერის ხმა, მაშინ სცენაც ხომ თავისუფლება ჩამორთმეული იყო! თქვენ კი( რათქმაუნდა ყველას არ ეხება)ზოგი ნებით, ბევრი იძულებით დამუნჯებულნი იყავით, მთავარს ვერ აკეთებდით, სათქმელს ვერ ამბობდით. ხალხისთვის ფუჭი აღმოჩნდა, თქვენი იმდროინდელი ყოფა. "სიმამაცე ჭკვიან სულს ახასიათებს"- ნათქვამია. ვერ გაგაკრიტიკებთ არამამაცობისთვის, დრო იყო ცუდი!!!ძლიერი სურვილის მიუხედავად შვილებისა- და ცოლის ფასად შეუძლებელი იყო სიმამაცე! დახმარებას, არამგონია ვინმე გაყვედრიდეთ, და რა მოსატანია ფულადი დახმარება იმასთან შედარებით, რაც დღეს მოგეცათ, იმავე დამხმარებლის ხელით, მან თქვენ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა დაგიბრუნათ!!! ახლა ნამდვილად შეგიძლიათ თავისუფალი სცენიდან თავისუფლად იმეტყველოთ, იდგეთ იქ სადაც დგახართ, შიშისა და შფოთის გარეშე. ეგება აწ უკვე თავისუფლებმა, საკუთარი სინდისის განთავისუფლებაც შეძლოთ!!! პ. ს. " თეატრის აზრი უწინარეს ყოვლისა ეს ყოფილა და დღესაც ის არის, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს, სათნოებას მისი სახისმეტყველება აჩვენოს, ბიწიერებას მისი უმსგავსოება, დროებასა ხალხს მისი ვითარება და ნაკვალევი. თუ ეს დანიშნულება ვერ შეასრულა, ან თუ გადაამეტა, იქნება რეგვენი გააცინოს, მაგრამ გაგებულ ადამიანს კი შეაწუხებს და ერთის გაგებულის შეხედულება უნდა გერჩიოს მთელის თეატრისას"
01:39 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ხატუნა
დემაგოგიც კოპილა უსინდისოსტან ერტად
00:51 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
უნამუსოებო
ასე როგორ უნდა დაკარგო ადამიანმა სინდის ნამუსი, მერე კიდე ბიძინას ამტყუნებენ არაფერს აგარ აკეთებსო, ასეთები რამდენი ეყოლება ნანახი წარმომიდგენია. ვისაც ჩავაცვი იმან გამხადაო, აი ასეთი ხალხია სამწუხაროდ დგეს მომრავლებული საქართველოში და მერე კიდე გვიკვირს რატომ ვართ ასეთ დღეში.
00:48 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
განსხვავებული აზრი კი არ გჰონიათ თქვენ არამედ საერთოდ არ გაქვთ აზრი არაფერზე, რაც ხდებოდა იმ 9 წლის განმავლობაში ისევ იმისკენ მიისწრაფის თქვენი და თქვენნაირების გონება. რატომ აზიზღებთ ხალხს თავს?
00:39 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ივანიშვილი მართლა მეტის ღირსია თქვენისთანა წურბელებსა და ვირთხებს რომ სული მოგათქმევინათ. თქვე უბედურობო, მართლა რომ დაიხუროს ქუდი და წავიდეს მერე რაღა ეშველება თქვენისთანა მათხოვრებს,ხომ გაგძვრებათ სული ივანიშვილის ფულები რომ შემოგაკლდებათ, თორემ ჩვენ დანარჩენები ისევ ისე ვიქნებით როგორც ვიყავით და ვართ.
00:22 / 24-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
გაიხარე ეკაა, მაგარი ხარ, ჯანმრთელობას გისურვებ, ფიზიკურადაც ლამაზი ხარ და სულიერედაც ლამაზი ყოფილხარ
23:47 / 23-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS