22 მარტი, 2015
როგორი ურთიერთობა აქვს ფეხმძიმე ქეთა თოფურიას 15 წლის გერთან
მას მერე, რაც ქართველი მომღერალი რუსეთში ცხოვრობს, მის მიმართ სულ გამძაფრებულია ყურადღება. ამას ქეთაც თავიდანვე უწყობდა ხელს – სკანდალური განცხადებებით, ქცევებით, პლასტიკური ოპერაციით, ჭორებით მისი რომანების შესახებ და ა.შ. მისი სტილი და გემოვნება თავიდანვე დააფასეს რუსებმა და დღესაც ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანია რუსულ შოუბიზნესში. არც ისე დიდი ხანია, ქეთა გათხოვდა მილიონერ ლევ გეიხმანზე და ამბობენ, რომ ორსულად არის. თავად ამ ხმებს არც ადასტურებს, არც უარყოფს, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ზოგიერთ ფოტოზე საეჭვოდ ჰგავს ორსულს.

mshoblebi

მის ქმარს,
ცნობილ ბანკირს, ძალიან უყვარს ბავშვები და ამბობენ, რომ მოუთმენლად ელოდება შვილს. ასევე ელოდება პატარას დაბადებას გეიხმანის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან და შესაბამისად - ქეთას გერი. სონია გეიხმანი უკვე 15 წლისაა, საკმაოდ კარგი გარეგნობისაა და ძალიან მეგობრობს დედინაცვალთან. მის გემოვნებასაც იზიარებს და ხშირად იმეორებს კიდეც ქეთას სტილს. "როცა მასთან ჩავდივართ შვეიცარიაში, საყიდლებზე ერთად დავდივართ და ხშირად ვეხმარები სამოსის შერჩევაში", - ამბობს ქეთა.
რაც შეეხება მასთან დედა-შვილურ ურთიერთობებს, ამაზე ქეთას ასეთი პასუხი აქვს: "ხანდახან სონია რჩევას მეკითხება და მეც ვცდილობ დავეხმარო, თუმცა მის აღზრდას არ ვაპირებ. მგონია, რომ ჩემი მხრიდან ეს სწორი არ იქნება, მე ხომ მისი ღვიძლი დედა არ ვარ. ქმარი ამის გამო მეჩხუბება კიდეც, მას მიაჩნია, რომ სონიასთვის არა მხოლოდ მეგობარი უნდა ვიყო, არამედ დამრიგებელიც".

mshoblebi

ქეთა რომ გაიცნო, სონია 11 წლის იყო, ახლა უკვე 15 წლის გოგონაა. შვეიცარიაში ცხოვრობს და სწავლობს, იქ მყოფი რუსი მილიონერების შვილებთან მეგობრობს. კარგად უკრავს ფორტეპიანოზე და ნიჭიერი გოგონაა. 

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS