18 მარტი, 2015
რატომ მიამსგავსა ანრი ჯოხაძემ გიორგი გაბუნიას სახე ბავშვის უკანალს
ანრისა და გიორგისგან მშვენიერმა ინგამ ორი დადებითი პასუხი მიიღო ,X ფაქტორის" ერთ-ერთ შესარჩევ ტურზე სცენაზე გამოვიდა გორელი ,,მერაია ქერი" (ინგა). სიმღერის დაწყებამდე ჟიურიმ დადებითად შეაფასა მისი სამოსი, მზერა, საუბარი, დგომა და თავდაჭერილობა.

სოფო: როგორ ფიქრობ, გაქვს X ფაქტორი?

ინგა: არ ვიცი, იმედია აღმოჩნდება რომ მაქვს. ზოგადად ძალიან თვითკრიტიკული ვარ.

ინგაზე ყველა დიდ იმედებს ამყარებდა. ჩემი სუბიექტური აზრით, მან დავალებას თავი საკმაოდ კარგად გაართვა, თუმცა თამთამ და სოფომ, თითქოს პირი შეკრეს მის წინააღმდეგ, არა ერთი ნაკლი
აღმოუჩინეს კონკურსანტის შესრულებას: ,, შენ თქვი, რომ თვითკრიტიკული ხარ, მაგრამ, როგორც ჩანს, არა საკმარისად! სხვა სიმღერა უნდა შეგერჩია. ასეთ სირთულეს თავი ვერ გაართვი."

რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, გიორგი გაბუნია ინგათი მოიხიბლა:

- მიხარია რომ პროფესიონალი არ ვარ და ხარვეზები ვერ შევნიშნე. - აღნიშნა მან. თუმცა გოგონების კომენტარის შემდეგ დასძინა: - შენს სიმღერას, რა თქმა უნდა, ნაოჭები ჰქონდა, მაგრამ ბოტოქსით მათი გასწორება შეიძლება.
გიორგის, მასზე არა ნაკლებ აქტიური, ანრი გამოეხმაურა:
-შენ უკვე სცადე ბოტოქსი, გიო?
-არა, ანრი.
-რავიცი, სახე კი გაქვს ჩვილი ბავშვის უკანალივით. ხომ მაგარი იუმორი მაქვს?

ანრისა და გიორგისგან მშვენიერმა ინგამ ორი დადებითი პასუხი მიიღო, ხოლო გადავიდა თუ არა იგი შემდეგ ტურში, ამას გადაცემაში იხილავთ.

თათული ღვინიანიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS