ამბები.გე შეეცადა გაერკვია, აპირებენ თუ არა 21 მარტის აქციაზე წასვლას ისინი, ვინც წინათ "ნაციონალებს" ღიად უჭერდა მხარს. ბევრმა მათგანმა უარი თქვა საკუთარი აზრის გამოხატვაზე და მიზეზებიც არ დააკონკრეტეს. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ცნობილი მხარდამჭერი გვესაუბრა.
აჩიკო გულედანი:
- ვაპირებ აქციაზე წასვლას. ვიზიარებ აქციის პათოსს, რომ ხელისუფლება არის უნიათო და ამიტომ გამოვალ აქციაზე.
-
- არ ვიცი, მაგას ბევრი ფიქრი არ უნდა. მიმართულება არ არის დარჩენილი, სადაც საქმეს აკეთებენ. ქვეყანას ყოველდღიურად ემატება პრობლემები. მოქალაქეები იმისთვის ვართ, რომ საკუთარი აზრი გამოვხატოთ. მე პირადად, პასუხისმგებლობით ვუყურებ ყველაფერს. დემოკრატიული გზებით უნდა მოხდეს ჩვენი პრობლემების დაფიქსირება.
- ბევრი ამბობს, რომ ეს არა ხალხის, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" აქციაა...
- ეს უცნაური შეხედულებაა. "ნაციონალური მოძრაობა" ატარებს, ეს უკვე პროპაგანდის საქმეა. ბავშვებს ანახეს ფილმი ბედუკაძის გმირობებზე, ჩემთვის მარტივია ყველაფერია, გვერხევა და მთავარია ბოლომდე არ დაგვერხეს.
- მიდიხართ 21 მარტის აქციაზე?
ალანა გაგლოევა:
- დარწმუნებული არ ვარ, ფიზიკურად შევძლებ თუ არა აქციაზე წასვლას, მაგრამ ისე, რა თქმა უნდა, ვუერთდები. შეიძლება ქალაქიდან გასვლა მომიხდეს. სავსებით ვიზიარებ აქციის ორგანიზატორების მოთხოვნას, რომ უნიათო ხელისუფლება გადადგეს.
იხილეთ გაგრძელება




















