16 მარტი, 2015
ქუთაისურად ნამღერი asere je ფილარმონიის სცენაზე და სკანდალი, რომელიც გიორგი გაბუნიას სიტყვებმა გამოიწვია
დღეს, ფილარმონიის სცენაზე გადაცემა ,,X ფაქტორის" მორიგი ჩაწერა გაიმართა.

გიორგი გაბუნიას ფრთიანი ფრაზები კვლავ აქტუალურია. მისი მორიგი მსხვერპლი, როგორც ანრი უწოდებს, ქუთათური გოგონა, ნათია აღმოჩნდა.

მან ცეკვა-სიმღერით გაამხიარულა დარბაზი და უსათუოდ ,,X ფაქტორის" მარგალიტებშიც მოხვდა.

პირველი შთაბეჭდილება მოკლე შორტითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით მოახდინა.

asere je-მ თამთა და სოფო სკამებიდან წამოაყენა. გიორგიმ სიმღერა ასე შეაფასა:

- შენ ესპანურ სიტყვებს ქართულად წარმოთქვამდი. მარანში, რომ ქვევრთან იმღერებ, იმ განწყობით შეასრულე სიმღერა.

ანრიმ გადაწყვიტა ნათიასთვის გული არ დაეწყვიტა და გიორგის
სკანდალური შეფასება შეეცადა რამდენიმე კომპლიმენტითა და ერთი ,,კი"-თ გამოესწორებინა. თუმცა მის თანხმობას სოფოს, გიორგისა და თამთას უარი არ გაუბათილებია.

თათული ღვინიანიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
tamta
Xo washalet washalet ;)
01:21 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
Nდნდჯს
00:54 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თამთა
ძაან ამაზრზენია ეს თქენიი დაცინვები და უაზრო სტატიების გამოქვეყნება. მხოლოდ დაცინვა იცით. საქართველოში სამწუხაროდ უფრო წინ ვერ წავედით. მეცოდებით. ადამიანმა რომ თავისი შესაძლებლობები სცადოს და ოდნავ რამე არ გამოუვიდეს მაშინვე დაცინვაზე გადადიხართ. გიირგი გაბუნია საშინელი ადამიანიაა :D
00:48 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS