16 მარტი, 2015
როგორ ეგუება ნინი ლისენკოს ქმარი თამამ და დეპრესიულ ცოლს
ის რაც მიუღებელია მისთვის, მიუღებელია ჩემთვისაც ნინი ლისენკო ,,კომედი არხის" ერთ- ერთი ახალი აღმოჩენაა. იგი მონაწილეობს გადაცემაში ,,ქალთა სახეები." ნინი დაოჯახებულია და ჰყავს სამი წლის შვილი. ინტერვიუში გაიხსენა თავისი ბავშვობა, აგრეთე გვესაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა კარიერისა და ოჯახის შეთავსება, თავის მოვლა, სიყვარული, ღალატი და სხვა მრავალი.

- ნინი, სკოლაში პოპულარული იყავი?
- კი, პოპულარულობა ნამდვილად არასდროს მაკლდა. ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ ბიჭს მოვწონდი.

- გოგონებს შურდათ შენი?
- ვფიქრობ, ყველა ადამიანს ერთხელ მაინც გასჩენია
შურის გრძნობა... ასე რომ, ალბათ ჩემიც შურდათ.

- რატომ მიგაჩნია, რომ განსხვავებული ხარ?
- იმიტომ, რომ სხვისი ცხოვრებით არასდროს ვინტერესდები.

- როგორ ახერხებ კარიერის, ცოლობისა და დედობის შეთავსებას?
- ოჯახის წევრები მიწყობენ ხელს.

Rating

- რას ურჩევდი გოგონებს?
- თუ სურთ წარმატებულები იყვნენ ცოლად გაყვნენ მამაკაცებს, რომლებიც გაითვალისწინებენ მათ სურვილებს და მათი ოცნებების ასახდენად დათმობებზე წავლენ.

- შენი ქმარი როგორ უდგება იმ საკითხს, რომ ქართველი ქალის პირობაზე, საკმაოდ თამამი ცოლი ჰყავს?
- ხალხის აზრს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

- შენი აზრით, მეუღლე როგორი როლის თამაშს აგიკრძალავს?
- ის რაც მიუღებელია მისთვის, მიუღებელია ჩემთვისაც. როლთან დაკავშირებით არასდროს ვიკამათებთ.

Rating

- ღალატს აპატიებ?
- ვინც მეორე ნახევარს ღალატობს, პირველ რიგში ღალატობს საკუთარ თავს. არ მჭირდება მამაკაცი, რომელიც პატივს არ სცემს საყვარელ ქალს და თავის არჩევანს.

- თმას როგორ უვლი?
- პროფესიონალი სტილისტი მყავს, ის ზრუნავს ჩემი თმის სიჯანსაღეზე.

- სერიოზული ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ტრამვა გქონია?
- ფიზიკური არა... გამოგიტყდები, ბუნებით დეპრესიული ვარ.

- რას გამოყავხარ დეპრესიიდან?
- საყვარელ საქმესა და გადაღებებს.

- რას აპირებ მომავალში?
- გავაგრძელებ მოღვაწეობას ჩემს საქმეში და მივაღწევ კიდევ უფრო დიდ წარმატებას.

თათული ღვინიანძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნიკ
ეს მახინჯი ვიღაა
19:12 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS