- ნინი, სკოლაში პოპულარული იყავი?
- კი, პოპულარულობა ნამდვილად არასდროს მაკლდა. ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ ბიჭს მოვწონდი.
- გოგონებს შურდათ შენი?
- ვფიქრობ, ყველა ადამიანს ერთხელ მაინც გასჩენია
- რატომ მიგაჩნია, რომ განსხვავებული ხარ?
- იმიტომ, რომ სხვისი ცხოვრებით არასდროს ვინტერესდები.
- როგორ ახერხებ კარიერის, ცოლობისა და დედობის შეთავსებას?
- ოჯახის წევრები მიწყობენ ხელს.

- რას ურჩევდი გოგონებს?
- თუ სურთ წარმატებულები იყვნენ ცოლად გაყვნენ მამაკაცებს, რომლებიც გაითვალისწინებენ მათ სურვილებს და მათი ოცნებების ასახდენად დათმობებზე წავლენ.
- შენი ქმარი როგორ უდგება იმ საკითხს, რომ ქართველი ქალის პირობაზე, საკმაოდ თამამი ცოლი ჰყავს?
- ხალხის აზრს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
- შენი აზრით, მეუღლე როგორი როლის თამაშს აგიკრძალავს?
- ის რაც მიუღებელია მისთვის, მიუღებელია ჩემთვისაც. როლთან დაკავშირებით არასდროს ვიკამათებთ.

- ღალატს აპატიებ?
- ვინც მეორე ნახევარს ღალატობს, პირველ რიგში ღალატობს საკუთარ თავს. არ მჭირდება მამაკაცი, რომელიც პატივს არ სცემს საყვარელ ქალს და თავის არჩევანს.
- თმას როგორ უვლი?
- პროფესიონალი სტილისტი მყავს, ის ზრუნავს ჩემი თმის სიჯანსაღეზე.
- სერიოზული ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ტრამვა გქონია?
- ფიზიკური არა... გამოგიტყდები, ბუნებით დეპრესიული ვარ.
- რას გამოყავხარ დეპრესიიდან?
- საყვარელ საქმესა და გადაღებებს.
- რას აპირებ მომავალში?
- გავაგრძელებ მოღვაწეობას ჩემს საქმეში და მივაღწევ კიდევ უფრო დიდ წარმატებას.
თათული ღვინიანძე




















