16 მარტი, 2015
მარიამ როინიშვილი დედის დასაცავად საგანგებო განცხადებას ავრცელებს - ''რამ გადაგრიათ ადამიანებო!''
გასულ კვირას თამრიკო ჭოხონელიძემ ''ფეისბუქზე'' საგანგებო მიმართვა გაავრცელა. მომღერალმა კოლეგებს მიმართა, რომ ხმა ამოეღოთ, თორემ მომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვის შერცხვებათ, რადგან არაპროფესიონალებმა წალეკეს ტელევიზიები.

ჭოხონელიძის მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ეთანხმებოდა მომღერალს,  თუმცა კრიტიკოსებიც მრავლად გამოუჩნდნენ. მომღერალი საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად გადაცემა ''რეაქციაშიც'' მიიწვიეს.

ჭოხონელიძე ერთ-ერთია მათ შორის ვინც, არსებულ ხელისუფლებას გვერდით ედგა არჩევნების დროს, თუმცა პირველი იყო, ვინც ხელისუფლების შეცდომებზე ალაპარაკდა. 

რამდენიმე საათის წინ მომღერლის ქალიშვილმა მარიამ როინიშვილმა ''ფეისბუქის'' ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსი გამოაქვეყნა, რომელმაც თამრიკო ჭოხონელიძის
''რეაქციში'' ჩართვის ვიდეო ატვირთა წარწერით: ''აი, როგორ გამოიყურება და ჟღერს ტოტალური დეგენერატი''.  

მარიამმა დედა შემდეგი სტატუსით დაიცვა.

''აი, ქვეყნის სახე ქალბატონი ნონა შენგელაია... რამდენი საერთო მეგობარი მყავს თურმე და მსგავს სტატუსზე არავინ ეხმიანება.

ვიღაც იტყვის, არ ვეთანხმებით და იმიტომო, თუმცა მე გამოსარჩლებას არც ვითხოვ, უბრალოდ ქალს რომ ამ სიტყვით მიმართავენ ამ ქვეყანაში და კიდევ მსგავსებით... ტაში.

სულ ვამბობ, რომ ბევრ კაცს ჯობია თავისი ვაჟკაცობით ეს ქალი და ასე იქნება, რადგან მშიშარა არაა!!! არ ეშინია საკუთარი აზრის გამოხატვის, რომ ხვალ და ზეგ ვიღაც არ დაიფარავს, თითქმის ყველა რომ გამორჩენაზე ფიქრობთ, რამ გადაგრიათ ადამიანებო!

ასე შეიძლება გძულდეთ ერთმანეთი? უკაცრავად, მაგრამ მგონი, აქვთ უფლება ხალხს, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი და ამისთვის არ გაილანძღონ. შეგიძლიათ, ავტორიც მონიშნოთ! ნონა ლოლუა-შენგელაია, წერს მარიამი, რომელსაც ბევრი მისი ფეისბუქმეგობარი ეთანხმება.

თამრიკო ჭოხონელიძემ შვილს და მის მომხრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Rating

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
იაკო
ყველაზე საოცნებო , ნამდვილი საამაყო ქართველი ქალი ... ქალბატონ თამარს ტვით უფალი ფარავს... გვიყვარხართ და გვეამაყებით .....
22:20 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ცირა
ქალბატონი თამრიკო კეთილშობილებისა და ღირსეული ადამიანის განსახიერებაა და თუ ვინმე დაბოღმილი ადამიანი რაიმე უმსგავსოს დაწერს,ეს იმ ადამიანის პრობლემაა
22:04 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მირიან ცხვარაძე
რაში სჭირდება თამარ ჭოხონელიძეს ვინმე ნონა ლოლუა-შენგელაიასაგან დაცვა? როგორც მოგეხსენებათ ვირის წიხლი არ უნდა გეწყინოს, იმიტომ რომ იგი ...ია.
20:51 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ვაი ბედკრულო საქართველოვ, ვაი ქართველო ერო, ვაი საზოგადოებავ, ვაი რომ ნამდვილი ქალობის და სათნოების დანახვა ვეღარ შეგვიძლია, ვაი რომ ქალბატონი თამარი ილანძღება და მართლა ათას დეგენერატზე გაფეტიშებული აქვს ხალხს, ვაი რომ ამ ადამიანის ღვაწლს ვეღარ ვაფასებთ... ხალხო თაობები იზრდება ამ ქალის ნამღერ იავნანაზე... სირცხვილია სირცხვილიიიი... ასეთები ძალიან ცოტაღა დაგვრჩა და გავუფრთხილდეთ, მოვეფეროთ თამრიკოს და იმ თითო ოროლას.
20:25 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
იზოლდა63
ნეტავ ბევრი გვყავდეს ტქვენისტანა ქალბატონები
19:32 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
გმერტმა გვიმრავლოს კალბატონი ტამრიკოს ნაირი კალბატონები
18:21 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ერისქალი თამრიკო ჭოხონელიძე!მე და სრულიად საქართველოს უზომოდ გვიყვარხართ და გვეამაყებიიიით თქვენს დიიიიდ ოჯახთან ერთად!!!
18:12 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნუნუნა
თამრიკო ჭოხონელიძეზე რომ ასე უდიერად "გაიხარჯებიან"სხვა რაღაზე შეიძლება ლაპარაკი?ვაი ჩვენ,რომ ასეთ ადამიანებს დაფასების ნაცვლად ტალახს ვესვრით,თუმცა ეს ტალახი მსროლელს უფრო ხვდება!
18:01 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
maka
Ici adamians tavshi Ar unda auvardeba Rogorc dedashens, magis Meti monxerali axar gvkolia turme!!!!!))))
17:42 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თათა
სულით და ხორცით ქართველი,ღირსეული ქალბატონია თამრიკო
16:53 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS