16 მარტი, 2015
მარიამ როინიშვილი დედის დასაცავად საგანგებო განცხადებას ავრცელებს - ''რამ გადაგრიათ ადამიანებო!''
გასულ კვირას თამრიკო ჭოხონელიძემ ''ფეისბუქზე'' საგანგებო მიმართვა გაავრცელა. მომღერალმა კოლეგებს მიმართა, რომ ხმა ამოეღოთ, თორემ მომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვის შერცხვებათ, რადგან არაპროფესიონალებმა წალეკეს ტელევიზიები.

ჭოხონელიძის მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ეთანხმებოდა მომღერალს,  თუმცა კრიტიკოსებიც მრავლად გამოუჩნდნენ. მომღერალი საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად გადაცემა ''რეაქციაშიც'' მიიწვიეს.

ჭოხონელიძე ერთ-ერთია მათ შორის ვინც, არსებულ ხელისუფლებას გვერდით ედგა არჩევნების დროს, თუმცა პირველი იყო, ვინც ხელისუფლების შეცდომებზე ალაპარაკდა. 

რამდენიმე საათის წინ მომღერლის ქალიშვილმა მარიამ როინიშვილმა ''ფეისბუქის'' ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსი გამოაქვეყნა, რომელმაც თამრიკო ჭოხონელიძის
''რეაქციში'' ჩართვის ვიდეო ატვირთა წარწერით: ''აი, როგორ გამოიყურება და ჟღერს ტოტალური დეგენერატი''.  

მარიამმა დედა შემდეგი სტატუსით დაიცვა.

''აი, ქვეყნის სახე ქალბატონი ნონა შენგელაია... რამდენი საერთო მეგობარი მყავს თურმე და მსგავს სტატუსზე არავინ ეხმიანება.

ვიღაც იტყვის, არ ვეთანხმებით და იმიტომო, თუმცა მე გამოსარჩლებას არც ვითხოვ, უბრალოდ ქალს რომ ამ სიტყვით მიმართავენ ამ ქვეყანაში და კიდევ მსგავსებით... ტაში.

სულ ვამბობ, რომ ბევრ კაცს ჯობია თავისი ვაჟკაცობით ეს ქალი და ასე იქნება, რადგან მშიშარა არაა!!! არ ეშინია საკუთარი აზრის გამოხატვის, რომ ხვალ და ზეგ ვიღაც არ დაიფარავს, თითქმის ყველა რომ გამორჩენაზე ფიქრობთ, რამ გადაგრიათ ადამიანებო!

ასე შეიძლება გძულდეთ ერთმანეთი? უკაცრავად, მაგრამ მგონი, აქვთ უფლება ხალხს, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი და ამისთვის არ გაილანძღონ. შეგიძლიათ, ავტორიც მონიშნოთ! ნონა ლოლუა-შენგელაია, წერს მარიამი, რომელსაც ბევრი მისი ფეისბუქმეგობარი ეთანხმება.

თამრიკო ჭოხონელიძემ შვილს და მის მომხრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Rating

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
ინგა
უკომენტაროდ აჯობებდა
13:19 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ვფიქრობ, თამრიკო ის ადამიანია, რომელსაც არავინ უნდა მიმართოს ასე და მეორე, ის რაც არ ესმის "ბევრთა ყურთა" ესმის მას და ვინც რაც არ უნდა თქვას, მუსიკალური მეხსიერება კარგისა და ცუდის გარჩევისას არ ატყუებს.ახალ თაობაში არიან საკმაოდ კარგი მომღერლები, მაგრამ არიან ისეთებიც... ქალბატონო N, სად გასწავლეს ასეთი მიმართვა, ვინ იყო თქვენი ზნეობისა და მეტყველების მასწავლებელი?!
13:16 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თამო
მაკა-ს თავში ავარდნა რაში გამოიხატება. გეტყობა მაგარი ბოღმა ხარ :)
13:06 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თAკო
სადღაც მესმის მარიამის, ძალიან ძნელი ასატანია, ვიღაც არარაობა დედას რომ გილანძღავს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, თან როგორ დედას, მართლაც ქვეყნის სახეს! თანაც ვინ ?! -ვიღაც, რომელსაც ალბათ ცხოვრებაში ბოროტების ღვარძლის თესვის მეტი, არაფერი უკეთებია.ალბათ, ახლა ზის ბედნიერი და ტკბება ერი როგორ აალაპარაკა, ეს რამხელა დისონანსი გამოიწვია. ჩვენი მედია კიდევ, ერთობა, საქმე გამოუჩნდათ, აქეზებს და აქეზებს! მარიამ, ჩემო კარგო, დარწმუნებული ვარ აქ ყველაფერს კითხულობ და რწმუნდები, რომ ამდენი თბილი კომენტარის შემდეგ, იმ ვიღაცის პოსტი უბრალოდ შეზოფრენიის გამოხატულებაა. უბრალოდ სასაცილოა და სხვა არაფერი :)))) სიყვარულით თაკო
08:13 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თAკო
სადღაც მესმის მარიამის, ძალიან ძნელი ასატანია, ვიღაც არარაობა დედას რომ გილანძღავს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, თან როგორ დედას, მართლაც ქვეყნის სახეს! თანაც ვინ ?! -ვიღაც, რომელსაც ალბათ ცხოვრებაში ბოროტების ღვარძლის თესვის მეტი, არაფერი უკეთებია.ალბათ, ახლა ზის ბედნიერი და ტკბება ერი როგორ აალაპარაკა, ეს რამხელა დისონანსი გამოიწვია. ჩვენი მედია კიდევ, ერთობა, საქმე გამოუჩნდათ, აქეზებს და აქეზებს! მარიამ, ჩემო კარგო, დარწმუნებული ვარ აქ ყველაფერს კითხულობ და რწმუნდები, რომ ამდენი თბილი კომენტარის შემდეგ, იმ ვიღაცის პოსტი უბრალოდ შეზოფრენიის გამოხატულებაა. უბრალოდ სასაცილოა და სხვა არაფერი :)))) სიყვარულით თაკო
08:11 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სონკა1
Meც vfiqrob, pasuxis gisradac ar unda chaegdo. Daafiqsire sheni azri- ar moგwons da morcha! Ra sachiroa vigac quchis qalebze nerviuloba da mat komentarebze komentarebis keteba?!
07:52 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსუდან კეკელია
წარმატებებს გისურვებთ თამრიკო..ვამაყობ თქვენით
03:05 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ჟანა
ნათქვამია, ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო!!!!! სამწუხაროდ მართლა სავსეა დეგენერატებით საქართველოს მთავრობა და უმეტესობა სეირს უყურებს ჩუმად.... თამრიკო ჭოხონელიძე ნამდვილად ღირსეული ქართველი ქალბატონია და ასეთი შეურაცხყოფა ვიღაცეებისგან არ დაუმსახურებია!!!! რატომ გაქვთ ამდენი ბოღმა???? გეფერებით ისრაელიდან დედა-შვილს!!!!!
00:36 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გურამი
მარიამ სჰვილო არ ინერვიულო .....დეგენერატისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს
23:07 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თეონა მაჩიტიძე
ვგიჟდები ქალბატონ თამრიკოზე და მარიამზე, მხოლოდ ერთ რამეს ვურჩევდი მარიამს მესმის, რომ ძნელი ასატანია დედის შეურაცხყოფა, მაგრამ არ უნდა აჰყვეს ვიღაც ვიღაცეების ბინძურ გამონათქვამებს. ისინი ხომ საკუთარი თავის გასაპოპულარებლად აკეთებენ ამ ყველაფერს? თამრიკო ჭოხონელიძის იავნანა მოვლენაა, სხვა რომ არაფერი მხოლოდ ამისთვის არ დაავიწყდება თაობებს! ❤ წარმატებები ქალბატონ თამრიკოს და მარიამს. ❤
22:29 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS