16 მარტი, 2015
მარიამ როინიშვილი დედის დასაცავად საგანგებო განცხადებას ავრცელებს - ''რამ გადაგრიათ ადამიანებო!''
გასულ კვირას თამრიკო ჭოხონელიძემ ''ფეისბუქზე'' საგანგებო მიმართვა გაავრცელა. მომღერალმა კოლეგებს მიმართა, რომ ხმა ამოეღოთ, თორემ მომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვის შერცხვებათ, რადგან არაპროფესიონალებმა წალეკეს ტელევიზიები.

ჭოხონელიძის მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ეთანხმებოდა მომღერალს,  თუმცა კრიტიკოსებიც მრავლად გამოუჩნდნენ. მომღერალი საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად გადაცემა ''რეაქციაშიც'' მიიწვიეს.

ჭოხონელიძე ერთ-ერთია მათ შორის ვინც, არსებულ ხელისუფლებას გვერდით ედგა არჩევნების დროს, თუმცა პირველი იყო, ვინც ხელისუფლების შეცდომებზე ალაპარაკდა. 

რამდენიმე საათის წინ მომღერლის ქალიშვილმა მარიამ როინიშვილმა ''ფეისბუქის'' ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსი გამოაქვეყნა, რომელმაც თამრიკო ჭოხონელიძის
''რეაქციში'' ჩართვის ვიდეო ატვირთა წარწერით: ''აი, როგორ გამოიყურება და ჟღერს ტოტალური დეგენერატი''.  

მარიამმა დედა შემდეგი სტატუსით დაიცვა.

''აი, ქვეყნის სახე ქალბატონი ნონა შენგელაია... რამდენი საერთო მეგობარი მყავს თურმე და მსგავს სტატუსზე არავინ ეხმიანება.

ვიღაც იტყვის, არ ვეთანხმებით და იმიტომო, თუმცა მე გამოსარჩლებას არც ვითხოვ, უბრალოდ ქალს რომ ამ სიტყვით მიმართავენ ამ ქვეყანაში და კიდევ მსგავსებით... ტაში.

სულ ვამბობ, რომ ბევრ კაცს ჯობია თავისი ვაჟკაცობით ეს ქალი და ასე იქნება, რადგან მშიშარა არაა!!! არ ეშინია საკუთარი აზრის გამოხატვის, რომ ხვალ და ზეგ ვიღაც არ დაიფარავს, თითქმის ყველა რომ გამორჩენაზე ფიქრობთ, რამ გადაგრიათ ადამიანებო!

ასე შეიძლება გძულდეთ ერთმანეთი? უკაცრავად, მაგრამ მგონი, აქვთ უფლება ხალხს, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი და ამისთვის არ გაილანძღონ. შეგიძლიათ, ავტორიც მონიშნოთ! ნონა ლოლუა-შენგელაია, წერს მარიამი, რომელსაც ბევრი მისი ფეისბუქმეგობარი ეთანხმება.

თამრიკო ჭოხონელიძემ შვილს და მის მომხრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Rating

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
ნინუცა
სიმართლის თქმა ქართველებს არ უყვართ!!! განსაკუთრებით ცხოვრებაზე დაბოღმილ ან დაუმსახურებლად წარმატებულ ადამიანებს, როგორებიც ,,ნაცების" ან ,,ქოცების" ფანატიკოსი ელიტის წარმომადგენლები არიან!!!
11:57 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რატომ უნდა დაიბოღმო თამრიკო ჭოხონელიძეზე ვერ ვხვდები,რა თქვა არასწორი, მაგრამ რომც ეთქვა აზრის გამოთქმისთვის რატომ ვაყენებთ შეურაცხყოფას,მართლა მიკვირს რა უბედურება გვჭირს
11:25 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
დალი
მიდით ,, ქართველებო,,არაფერი სუფთა და წმინდა არ დაგრჩეთ შეუბღალავი, არ მინდა ენა მწარე ვიყო მაგრამ, როინიშვილი არასოდეს არ იყო ამ ოჯახის ღირსი.
11:19 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ნუ თამრიკო ჭოხონელიძე თუ დეგენერატია მაშინ მთელი ქართული "შოუ ბიზნესი და ელიტა" დასაწვავი ყოფილა
10:05 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლილე
ნატალია ქუთთელაძე ვინ არის და რა კავშირშია გიასთან
23:17 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო
პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყველას ვისაც ჩემი თამრიკო გიყვართ და აფასებთ ამ ადამიანს. ჩემთვის თამრიკო ჭოხონელიძე არ არის მხოლოდ საუკეთესო მომღერალი და კარგი ადამიანი. ის არის ჩემი პედაგოგი, მე მასთან 3 წელი ვიარე სიმღერაზე და დღეს თამრიკო ჭოხონელიძე არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას თამრიკოს სიყვარულისთვის. პ.ს. დანარჩენებმა კი ვისაც ბოღმა და შური გახრჩობთ ცივი წყალი დალიეთ!!!
22:35 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
X
უიი მეც მყოლია საერთო ნაცნობები ამ არსებასთან. პირწავარდნილი ნაცები.. ამერიკაში წავედით და ბროდვეიზე გავიარეთ და გამოვიარეთ სადღა შეგვიძლია გოიმი ქართველების ატანა. დაიმახსოვრეთ ნაცებო:: სულ რომ არც ერთი დაპირება არ შეასრულოს ბიძინამ ხმას მაინც იმას მივცემდი 2012 წელი რომ იყოს, იმიტომ რომ მიშა და თქვენაირები მოაშორა ამ ქვეყანას. სხვაზე მეტი რომ გგონიათ თავი. იყავით ბატონო იქ სადაც ხართ და ჩვენ დაგვანებეთ ტავი. დემოკრატიულად გადავირჩევთ მალე ამ მართლაც უნიათო მთავრობას და ავირჩევთ სხვას. სხვას და არა ნაცებს.. თქვენი რო იმედია სამუდამოდ დამტავრდა
21:23 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ნატალია ქუთათელაძის დაქალია ეს გოგო და ალბათ ამტომ ვერ იტანს ჭოხონელიძეს , რით ვერ გაიყვეს ეს ერთი გია!
21:18 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა-ს
იქნებ ჯერ წერა გესწავლა??????
20:53 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ქალბატონი თამრიკო ნამდვილი ქართველი ქალის სახეა.არ ინერვიულო მარიამ,ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი.
16:35 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS