16 მარტი, 2015
მარიამ როინიშვილი დედის დასაცავად საგანგებო განცხადებას ავრცელებს - ''რამ გადაგრიათ ადამიანებო!''
გასულ კვირას თამრიკო ჭოხონელიძემ ''ფეისბუქზე'' საგანგებო მიმართვა გაავრცელა. მომღერალმა კოლეგებს მიმართა, რომ ხმა ამოეღოთ, თორემ მომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვის შერცხვებათ, რადგან არაპროფესიონალებმა წალეკეს ტელევიზიები.

ჭოხონელიძის მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ეთანხმებოდა მომღერალს,  თუმცა კრიტიკოსებიც მრავლად გამოუჩნდნენ. მომღერალი საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად გადაცემა ''რეაქციაშიც'' მიიწვიეს.

ჭოხონელიძე ერთ-ერთია მათ შორის ვინც, არსებულ ხელისუფლებას გვერდით ედგა არჩევნების დროს, თუმცა პირველი იყო, ვინც ხელისუფლების შეცდომებზე ალაპარაკდა. 

რამდენიმე საათის წინ მომღერლის ქალიშვილმა მარიამ როინიშვილმა ''ფეისბუქის'' ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსი გამოაქვეყნა, რომელმაც თამრიკო ჭოხონელიძის
''რეაქციში'' ჩართვის ვიდეო ატვირთა წარწერით: ''აი, როგორ გამოიყურება და ჟღერს ტოტალური დეგენერატი''.  

მარიამმა დედა შემდეგი სტატუსით დაიცვა.

''აი, ქვეყნის სახე ქალბატონი ნონა შენგელაია... რამდენი საერთო მეგობარი მყავს თურმე და მსგავს სტატუსზე არავინ ეხმიანება.

ვიღაც იტყვის, არ ვეთანხმებით და იმიტომო, თუმცა მე გამოსარჩლებას არც ვითხოვ, უბრალოდ ქალს რომ ამ სიტყვით მიმართავენ ამ ქვეყანაში და კიდევ მსგავსებით... ტაში.

სულ ვამბობ, რომ ბევრ კაცს ჯობია თავისი ვაჟკაცობით ეს ქალი და ასე იქნება, რადგან მშიშარა არაა!!! არ ეშინია საკუთარი აზრის გამოხატვის, რომ ხვალ და ზეგ ვიღაც არ დაიფარავს, თითქმის ყველა რომ გამორჩენაზე ფიქრობთ, რამ გადაგრიათ ადამიანებო!

ასე შეიძლება გძულდეთ ერთმანეთი? უკაცრავად, მაგრამ მგონი, აქვთ უფლება ხალხს, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი და ამისთვის არ გაილანძღონ. შეგიძლიათ, ავტორიც მონიშნოთ! ნონა ლოლუა-შენგელაია, წერს მარიამი, რომელსაც ბევრი მისი ფეისბუქმეგობარი ეთანხმება.

თამრიკო ჭოხონელიძემ შვილს და მის მომხრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Rating

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 53 /
ცისა
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა... ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი...
03:10 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ცისა
ფერებში ხომ ერკევით ძვირფასებო? თამარ ჭოხონელიძე ნამდვილად არ გახლავთ ხელწამოსაკრავი_იგი დახვეწილი, გემოვნებიანი და პროფესიონალი მომღერალია...თუმცა განა ტყუილად სთქვა დიდმა ვაჟა ფშაველამ_ ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი_ო!
03:02 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნი
მივუტევოთ იმ ქალბატონს, გონებაჩლუნგიც ადამიანია...
01:59 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
თამრიკო მართალია, უნიჭობის ზეიმია!!! დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.
18:40 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ჩემო მარიამ, "კოკასა შიგან რაცას დგას იგივე წარმოდინდების" ასეთ უხამს კომენტარებზე რა უნდა თქვა? თამრიკო ძალიან გულღია და გაბედული გოგოა.ჩემი ბავშვობა და "მზიურის" სიმღერები თითქმის ერთია ჩემს მეხსიერებაში. არ გიცნობთ მაგრამ ძალიან მიყვარხართ თქვენი ნიჭის და სიკეთის გამო. სამწუხაროა რომ საქართველოში ლანძღვა–გინება შინაგანი კმაყოფილების ფორმად იქცა. თქვენ აკეთეთ თქვენი საქმე.ყველა ადამიანი საკუთარ თავზე საუბრობს , როცა ილანძღება.
01:42 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნეჟნა
ვეტანხმები თამრიკოს შეფასებებს...და პატივს ვცემ როგორც მომღერალს და პროფესიონალს...
18:53 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
თამრიკო...გეტანხმები და დიდ პატივს გცემ, როგორც პროფესიონალს და მომღერალს...
18:46 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ერთს ვიტყვი მარტო,მაკა და მისნაირებო,რომლებიც ვერ იტანთ თამრიკოს(რას ვიზამთ ჩხეიძეები და წკრიალაშვილები ვერ იქნება ყველა)წაიკითხეთ ეს კომენტარები და მიხვდებით ვინ უყვარს ხალხს და ვის აფასებენ!გულწრფელად მეცოდებით!
16:45 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
არაჩვეულებრივი ქალია, რას ერჩით უვიცებო. ილაპარაკოს, რას გიშავებთ, ასე ყველას ლანძღვა შეიძლება?
15:02 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
აბსოლიტურად ვიზიარებ ქალბატონი თამრიკოს შეხედულებებს ვითომ ხელოვანებზე.ნეტავ მისნაირი ბევრი იყოს.
11:59 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS