12 ივლისი, 2013
მიშა თავხელიძე ნანუკა ჟორჟოლიანს ემუქრება - ''დაგაპაშოლებ'' უპრობლემოდ!''
მოგეხსენებათ, მიშა თავხელიძე და ჟურნალისტი ნათია კობერიძე რამდენიმე თვეა ერთად არიან და ნანუკა ჟორჟოლიანმაც ამიტომ გაუმეორა იმიტირებულ ქრონიკაზე კითხვა რამდენჯერმე. 

ნანუკა ჟორჟოლიანმა დიდი ხნის დაპირება აასრულა და ანონსი გამოაქვეყნა, სადაც მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს ის ნაწილი გავა ეთერში, სადაც პრეზიდენტი პოლიტიკის გარდა პირად ცხოვრებაზეც ისაუბრებს.

ანონს უკვე მოჰყვა დიდი ამბავი სოციალურ ქსელში. ექსპერტმა და ნაციონალური მოძრაობის ერთგულმა მხარდამჭერმა მიშა თავხელიძემ, ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ამ თემაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც სააკაშვილს მიმართავს:

''მიშა, რომ იცოდეთ, ერთ-ერთი მიზეზი, რის
გამოც თქვენ არჩევნები შარშან წააგეთ და რის გამოც, ამ ქვეყანას დღეს (დაგეგმილზე უფრო ადრე) დედა არ ჰყავს, არის ის, რომ ამ ქვეყნის ტელევიზიებზე არსებობს "ნანუკას შოუ", რომელშიც პრეზიდენტს მისვლა არ უტყდება. The Jerry Springer Show-ში რომელიმე პრეზიდენტი მისული გინახავთ?
თქვენს კარიერასა და ამ ქვეყნის მომავალს წერტილი დაუსვა - მედიამ, რომლის ვარსკვლავი არის ნანუკა და (ჩვენი CNN-ი) ''რუსთავი-2''.
რომ იცოდეთ, დღესაც ძირს გითხრიან!''

''მიშააა, მიშააა, მაგარი ხარ'' - წერს სტატუსის ქვევით ია ფარულავა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა თავხელიძეს სტატუსის ქვევით უპასუხა:

''მხოლოდ მიხარია როდესაც თქვენნაირი მარგინალი ნაცები მაკრიტიკებენ - ეს ერთი. მეორე - იმიტირებულ ქრონიკაზე რას ფიქრობ ნათიას რომ მიყავდა:)) და მესამე დაუნებისთვის არსებობს ოპრას და ელენის გადაცემები სადაც ყველა პრეზიდენტი დადის.''

''ნანუკა, საყვარელო, არც კი გესმის, რომ ამ კომენტარით იმაზე, რაც ზევით დავწერე, ფაქტიურად, აღიარებითი ჩვენება მიეცი.
P.შ. პერსონალურ გამოხდომებს შეეშვი. აქ ''რუსთავი 2'' ხომ არ გგონია? ''დაგაპაშოლებ'' უპრობლემოდ!''

''დაპაშოლებული ხარ ჩემო კარგო უკვე:)) ეს ერთი და მეორე მე არ ვიცი რა დავადასტურე და რა არა. თქვენს ლოგიკას ვერ ვეწევი და მიპასუხეთ კითხვაზე ნათია კობერიძის წაყვანილ იმიტირებულ ქრონიკაზე რას ფიქრობთ?:) ეს არ ღუპავდა მიშას?'' -  აგრძელებს ნანუკა ჟროჟოლიანი.

მოგეხსენებათ, მიშა თავხელიძე და ჟურნალისტი ნათია კობერიძე რამდენიმე თვეა ერთად არიან და ნანუკა ჟორჟოლიანმაც ამიტომ გაუმეორა იმიტირებულ ქრონიკაზე კითხვა რამდენჯერმე. რაზეც თავხელიძემ უპასუხა:

''პასუხი გაინტერესებს? კარგი, მოემზადე:
- შენ არავინ ხარ. საერთოდ;
- პირველიდან გამომდინარე, არანაირი უფლება არ გაქვს, ჩემს პირად ცხოვრებაზე რამე მკითხო;
- პირველიდან და მეორედან გამომდინარე, არანაირი უფლება არ გაქვს, რომ მკითხო რამე იმაზე, რაც ჩემთვის ახლობელ ადამიანებს ეხება.
გეუბნები მე შენ, მო-დუნ-დი!'' _ უპასუხა ბოლოს მიშა თავხელიძე.

როგორც ჩანს სკანდალი ამით არ დამთავრდება, რადგან რამდენიმე დღეში პრეზიდენტის ''ექსკლუზიურად'' პირადი გველოდება ''
Rating
Rating
Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ნანა
მიუხედავად იმისა,რომ არც ნანუკა და არც მისი შოუ არ მომწონს,რადგან სასტიკი და პრეტენზიული გოიმობაა,მიუხედავად ამისა თავხელიძემ საკუთარი თავი მოიჭრა კიდევ ერთხელ ამ მიმოწერით,რადგანაც კაცები ასე არ უნდა იქცეოდნენ და არც იქცევიან,მაგრამ ვინ მისცა მაგას კაცობა,ორღობის ჭორიკანა ქალს უფრო გავს,ვიდრე მამრს.
03:56 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
კუწო
დააკვირდით ეს კაცი არასდროს ლაპარაკობს არგუმენტებით. უფრო ლანძღვაზე და დაცინვაზეა. მე მგონი ერთ ერთი მიზეზი არჩევნების წაგების მიშასნაირები არიან. თუ გახსოვთ ეგ მუდმივად იყო ტელეეთერში, ხოლო მისი არგუმენტები იყო მხლოდ განცხადებები, დაცინვა და იარლიყების მიკერება. ნანუკა ჟორჟოლიანს რომ ვერ მოუგებ პოლემიკაში აბა რისი არჩევნებისწინა პიარის გამკეთებელი იყო?
16:06 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
nino
nanukas shousexalxi ertoba mainc,am tavxelizis sibrzne ki jer aravis smenia,saertot vinaa,,idiotismis pilosoposi
04:25 / 14-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მანცჰო
ისე კველამ ტავის საქმე რომ აკეტოს ხალხსაც და კვეკანასაც ესჰველება
08:59 / 13-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ცნობიმოყვარე
ერთი, რომ პრიმიტიული აზროვნების უნიჭო გაპარპაშებული ჟურნალისტია ეს გასაგებია, მეორე რომ აფერისტი და დემაგოგია, რომელსაც თავი კიტრად მოჰქონდა ესეც ნათელია. მე უფრო იმ ადამიანების ტვინში ჩახედვა მაინტერესებს ვინც ეს ორი ინდივიდი გააპიარა და დემაგოგური პრიმიტივიზმით კვებავდა და აზომბირებდა გონება გაუხსნელ კატეგორიის მაყურებლებს.
19:39 / 12-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS