13 მარტი, 2015
ქართველი ბარბის სკანდალური განცხადება - "უსიყვარულოდ სექსით არ ვინებივრებ თავს...''
სექსი კი ჯანმრთელობისთვის საჭიროა გვანცა ბაგრატიონი საკმაოდ ეპატაჟური გოგონაა, რომელმაც ქართულ შოუბზნესში თავისი სიტყვა თქვა და დღესაც მუშაობს კლიპებზე. ამასთან ერთად იგი ხატავს პოლიტიკოსებს, ცნობილ ადამიანებსა და ბიბლიურ პერონაჟებს. გვანცა პირველად, სიმღერის საშუალებით გაიცნო ხალხმა. დროთა განმავლობაში რეპერი გოგონა სექსუალურ ფერიად გარდაისახა, რომელსაც არ ერიდება საცვლებითა და თამამი სამოსით საზოგადოების წინაშე წარდგენა. მას ხშირად ქართველ ბაბრითაც მოიხსენიებენ.

- გვანცა, რითი ამაყობ?
- ჩემი ლამაზი ვიზუალით.
- შეყვარებული გყავს?
- არა, თავისუფალი ვარ.
- ამ ბოლო დროს
ხშირად იცვლი სოციალური ქსელში პროფილს, რაიმე ხდება?
- დიახ, მიტეხავენ. ერთ ადამიანზე მაქვს ეჭვი, თუმცა რადგან დამამტკიცებელი საბუთები არ მაქვს, ხელს ვერ დავადებ. არ მინდა ცილისწამება გამოვიდეს. ''ფეისბუქის'' გატეხვა არც ისე ადვილია, როგორც ჩანს, გამოდის, რომ პროფესიონალია. ვფიქრობ, მიზეზი პრიმიტიულია, ჩემი გაბრაზება სურს და გამოგიტყდებით, გამოსდის კიდეც.
- ადრე ხალხი შენს მიმართ აგრესიას გამოხატავდა, ახლა შეიცვალა სიტუაცია?
- შური და ბოღმა ყოველთვის იყო და იქნება კიდეც, კარგი ხალხი კი გარს მახვევია და მხარში მიდგას.
- რამ გიბიძგა საზოგადოების წინაშე საცვლებით გამოჩენისკენ?
- ეგვიპტის ფარაონმა მიბიძგა. ყველა გახდილი დადის. ასე რომ, ჩემი ლამაზი სხეულის გამოჩენა რისკზე წასვლა არ არის.
- ადრე დაცვით დადიოდი... ახლა?
- (იცინის) ახლაც დამყვებიან ხანდახან. საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვარ უმეტესწილად, იქ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. გარეთ იშვიათად გავდივარ.
- როგორ უვლი თავს?
- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ ვიცი რა მჭირდება და როგორ უნდა მოვიქცე.
- რას ფიქრობ უსიყვარულოდ სექსზე?
- სიყვარული იშვიათად გვეწვევა ხოლმე. სექსი კი ჯანმრთელობისთვის საჭიროა, თუმცა პირადად მე უსიყვარულოდ სექსით არ ვინებივრებ თავს.
- საყვარელ მამაკაცთან ქორწინებამდე დაწვები?
- საყვარელ მამაკაცს სექსზე კი არა ჯოჯოხეთში წაყოლაზეც დავთანხმდები.
- როგორია შენი ოცნების ქორწილი?
- ამას არ გავახმაურებ, რადგან როცა სურვილებს ვყვებით, აღარ გვიხდება.
- ამბიციური ხარ?
- არა, თუმცა საჭიროა რომ ვიყო.

თათული ღვინიანიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ნიკუშა
კარგით ნუ გსურთ :D წაქმე ნახეთ :*
11:37 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
დათო
გვანცა ზალიან მაგარი გოგოა როგორც ფისიზიკურად ისე სულიერად :) უმაგრესი ადამიანია :) და ბოღმები თქვენთვის დაიტოვეთ ეგრე მაინც ვერას დააკლებთ !
08:29 / 22-03-2015
გამოხმაურება / 0 /
sircxvili
კარგით რააა რა ბარბი რანაირი თოჯინები გქონდატ ვეღარ გამიგია :D ბარბი კი არა სახეს მაინც შეხედეთ. საქალეთი რომ გაქრეს ესეთ ქალს არ გავეკარები... აიღეთ ტბიბისში ყველაზე შეუხედავი ქალი და ჩააცვით კარგად მოუარეთ შემდეგ სითამამე და განსხვავებული აზროვნება და უაზრო ლაპარაკი ასწავლეთ და სხვა კი არაფერს მივიღებთ... საცოდავები ვართ და მეტი არაფერი
12:46 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სისო
ჰმ.....ბარბი
13:44 / 18-03-2015
გამოხმაურება / 0 /
აბრამიშვილი
ვაი თქვენს პატრონს :\ გვანცას მეტი საქმე არ აქვს ეხლა თქვენ დაგიჯდებათ და კომენტარებს დაუწყებს კითხვას მართლა ასეთი სულელები ხართ ?
09:30 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS