12 მარტი, 2015
ნიგერიელი აბა, რომელმაც ქართველები მოხიბლა და თავად თამთა გოდუაძეთი მოიხიბლა
მის რეპს განსაკუთრებული ენერგიული მუხტი აქვს, გიყოლიებს, გამღერებს და გაცეკვებს ''X ფაქტორის'' ერთ-ერთ შესარჩევ ტურში მაყურებლისა და ჟიურის წინაშე წარსდგა ნიგერიელი აბა აკინსოლა. იგი შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტია.

ქართულად საუბარს თანდათან სწავლობს, ჯერჯერობით სიტყვების ბოლომდე გამართულად წარმოთქმა უჭირს, მაგრამ მთავარია მონდომება!

აბამ სცენაზე გამოსვლის წუთიდან საზოგადოების სიმპათია დაიმსახურა, მას დიდი ოვაციებით შეხვდნენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ძალიან სტუმართმოყვარე ერი ვართ.

აკინსოლიამ კომპლიმენტები არ დაიშურა ქართველი ხალხისთვის. როგორ ჩანს, განსაკუთრებით თამთა გოდუაძის მოხიბვლა სურდა, რადგან
ხაზი გაუსვა მის არაჩვეულებრივ ფიზიკურ მონაცემებს.

აბამ მის მიერ დაწერილი სიმღერა შეასრულა. მის რეპს განსაკუთრებული ენერგიული მუხტი აქვს, გიყოლიებს, გამღერებს და გაცეკვებს. აკინსოლამ ჟიურისგან, რა თქმა უნდა, ოთხი დადებითი პასუხი მიიღო. სცენის დატოვებამდე არც მადლობის თქმა დავიწყებია.

თათული ღვინიანიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
*ნ*
კი,სტუმართმოყვარე ერი ვართ,ამით ვამაყობთ და ვერ ვხვდებით,რომ სწორედ ეგ გვღუპავს. საბოლოოდ სტუმრები ისე მომრავლდებიან ხოლმე,რომ საკუთარი სახლებიდან გვყრიან,,,,
01:15 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS