ქართულად საუბარს თანდათან სწავლობს, ჯერჯერობით სიტყვების ბოლომდე გამართულად წარმოთქმა უჭირს, მაგრამ მთავარია მონდომება!
აბამ სცენაზე გამოსვლის წუთიდან საზოგადოების სიმპათია დაიმსახურა, მას დიდი ოვაციებით შეხვდნენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ძალიან სტუმართმოყვარე ერი ვართ.
აკინსოლიამ კომპლიმენტები არ დაიშურა ქართველი ხალხისთვის. როგორ ჩანს, განსაკუთრებით თამთა გოდუაძის მოხიბვლა სურდა, რადგან
აბამ მის მიერ დაწერილი სიმღერა შეასრულა. მის რეპს განსაკუთრებული ენერგიული მუხტი აქვს, გიყოლიებს, გამღერებს და გაცეკვებს. აკინსოლამ ჟიურისგან, რა თქმა უნდა, ოთხი დადებითი პასუხი მიიღო. სცენის დატოვებამდე არც მადლობის თქმა დავიწყებია.
თათული ღვინიანიძე




















