12 ივლისი, 2013
გიორგი ნაზღაიძე: მაგრად დაგვენძრა!!! - რუსეთი კარს მოგვადგა ცოცხებით, მაგრამ ამას ჯერ ვერ ვხედავთ…
აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი ნაზღაიძე ერთ-ერთია, რომელიც ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში ''თავისუფლება ვანოს'' მონაწილეობს და ნაციონალების გენერალური მდივნის დაკავებას აპროტესტებს.
მოდელი და ტელე-რადიო წამყვანი გიორგი ნაზღაიძე, ახალი მთავრობის მიერ მიღებული კანონებით აღშფოთებას ვერ მალავს. მისი გაღიზიანება, პარლამენტში ერთ-ერთ კანონპროექტზე ჯარიმების გაზრდის ინიცირებას მოჰყვა.

ნაზღაიძემ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე აღშფოთებულმა დაწერა:

''დღევანდელი პარლამენტი და მთავრობა განიხილავს ჩოხა უნდა ეცვათ თუ არა პარლამენტის სხდომაზე, პრეზერვატივი ხორკლიანი თავით უნდა იყოს თუ არა, სერიალები რომელ საათზე უნდა გადიოდეს, პარლამენტის შენობა
თბილისში უნდა იყოს თუ ქუთაისში, ალკოჰოლური საშუალების მიღება საზოგადოებრივ ადგილებში შეიძლება თუ არა და მთავარი დღეისათვის ყველაზე აქტუალური თემა კოცნა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.

მაინტერესებს, ეს არის ქვეყნის პრობლემები? ამის გამო აირჩია ხალხმა დღევანდელი მთავრობა? შთაბეჭდილება მრჩება და გული მიგრძნობს მაგრად დაგვენძრა!!! სამწუხაროა მხოლოდ ის რომ ჩვენი ფული მათ უმოქმედობაში და უვიცობაში მიდის ხელფასის სახით!!!''

ერთ-ერთი ''ფეისბუქელი'' მეგობრის კომენტარს, რომ წინა მთავრობა ჩვენი ფულით ცოცხებს ყიდულობდა და მისი დანიშნულებაც არ იცოდნენ, ამას ხორკლიან პრეზერვატივებზე მოკამათე ჩოხიანი პარლამენტარები სჯობია, ნაზღაიძემ უპასუხა:

''ნუ ჩავიხვევთ ცოცხებს, რადგან არავინ ამბობს, რომ ისინი კარგები იყვნენ, დღევანდელ რეალობას ვღაღადებ, და ცოცხებს რაც შეეხება, რუსეთი კარს მოგვადგა ცოცხებით, მაგრამ ამას ჯერ ვერ ვხედავთ''.

აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი ნაზღაიძე ერთ-ერთია, რომელიც ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში ''თავისუფლება ვანოს'' მონაწილეობს და ნაციონალების გენერალური მდივნის დაკავებას აპროტესტებს.
Rating
ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 38 /
ზაზა
არადა რა სახელი და გვარი აქვს. მოკლედ "გენეტიკური ატხოდია"ეს საბრალო.
03:31 / 16-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატია -ს
ქალო, შენა და ...ხომ არ გირიკინებს? რას ბოდავ და ვინ ჩემი ფეხებია ნაზღაიძე,მაგის ფრჩხილის ფასად რომ არ ღირებულან მკითხველები??და შენ ვინ ხარ?
21:53 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანაროსა
ეს ტიპი რაცაა მთელმა ქვეყანამ იცის , და არ შეიძლება ამის დაპიარება, კიდევ უფრო პოპოლარული და თავში ავარდნილი ხდება, მისტირის მეცოცხეებს
19:57 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სესე
სახეზე რომელია ,იმასაც ვერ ვიხსენებ ....
09:30 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სესე
აუცილებელია ნაზღაიძის აზრები ვისმინოთ და ვიკითხოთ??????????????ისე,ქართული ცოცხი ჯობია არა რუსულს?ნათია!შენ რატომ იგლეჯ თმებს აი,ეს არის გასაკვირი,თორემ ნაზღაიძე,რომ ყველას კიდია ეს კარგად სჩანს.
09:29 / 15-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS