12 მარტი, 2015
თამრიკო ჭოხონელიძის საგანგებო განცხადება - ''ამოიღეთ მუსიკოსებო ხმა, თორემ შეგვრცხვება მომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვა!''
იძებნებიან კომპეტენტური მუსიკოსები, ოღონდ ნამდვილი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ''ფეისბუქზე'' განცხადებას აქვეყნებს და მუსიკალურ საზოგადოებას მოუწოდებს, ხმა ამოიღონ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

"ერთი განცხადება მინდა გავაკეთო: იძებნებიან კომპეტენტური მუსიკოსები, ოღონდ ნამდვილი და არა შემთხვევითი თვითმარქვიები, რომელთა სიტყვას, შეფასებებს წონა და აზრი აქვს! ვინ ,,შეძვრნენ" ამ ტელეეკრანებში?! რას ლაპარაკობენ, რა ტერმინოლოგიით ურევენ თავგზას ხალხს?!

არ ატეხეს აქ უადგილოდ და თან არასწორად გამოთქმული ტერმინების რახარუხი?! არ ეგონოს ვინმეს ხალხი ტყუვდება! მაგრამ რა ქნას ამ გაჭირვებულმა ხალხმა?! ნახეთ, რა ,,მაფიოზები"
მოკალათდნენ ტელევიზიებში?!

რა ხდება ხალხო?! სრული განუკითხაობაა! ამოიღეთ ხმა! მე წლებია ამას ვლაპარაკობ და ვიღაცეები მტრად მიმიჩნევენ! არადა რეალურად თვითონ გვინგრევენ კულტურასაც და კიდევ ბევრს…..

არ წაიღეს ტვინი ,,შოუს", "შოუს" ძახილით?! რა ,,შოუ" მამაცხონებულო, ,,პიმ-პამ-პოს" ფონზე დაგექცა თავზე, ის, რაც შენს წინაპარს საუკუნეები რუდუნებით უკეთებია! ამოიღეთ მუსიკოსებო ხმა, თორემ შეგვრცხვება მომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვა!

მათ ეს გაურკვეველი ან სრულიად სხვა პროფესიის ხალხი ჰგონიათ კომპეტენტური და მათ "ბრძნულ" გამონათქვამებს მიიჩნევენ მისაღებად! დავიღუპებით იცოდეთ! გაგიგიათ ალბათ ,,უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიანო!"

მე ვჩერდები, ახლა ჯერი თქვენზეა. ახლა ატყდება თამრიკო ჭოხონელიძემ ,,სკანდალური" (ეს მაგარი სიტყვა აქვთ ატაცებული!) განცხადება გააკეთა და ა.შ. არ ვაპირებ არცერთ ჟურნალისტთან კომენტარის გაკეთებას! აწი, ჯერი თქვენზეა ძვირფასო საზოგადოებავ და კოლეგებო-მუსიკოსებო!", - წერს თამრიკო. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 44 /
აუუუ
მოკლედ რა ამ ქართლის დედამ დაგვაბუჟა თავის "კლდებამოსილებითა":))))აბა ეხლა ხაჭაპურს როგორ რუდუნეით აცხობ ის მოგვიყევი დიდი ხანია არ გისწავლებია ჩვენთვის რაღაცეები,ხო ქოცები მოგვიკითხე რუდუნებით
16:45 / 24-05-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფელო
არ უნდა გაგეშვა ქალიშვილი იმ შ ო უ შ ი პატივცემულო აბააა
21:42 / 25-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
გეთანხმებით ქალბატონო თამრიკო რაღაც რაღაცეებში...არც მე მომწონს ეს შოუები და კარგი გამოსავალი მაქვს მოძებნილი.უბრალოდ არ ვუყურებ.გაკვრით მესმის თეონა კონტრიძის "თქვენ გაქვთ ჯანსაღი სექსი" და ათასგვარი მუსიკალური ტერმინის უადგილო რახარუხი,მაგრამ საბაზრო ეკონომიკის გარემოში მსგავსი რამეები არაა გასაკვირი,თუმცა კი მაღიზიანებს,ამიტომ არ ვუსმენ.სამაგიეროდ თქვენ გისმენთ იუთუბზე,როცა მომენატრებით ხოლმე და სხვასაც რა თქმა უნდა.ისეთი ქაოსია ამ ეტაპზე ქვეყანაში რომ დიდი ხმაურის ატეხვა არც ღირს და შედეგსაც არაფერს მოიტანს.შეიზლება უფრო ჭკვიანურად,მშვიდად და მიზანმომართულად რაიმეს მოფიქრება...
18:25 / 22-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვეთანხმები თამრიკოს, მეც მუსიკოსი ვარ და პედაგოგი ათასმა ბავშვმა გაიარა ჩემს ხელსი, პროპესიონალი მომღერალი და კარგი მუსიკოსი ვარ და გაოცებული ვარ რა ხდება , როგორ შეიძლება ეკრანზე ასწავლო არაპროპესიონალს სიმღერა არადა ყველა აამღერეს და ააცეკვეს და თან აქებენ და თავში უვარდებათ მერე და იმკვიდრებენ ადგილს სცენაზე აღარც კლასიკური განათლება ჭიდებათ, მერე ყვავებივით მღერიან ყველა ერთნაირათ ინგლისურათ და გონიათ ეს არის სიმღერა
01:35 / 21-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ვისაც როგორ უნდა ისე იმღეროს კარგი გემოვნების პატრონი თვითონ მიხვდება რას უნდა მოუსმინოს ან უყუროს და რას არა. რატო ლანძღავთ ერთმანეთს ამისთვის?
19:16 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS