12 მარტი, 2015
თამრიკო ჭოხონელიძის საგანგებო განცხადება - ''ამოიღეთ მუსიკოსებო ხმა, თორემ შეგვრცხვება მომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვა!''
იძებნებიან კომპეტენტური მუსიკოსები, ოღონდ ნამდვილი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ''ფეისბუქზე'' განცხადებას აქვეყნებს და მუსიკალურ საზოგადოებას მოუწოდებს, ხმა ამოიღონ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

"ერთი განცხადება მინდა გავაკეთო: იძებნებიან კომპეტენტური მუსიკოსები, ოღონდ ნამდვილი და არა შემთხვევითი თვითმარქვიები, რომელთა სიტყვას, შეფასებებს წონა და აზრი აქვს! ვინ ,,შეძვრნენ" ამ ტელეეკრანებში?! რას ლაპარაკობენ, რა ტერმინოლოგიით ურევენ თავგზას ხალხს?!

არ ატეხეს აქ უადგილოდ და თან არასწორად გამოთქმული ტერმინების რახარუხი?! არ ეგონოს ვინმეს ხალხი ტყუვდება! მაგრამ რა ქნას ამ გაჭირვებულმა ხალხმა?! ნახეთ, რა ,,მაფიოზები"
მოკალათდნენ ტელევიზიებში?!

რა ხდება ხალხო?! სრული განუკითხაობაა! ამოიღეთ ხმა! მე წლებია ამას ვლაპარაკობ და ვიღაცეები მტრად მიმიჩნევენ! არადა რეალურად თვითონ გვინგრევენ კულტურასაც და კიდევ ბევრს…..

არ წაიღეს ტვინი ,,შოუს", "შოუს" ძახილით?! რა ,,შოუ" მამაცხონებულო, ,,პიმ-პამ-პოს" ფონზე დაგექცა თავზე, ის, რაც შენს წინაპარს საუკუნეები რუდუნებით უკეთებია! ამოიღეთ მუსიკოსებო ხმა, თორემ შეგვრცხვება მომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვა!

მათ ეს გაურკვეველი ან სრულიად სხვა პროფესიის ხალხი ჰგონიათ კომპეტენტური და მათ "ბრძნულ" გამონათქვამებს მიიჩნევენ მისაღებად! დავიღუპებით იცოდეთ! გაგიგიათ ალბათ ,,უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიანო!"

მე ვჩერდები, ახლა ჯერი თქვენზეა. ახლა ატყდება თამრიკო ჭოხონელიძემ ,,სკანდალური" (ეს მაგარი სიტყვა აქვთ ატაცებული!) განცხადება გააკეთა და ა.შ. არ ვაპირებ არცერთ ჟურნალისტთან კომენტარის გაკეთებას! აწი, ჯერი თქვენზეა ძვირფასო საზოგადოებავ და კოლეგებო-მუსიკოსებო!", - წერს თამრიკო. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 44 /
მიმი
ქალბატონო თამრიკო,2012 წელს ,,ქართული ოცნება" რომ მიათრიეთ თქვენ და თქვენნაირმა ,,პრაშმანდოვკებმა",მაშინ არ შეგრცხვათ თვალებში ჩაგეხედათ მომავალი თაობისთვის? ქვეყანა რომ დააქციეს თქვენმა რჩეულებმა??? დაგტოვეს მშრალზე და ახლა გამწარდი? წავიდა თქვენი დროოო.... ალბათ X-ფაქტორის ახალ ჟიურზე გამწარდით... უეჭველი. ეხლა დროა ასპარეზი მომავალ თაობას დაუთმოთ.წადი სახლში და შვილუშვილები გაზარდდ და იმათ უმღერე.
09:39 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ამ ქალბატონს იცით რა აწუხებს?ბიძინამ რომ გადააგდო ისევე,როგორც მთელი საქართელო! ბერას ნათლიაა და საკუთარ არხს თუ არა,საკუთარ შოუს მაინც ელოდა,მაგრამ ვერ მიართვეს!რითი ვერ გაიგო რუსეთუმე ,წითელმა ინტელიგენციამ,რომ მათი დრო წავიდა და გზა უნდა დაუთმონ ახალგაზრდებს.არავის აინტერესებს ამათი მოთქმა-გოდების სმენა.დავიღალეთბატონო,ისედაც გაუსაზლისი ცხოვრებაა და პინგვინოიდის წყალობით,სრული უიმედობა და დეპრესია გვჭირს,წადით რა...დაგვანებეთ თავი!
09:00 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ნამდვილად ეგრეა,"უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო".ეგ იმის ბრალია ბეგაშვილები და წკრიალაშვილები ვარსკვლავებად რომ აქციეს
08:55 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ME1
რა აბდა-უბდად დაუწერია რაღაც, სურათში ენა მაინც უჩანდეს ამოვიკითხავდი...
01:58 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თემო
შენ რაღა უნდა დაგიჯეროთ შენი სიტყვები ეხლაც ყურში ჩამესმის 1 ოქტომბრის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებაო.. ჰაა მიხვდი ვინც ავირჩიეთ? ეხლა გვიანია და შეეგუე.. მე პირადად კარგად ვარ და თქველ ხალხნო ასეთი არჩევანისათვის კისერიც მოგიტეხიათ
01:52 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფია
100%ვეთანხმები ქალბატონ თამრიკოს !!!
00:11 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ana
რა სამარცხვინო კომენტარებია?! თან მოწონებებიც რომ აქვს...
00:04 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ბერიტა
რამდენი საცოდავი ადამიანია საქართველოშიიიი, კომენტარებშიც ჩანს ხოლმე..ტამრიკო აბსოლუტურად მართალი ხრ, გეთანხმებით..ეს ის ქვეყანაა სადაც გახდა-ფეხის აჭევით კეთდება საქმეე, პოპულარობა, " დაფასება", დასაქმება....სამწუხარო რეალობაა, ბევრია გაუგებარი,უვიცი, უწიგნური ადამინაი, ცოტაა შEგნებული, განათლებული, ნაკითხი...დაღუპულია ქვეყანააა.
23:07 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
დომნა
ნეტა რას ამბობს ეს ქალი. სხვებს დასცინის და თვითონ სიტყვა სიტყვაზე ვერ გადაუბია.
23:04 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
123
შენი არჩეული მთავრობაა---- მიგიწვიონ შენ
21:52 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS