12 მარტი, 2015
თამრიკო ჭოხონელიძის საგანგებო განცხადება - ''ამოიღეთ მუსიკოსებო ხმა, თორემ შეგვრცხვება მომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვა!''
იძებნებიან კომპეტენტური მუსიკოსები, ოღონდ ნამდვილი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ''ფეისბუქზე'' განცხადებას აქვეყნებს და მუსიკალურ საზოგადოებას მოუწოდებს, ხმა ამოიღონ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

"ერთი განცხადება მინდა გავაკეთო: იძებნებიან კომპეტენტური მუსიკოსები, ოღონდ ნამდვილი და არა შემთხვევითი თვითმარქვიები, რომელთა სიტყვას, შეფასებებს წონა და აზრი აქვს! ვინ ,,შეძვრნენ" ამ ტელეეკრანებში?! რას ლაპარაკობენ, რა ტერმინოლოგიით ურევენ თავგზას ხალხს?!

არ ატეხეს აქ უადგილოდ და თან არასწორად გამოთქმული ტერმინების რახარუხი?! არ ეგონოს ვინმეს ხალხი ტყუვდება! მაგრამ რა ქნას ამ გაჭირვებულმა ხალხმა?! ნახეთ, რა ,,მაფიოზები"
მოკალათდნენ ტელევიზიებში?!

რა ხდება ხალხო?! სრული განუკითხაობაა! ამოიღეთ ხმა! მე წლებია ამას ვლაპარაკობ და ვიღაცეები მტრად მიმიჩნევენ! არადა რეალურად თვითონ გვინგრევენ კულტურასაც და კიდევ ბევრს…..

არ წაიღეს ტვინი ,,შოუს", "შოუს" ძახილით?! რა ,,შოუ" მამაცხონებულო, ,,პიმ-პამ-პოს" ფონზე დაგექცა თავზე, ის, რაც შენს წინაპარს საუკუნეები რუდუნებით უკეთებია! ამოიღეთ მუსიკოსებო ხმა, თორემ შეგვრცხვება მომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვა!

მათ ეს გაურკვეველი ან სრულიად სხვა პროფესიის ხალხი ჰგონიათ კომპეტენტური და მათ "ბრძნულ" გამონათქვამებს მიიჩნევენ მისაღებად! დავიღუპებით იცოდეთ! გაგიგიათ ალბათ ,,უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიანო!"

მე ვჩერდები, ახლა ჯერი თქვენზეა. ახლა ატყდება თამრიკო ჭოხონელიძემ ,,სკანდალური" (ეს მაგარი სიტყვა აქვთ ატაცებული!) განცხადება გააკეთა და ა.შ. არ ვაპირებ არცერთ ჟურნალისტთან კომენტარის გაკეთებას! აწი, ჯერი თქვენზეა ძვირფასო საზოგადოებავ და კოლეგებო-მუსიკოსებო!", - წერს თამრიკო. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 44 /
ნინა
ქ-ონი თამარი მართალს ამბობს, მხარდამჭერებიც დარწმუნებული ვარ უამრავი ყავს. შენ კი "მიმი" ძალიან ბოღმიანი ხარ და არ დაიხრჩო!
13:55 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ირმა
თამრიკო რომ სიმართლეს ამბობს ეს უცხადესია , მტერს ტელე ეკრანებიდან ისეთი ქართულით მეტყველებენ,მართას --- კოკასა შიგან რაც არის, იგივე გადმოდინდებისო , უთქვამთ, შენი ავტორიტეტი კი ნამდვილად კელვინის შკალის ტოლია
12:57 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მიმი-ს
აღარ მოგბეზრდათ თქვენ და თქვენნაირებს ე.წ წითელ ინტელიგენციაზე ლაპარაკი??? თამრიკო ჭოხონელიძე რომელი წითელი ინტელიგენტია თქვენი ბელადისაგან განსხვავებით, რომელსაც დედაც, ბებიაც და ბაბუებიც მართლა წითელი ინტელიგენტები ყავდა!!!
11:51 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნესტანი
მადლობა თამარ, შენთან ვარ საქართველო
11:31 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მართა
წონა კი გაქვს დიდი,მაგრამ ის ავტორიტეტი არ გაგაჩნია ხალხს მოუწოდო და ვინმემ გაიზიაროს შენი "ბრძნული" აზრები!!!!არავისთვის სასურველი რესპოდენტი არ ხარ,ნუ გამოხტები ხოლმე, შენი რეიტინგი ნულია!!!!!!!1
10:51 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
givi
მართალი ხარ თამრიკო –კომენტარებს ბევრი ავადმყოფიც აკეთებს მივიღოთ საზობადოებამ ისე რობორც სულით ავადმყიფები ეს მათი ბრალი ხომ არ არის
10:28 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფია
100% -ით ვეთანხმები. როდის უნდა დასრულდეს ეს საღამოს 10 ზე მარაზმების გაშვება ტელეეთერში. ხალხის დაკვეთაო , რომ იძახიან, აბა არ შეიზღუდოს ცოტა ხნით მსგავსი შოუები და რამე შემეცნებითი , საინტერესო და განათლებული ხალხი გვაჩვენონ , მერე ხალხიც "შეეჩვევა" და გვეშველოს იქნება. ტელეეთერში, რომ მესმის გერმანიია რუსეთის და საფრანგეთის შერწყმის შედეგად შეიქმნაო ამაზე როგორ და სად უნდა გავიცინო იქნებ მითხრათ :(
10:20 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მიშა
ტელევიზიებს ისევ, რომ ნაციონალები აკონტროლებენ და მათ მიყავტ პარადი მიტომ არის თავიანთი უტვინო და ამაზრზენი გადაცემებით გადააგვერეს საქართველო.
09:59 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გოჩა
საქართველოში არ არის სატელევიზიო არხი (ორი არხის გარდა), რომელიც უხამსობის, გარყვნილების და სიცრუის პროპაგანდის არენა არ იყოს. იძულებული ვარ, რამდენიმე გადაცემის გარდა საერთოდ არ ვუყურო და არც ვუყურებ. ამაზრზენია ერთი და იგივე ვითომ სახეების გამოყვანა და ლაზღანდარობა. საქართველოში პროფესიონალი ჟურნალისტიკის და მედიის საშინელი კრიზისია.
09:53 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მიმი
ქალბატონო თამრიკო,2012 წელს ,,ქართული ოცნება" რომ მიათრიეთ თქვენ და თქვენნაირმა ,,პრაშმანდოვკებმა",მაშინ არ შეგრცხვათ თვალებში ჩაგეხედათ მომავალი თაობისთვის? ქვეყანა რომ დააქციეს თქვენმა რჩეულებმა??? დაგტოვეს მშრალზე და ახლა გამწარდი? წავიდა თქვენი დროოო.... ალბათ X-ფაქტორის ახალ ჟიურზე გამწარდით... უეჭველი. ეხლა დროა ასპარეზი მომავალ თაობას დაუთმოთ.წადი სახლში და შვილუშვილები გაზარდდ და იმათ უმღერე.
09:40 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS