12 მარტი, 2015
თამრიკო ჭოხონელიძის საგანგებო განცხადება - ''ამოიღეთ მუსიკოსებო ხმა, თორემ შეგვრცხვება მომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვა!''
იძებნებიან კომპეტენტური მუსიკოსები, ოღონდ ნამდვილი მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ''ფეისბუქზე'' განცხადებას აქვეყნებს და მუსიკალურ საზოგადოებას მოუწოდებს, ხმა ამოიღონ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

"ერთი განცხადება მინდა გავაკეთო: იძებნებიან კომპეტენტური მუსიკოსები, ოღონდ ნამდვილი და არა შემთხვევითი თვითმარქვიები, რომელთა სიტყვას, შეფასებებს წონა და აზრი აქვს! ვინ ,,შეძვრნენ" ამ ტელეეკრანებში?! რას ლაპარაკობენ, რა ტერმინოლოგიით ურევენ თავგზას ხალხს?!

არ ატეხეს აქ უადგილოდ და თან არასწორად გამოთქმული ტერმინების რახარუხი?! არ ეგონოს ვინმეს ხალხი ტყუვდება! მაგრამ რა ქნას ამ გაჭირვებულმა ხალხმა?! ნახეთ, რა ,,მაფიოზები"
მოკალათდნენ ტელევიზიებში?!

რა ხდება ხალხო?! სრული განუკითხაობაა! ამოიღეთ ხმა! მე წლებია ამას ვლაპარაკობ და ვიღაცეები მტრად მიმიჩნევენ! არადა რეალურად თვითონ გვინგრევენ კულტურასაც და კიდევ ბევრს…..

არ წაიღეს ტვინი ,,შოუს", "შოუს" ძახილით?! რა ,,შოუ" მამაცხონებულო, ,,პიმ-პამ-პოს" ფონზე დაგექცა თავზე, ის, რაც შენს წინაპარს საუკუნეები რუდუნებით უკეთებია! ამოიღეთ მუსიკოსებო ხმა, თორემ შეგვრცხვება მომავალი თაობისთვის თვალებში ჩახედვა!

მათ ეს გაურკვეველი ან სრულიად სხვა პროფესიის ხალხი ჰგონიათ კომპეტენტური და მათ "ბრძნულ" გამონათქვამებს მიიჩნევენ მისაღებად! დავიღუპებით იცოდეთ! გაგიგიათ ალბათ ,,უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიანო!"

მე ვჩერდები, ახლა ჯერი თქვენზეა. ახლა ატყდება თამრიკო ჭოხონელიძემ ,,სკანდალური" (ეს მაგარი სიტყვა აქვთ ატაცებული!) განცხადება გააკეთა და ა.შ. არ ვაპირებ არცერთ ჟურნალისტთან კომენტარის გაკეთებას! აწი, ჯერი თქვენზეა ძვირფასო საზოგადოებავ და კოლეგებო-მუსიკოსებო!", - წერს თამრიკო. 

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 44 /
აუუუ
მოკლედ რა ამ ქართლის დედამ დაგვაბუჟა თავის "კლდებამოსილებითა":))))აბა ეხლა ხაჭაპურს როგორ რუდუნეით აცხობ ის მოგვიყევი დიდი ხანია არ გისწავლებია ჩვენთვის რაღაცეები,ხო ქოცები მოგვიკითხე რუდუნებით
16:45 / 24-05-2015
გამოხმაურება / 0 /
სოფელო
არ უნდა გაგეშვა ქალიშვილი იმ შ ო უ შ ი პატივცემულო აბააა
21:42 / 25-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
გეთანხმებით ქალბატონო თამრიკო რაღაც რაღაცეებში...არც მე მომწონს ეს შოუები და კარგი გამოსავალი მაქვს მოძებნილი.უბრალოდ არ ვუყურებ.გაკვრით მესმის თეონა კონტრიძის "თქვენ გაქვთ ჯანსაღი სექსი" და ათასგვარი მუსიკალური ტერმინის უადგილო რახარუხი,მაგრამ საბაზრო ეკონომიკის გარემოში მსგავსი რამეები არაა გასაკვირი,თუმცა კი მაღიზიანებს,ამიტომ არ ვუსმენ.სამაგიეროდ თქვენ გისმენთ იუთუბზე,როცა მომენატრებით ხოლმე და სხვასაც რა თქმა უნდა.ისეთი ქაოსია ამ ეტაპზე ქვეყანაში რომ დიდი ხმაურის ატეხვა არც ღირს და შედეგსაც არაფერს მოიტანს.შეიზლება უფრო ჭკვიანურად,მშვიდად და მიზანმომართულად რაიმეს მოფიქრება...
18:25 / 22-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვეთანხმები თამრიკოს, მეც მუსიკოსი ვარ და პედაგოგი ათასმა ბავშვმა გაიარა ჩემს ხელსი, პროპესიონალი მომღერალი და კარგი მუსიკოსი ვარ და გაოცებული ვარ რა ხდება , როგორ შეიძლება ეკრანზე ასწავლო არაპროპესიონალს სიმღერა არადა ყველა აამღერეს და ააცეკვეს და თან აქებენ და თავში უვარდებათ მერე და იმკვიდრებენ ადგილს სცენაზე აღარც კლასიკური განათლება ჭიდებათ, მერე ყვავებივით მღერიან ყველა ერთნაირათ ინგლისურათ და გონიათ ეს არის სიმღერა
01:35 / 21-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ვისაც როგორ უნდა ისე იმღეროს კარგი გემოვნების პატრონი თვითონ მიხვდება რას უნდა მოუსმინოს ან უყუროს და რას არა. რატო ლანძღავთ ერთმანეთს ამისთვის?
19:16 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ჩვენც ქართველები ვართ
რა ქნან ტელევიზიებმა ან თუნდაც შოუს მომწყობებმა? კონკურენციაა დიდი და ყველა თავისას ცდილობს. გემოვნება ვისაც აქვს ის ყოველთვის მონახავს სასურველს თავისთვის. არ ღირს ამაზე ნერვიულობა და მითუმეტეს ერთმანეთის ლანძღვა.
18:53 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ანინელი
შენ და შენი შვილები ხომ გაგაფეტიშეს, სხვა რაღა გინდა...................
14:52 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ელენე
დიდი მუსიკოსების ერთჯერადი მიწვევა არ მიშნავს იმას, რომ მოსწონთ ეს შოუები. მე პირადად სურვილიც აღარ მაქვს მუსიკალური შოუების ყურებისა, ისევე როგორც სხვა გადაცემებისა. ამაზრზენია ეკრანიდან გადმოფრევეული ქართული მეტყველება და ქართული ვაი მუსიკა. გაიხარე ქალბატონო თამარ.
09:02 / 20-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ვინ რას ფიქრობს არ ვიცი მაგრამ, ქ.თამრიკოს აზრს სრულიად ვეთანხები.ბევრ საძიზღრობას გვიდებენ გონებაში ეგრეთწოდებული "შოუებიდან" და კაცისშვილი არაა მომკითხავი, ამ ღირსეულმა ქალბატონმა ხმა ამოიღო თავისი გულისტკივილი გამოთქვა როგორ იღუპება ქვეყანა და თქვენ ჩვეულებრივი ადამიანები რას აკეთებთ? იმის ნაცვლად რომ თქვენც დაიცვათ თქვენი ქართველობა და მხარი დაუჭიროთ სპეტაკი ქართველი ქალის სუფთა აზრს ტალახს ესვრით და თანაც ურცხვად , სინანულის გარეშე. სხვა რომ არაფერი უფლის არ გეშინიათ?მართალია იგი მოწყალეა მაგრამარა ბორეტების.მოინანიეთ და გადარჩებით. ქ. თამრიკო უფალი შეგეწიოთ და მოგცეს ძალა რომ აკეთო ქართული ეროვნული საქმე, რასაც სულის სიწმინდის შენარჩუნება ჰქვია.
23:32 / 17-03-2015
გამოხმაურება / 0 /
INGA
იგივე შოუებში მიწვეულები ყოფილან ბატონი პაატა ბურჭულაძე, ქალბატონი ეთერ კაკულია, ჩიხლაძეები, "ფორტე", ანრი ჯოხაძე,... ის, რომ ასევე რეიტინგულია ფანოღური სიმღერები ხან ტაში-ტუშიც საჭიროა, ისეთი სტრესია ირგვლივ. ერს, რომელსაც დები იშხნელები ყავდა, ინოლა გურგულია, და ცოცხალი ლეგენდა ქალბატონი ნანი ბრეგვაძე ყავს, ჭოხონელძე გემოვნებას არ უნდა ასწავლიდეს.
20:21 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS