10 მარტი, 2015
რატომ ვერ შედგა ეკა კვალიაშვილის კონცერტი - ''აქ, საქართველოში აღარ მინდა...''
26 მარტს იუბილე მაქვს, კონცერტი მინდოდა დამემთხვია
ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქართულ შოუბიზნესში შექმნილ სიტუაციას აკრიტიკებს.

''რამდენი მინდა დავწერო, რამდენი მინდა ვთქვა, რამდენი მოთმინებაა საჭირო იმისათვის, რომ, არ დავწერო, არ ვთქვა, გულიდან ამოხეთქილი ემოციები არ გაგიზიაროთ, მაგრამ... ვფიქრდები და ვხვდები, მერე?

რომ გაგიზიაროთ რა, მერე რა? რამდენი წელია...

იმედი მაქვს, არ დამჭირდება გულის გადაშლა, ყველაფერი კარგად იქნება... ყველაფერი დალაგდება... ოღონდ, ერთია, აქ, საქართველოში აღარ მინდა...

აქ არ ვიცი რა დალაგდება, ვფიქრობ
დიდი ხანი დასჭირდება აქაურობის გენერალურ დალაგებას, ეს დროის საკითხია, დრო კი ძალიან ცოტაა, რადგან, სიცოცხლე, ცხოვრება, წუთისოფელია... ისედაც უკვე მე-15 წელი ხდება ერთი და იგივე ხდება...

არაფერი სწორდება... 26 მარტს იუბილე მაქვს, კონცერტი მინდოდა დამემთხვია, მინდოდა მოგფერებოდით, მაგრამ, არაფერი არ გამოდის აქ, ჩემს საცოდავ სამშობლოში''...

მეგობრები ეკას ურჩევენ, სპონსორი მოეძიოს.

''არაფერი არ ვიცი... თუ ჩემით მოვიპოვე დაფინანსება, სპონსორი ან არ ვიცი, იმ შემთხვევაში იქნება, თუ არადა სრულიად, უპატრონო მდგომარეობში ვარ პირადად მე.  უკვე დიდი ხანია დიდი იმედი მაქვს, რომ მალე აქედან დიდი სიამოვნებით გადავალ სხვა, ნორმალურ ქვეყანაში'', - წერს ეკა.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
ნინია
ჩვენ რა ვქნათ,ჩვენ!!! თუ იმღერებთ მოგისმენთ, თუ არა და ვერ მოგისმენთ! თU გამართავთ კონცერტს მოვალთ, თუ არა და ვერ მოვალთ!!!
23:30 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
L A N A
აბა კაპიტალიზმი რომ გვინდოდა რა გეგონათ? წახვალ და მადონას ჩაანაცვლებ იქ ალბათ...
23:15 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მათე
ამ ქალმა ხომ სეაწუხა გული თავისი წუწუნით რა.. ჯერ იყო და ფულს მათხოვრობდა, ეხლა კიდევ რაღა ჯანდაბა უნდა ვერაფერი გამიგია
23:10 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ეკა-ს
სირცხვილი იმ ქვეყანას და ხალხს,სადაც ეკა კვალიაშვილს ვერ დააფასებენ და სარკაზმით დაელაპარაკებიან!!! უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო(აჩხავლებდნენ)!!!იჩხავლონ ,,ბრენდებში"გამოწყობილმა მჩხავანა კატებმა,თავის დაჭერა და პოზიორობა რომ აქვთ ათვისებული თუმცა,მღვდელი ჭილოფშიც იცნობაო,გაგვიგონია!!!ეკა კვალიაშვილს ბევრი მჩხავანა კატა ებრძვის და სულ ტყუილად!!!ვერ გაუგიათ,რომ ეკა კვალიაშვილი უმაღლესი დონის ნამდვილი მომღერალია!!!ვაი და უი ჩვენს პატრონს!!!ეკა!!!ერთ რჩევას კი მოგცემდი მეგობრულად თუმცა,ახლოს არ გიცნობ!ისწავლე შენი თავის დაფასება,თავის დაჭერა და პოზიორობა,ტყლარჭვით და პრეტენზიებით საუბარი და მერწმუნე დაგაფასებენ!!!დღეს ესეთი პუბლიკაა საქართველოში!!!ასეთი ხალხი მოსწონთ დღეს,,სვეტსკი გოიმები"!
22:47 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
კოხტა
მოიქწცით ისე როგორც შეეფერება ქართველ მომღერალს და თუ გინდათ წაააადით
17:50 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
აზა
ერთადერთი თქვენ ხართ ვინც მუდმივად დახმარებას ითხოვთ,სხვასაც უჭირს,მაგრამ ესე არ ილანძღებიან,ნუ გვაყვედრი თავს ღირსეულად მოიქწცით და ხალხიც დაგაფასებთ
17:48 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ვაიმე, ქ-ნო ეკა, უნდა იყოლიოთ პროდუსერი და ეს საკითხები უნდა მოგიგვაროთ მან. ან თვითონ უნდა მოაგვაროთ! თქვენი კონცერიც ბიუჯეტის ( ანუ ხალხის) ხარჯზე უნდა გაიმართოს თუ როგორაა ჩვენი საქმე! პ.ს. და კიდევ, ეცადეთ რომ ისეთი მუსიკა გააკეთოთ რომ ხალხი თქვენს კონცერტზე მოვიდეს... ას მაგალითად, ნინო ქათამაძეს ან ნიაზ დიასამიძეს არა მგონია მსგავსი პრობლემა ჰქონდეთ
17:18 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ფი
წადით ქალბატონო ეკა, წადიიით! თქვენც დაისვენეთ და ჩვენც დაგვასვენეთ, თქვენი მოთქმა–გოდებისგან!!!
17:14 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS