10 მარტი, 2015
რატომ ვერ შედგა ეკა კვალიაშვილის კონცერტი - ''აქ, საქართველოში აღარ მინდა...''
26 მარტს იუბილე მაქვს, კონცერტი მინდოდა დამემთხვია
ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ქართულ შოუბიზნესში შექმნილ სიტუაციას აკრიტიკებს.

''რამდენი მინდა დავწერო, რამდენი მინდა ვთქვა, რამდენი მოთმინებაა საჭირო იმისათვის, რომ, არ დავწერო, არ ვთქვა, გულიდან ამოხეთქილი ემოციები არ გაგიზიაროთ, მაგრამ... ვფიქრდები და ვხვდები, მერე?

რომ გაგიზიაროთ რა, მერე რა? რამდენი წელია...

იმედი მაქვს, არ დამჭირდება გულის გადაშლა, ყველაფერი კარგად იქნება... ყველაფერი დალაგდება... ოღონდ, ერთია, აქ, საქართველოში აღარ მინდა...

აქ არ ვიცი რა დალაგდება, ვფიქრობ
დიდი ხანი დასჭირდება აქაურობის გენერალურ დალაგებას, ეს დროის საკითხია, დრო კი ძალიან ცოტაა, რადგან, სიცოცხლე, ცხოვრება, წუთისოფელია... ისედაც უკვე მე-15 წელი ხდება ერთი და იგივე ხდება...

არაფერი სწორდება... 26 მარტს იუბილე მაქვს, კონცერტი მინდოდა დამემთხვია, მინდოდა მოგფერებოდით, მაგრამ, არაფერი არ გამოდის აქ, ჩემს საცოდავ სამშობლოში''...

მეგობრები ეკას ურჩევენ, სპონსორი მოეძიოს.

''არაფერი არ ვიცი... თუ ჩემით მოვიპოვე დაფინანსება, სპონსორი ან არ ვიცი, იმ შემთხვევაში იქნება, თუ არადა სრულიად, უპატრონო მდგომარეობში ვარ პირადად მე.  უკვე დიდი ხანია დიდი იმედი მაქვს, რომ მალე აქედან დიდი სიამოვნებით გადავალ სხვა, ნორმალურ ქვეყანაში'', - წერს ეკა.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
only one
sul ukmayopilo ratom aris , ver gavige/.... ? rom gagiziarot mere rao , rom ambob, xom gauziare qartvelebs sheni avadmyopoba da mteli eri pexze dagidga/.... rit ver movipovet sheni madliereba? ra ginda, yvelam piandazebi gipinos da mzolod shen erts getayvanon?.... casvla ginda?...go ahead!!!
02:31 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ვერკა
ყველა გაიქეციტ ვისაც მარტლა რამე შეგიზლიატ და დაუტოვეტ ქვეყანა ამ შოუს დამდგმელ კლოუნებს,ნამდვილად გამოსავალი გინახიატ ქალბატონო ეკა!!!
18:06 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ზზ
აუფ! დაიღუპა საქართველო ამას თუ დავკარგავთ!
11:20 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ანო
მართლაც რომ, ლიჟბი აქედან წახვიდეთ კი არა, ისტორიის წიგნი გადაშალე და წაიკითხე, რისი გადატანა მოგვიხდა, რო ლიჟბი აქამდე მოსულიყავი, ჩემო ეკა! ჰოდა თუ მაინც არ მოგწონს, დაგვტოვე რა!
08:45 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რას ერსიტ ამ ქალბატონს,პირადატ მე დზავიან მომცონს,
15:32 / 11-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ია
იქნებ შენშია პრობლება? ამაზე არ გიფიქრია როგორ ვერც ერთმა მთავრობამ არ მოგიწყო კონცერტი ამას ტირიხარ ალბათ სწორად მივხვდი რაც გინდა
14:53 / 11-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სალომე
"ეკა-ს" - ეს ალბათ თვითონ ეკა კვალიაშვილია, ან მისი ახლო ნათესავი
10:42 / 11-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ბონდო
აუ, გადადი რააა თუ მიდიხარ. რა გააწყალე გული ამ ცარიელი ლაპარაკით.
00:55 / 11-03-2015
გამოხმაურება / 0 /
lela
ეკაააა, ილიას ''მაგონებ''. შენი შესაცოდი ამ სამშობლოს არაფერი აქვს. საცდავი ხარ შენ.
23:50 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
პირადად მე არაფერი მაქვს ქალბატონი ეკას საწინააღმდეგო , მაგრამ რამდენადაც ვიცი კონცერტის დაფინანსება არ არის მთავრობის პრეროგატივა და ამ შემთხვევაში ქალბატონმა ეკამ თავად უნდა იპოვნოს მისი კონცერტის დაფინანსების მსურველები ( სპონსორები) . მეორე საკითხია ის რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ხელოვნებას და კულტურას ნაკლები ყურადღება ექცევა, რაც კულტურის სამინისტროს უდიდესი შეცდომაა. და ბოლოს მინდა ყურადღება გავამახვილო იმ საკითხზე რაზეც მომღერალი ასე სინანულით ამბობს, აქ საქართველოში აღარ მინდაო. ღმერთმა ხელი მოგიმართოდ ყველგან სადაც წახვალთ ქალბატონო ეკა, მაგრამ სად არის იმის გარანტია რომ სხვა ქვეყანაში უკეთეი პირობები გექნებათ? ვითომ რატომ დააფინანსებს უცხოელი თქვენს კონცერტებს?
23:33 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS