10 მარტი, 2015
რატომ დაიხურა ''სოციალური ცელი'' - ''ქავთარაძეს კარგად არ ვიცნობ, მარტო გადაცემის ჩაწერისას ვხვდებოდით ერთმანეთს''
დავინტერესდით, დაიხურა გადაცემა, თუ უბრალოდ დროებით შეაჩერეს მუშაობა
რამდენიმე კვირაა ''რუსთავი 2''-ის ეთერში აღარ გადის ''სოციალური ცელი''. დავინტერესდით, დაიხურა გადაცემა, თუ უბრალოდ დროებით შეაჩერეს მუშაობა. გადაცემის ერთ-ერთ წამყვანს, გოჩა თანდარაშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- გოჩა, გვიამბე, რა მოხდა, რატომ აღარ გადის გადაცემა ეთერში?
- ბევრი მეც არაფერი ვიცი, მაუწყებლობის ახალი კანონის მიხედვით რეკლამებს ზღუდავენ და ფინანსური არხზე პრობლემები გაჩნდა.

- ახალი კანონი ხომ არ შესულა ჯერ ძალაში?
- როგორც ვიცი, აპრილიდან შევა.

- თქვენი გუნდი
დარჩა ''რუსთავი 2''-ზე თუ სხვა არხზე გადახვედით?
- მე ვრჩები.

- ნიკა ქავთარაძეს და ზაქრო ინწკირველს რა ბედი ეწიათ?
- ზაქრო ''რუსთავი 2''-ში სხვა პროექტებზეც მუშაობს და ნიკას კარგად არ ვიცნობ, მარტო გადაცემის ჩაწერისას ვხვდებოდით ერთმანეთს.

- საავტორო გადაცემა გექნება?
- ეგ ჯერ არ ვიცი. ''კომედი არხზე'' ''მან-სან-კანის'' ჩემპიონატი დავიწყეთ და კიდევ ერთ-ერთი გადაცემის სცენარებზეც ვმუშაობ.

- ამ ახალ კანონს კიდევ რომელი გადაცემა "შეეწირა"?
- ამდენი არ ვიცი. სავარაუდოდ ''ილუზიონი'' აღარ გავა ეთერში. ვხუმრობ, ბოლო დროს ძალიან დაკავებული ვარ და ტელეეკრანს აქტიურად ვეღარ ვადევნებ თვალს.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ვენივედივიცი
ქართულ ტელევიზიაში რომ მოხვდე-შეუხედავი უნდა იყო, რადიოში-ენაბლუ...გაუნათლებლობა ორივეგან გამოსადეგია, თუ არცერთ პროფესიასა და საქმიანობაზე წარმოდგენა არ გაქვს, მაგრამ ბევრი ლაპარაკი შეგიძლია-რედაქტორობასაც ეგება გამოჰკრა ხელი..
21:24 / 15-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მიხო
ისეთი შეგრძნებაა რომ ტელევიზიაში რომ მოხვდე მაგარი ბანძი და მელოტი უნდა იყო ალბათ ასეთი კრიტერიუმია რას გვანან ესენი რომ სხვაზე იკაიფებენ
01:47 / 14-03-2015
გამოხმაურება / 0 /
კვერცხო გოჩა
დაბადებიდან მან სან კანს თამაშობდი ლამის კაცთან და არ იცნოობ?
09:55 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
იზი
ეჭვი მაქვს "კაცების შოუს" საპირწონე უნდა ყოფილიყო...ახლოსაც ვერ მივიდა.
09:40 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ტასო
ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა უნიჭობის ზეიმი ეს ნიკა არაბ იძე ნაგლობის განსახიერება თავიანთ თავეს ამხიარულებდნენ მხოლოდ მომაბეზრებლები
19:10 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
შორენა
ის რაც მახსოვს 2002 წლიდან ერთად იყვნენ თუ მეტი არა, და ეხლა აღარ იცნობს ქავთარაძეს? რას უშვრება ეს რუსთავი 2 ხალხს აზომბირებს პირდაპირ
02:31 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინიკოო
ამდენი ხანი ერტად იმუშაო და ადამიანზე არ ვიცნობო ამბობ,შენ ნორმალური ხარ?და კიდე უფრო ადრე უნდა დაეხურათ ეს გადაცემა ან საერთოდ იყო კი საჭიროოო?
21:14 / 11-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელი
რატომ გაიხსნა,საერთოდ?
17:07 / 11-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სოციალური ცელი
თქვენ გადაცემას რაც ერქვა იმ ცელმა მოგცელათ, სოციალური რა გააკეთეთ და რა მოასმენინეთ საზოგადოებას, თქვენთვის ბჟუტურებდით და იცინოდით . თუ იმ ქავთარაძეს არ იცნობდი რას იჯექი მის გვერდით?
10:58 / 11-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS