ქალი ბედნიერია, როდესაც... გვერდით ჰყავს ადამიანი, რომელსაც ენდობა.
საკუთარ თავს როდესაც ვუღრმავდები... ბევრ შეცდომას აღმოვაჩენ ხოლმე და ძალიან მწყდება გული.
სხვებს გულს ვტკენ
არასდროს... ვამბობ სიტყვა ,,არასოდეს," რადგან ყველაფერი შესაძლებელია.
ყოველთვის... ვცდილობ, ხალხში მხიარულების გავრცელებას.
მიყვარს... ჩემი თავი ყველასა და ყველაფერზე მეტად.
არ მჯერა... ბევრი რამის.
ქართული სტერეოტიპების... დანგრევას ვცდილობ, მაგრამ რთულია.
ჩემთვის მისაღებია... ადამიანები, რომლებიც აფიქსირებენ თავიანთ აზრს, გამოთქვამენ საკუთარ სურვილებს, აფრქვევენ სითბოს და სიყვარულს. ეს იმიტომ, რომ თავად ვარ ასეთი.
ჩემთვის მიუღებელია... ღალატი და ორგულობა.
მეშინია... მხოლოდ და მხოლოდ უფლის.
თუ კიდევ ერთხელ... დავიბადებოდი, შევცვლიდი ბევრ რამეს.
ვსწავლობ... დღემდე და ვისწავლი სიბერემდე.
ვამაყობ... რომ ქართველ ვარ და ვმღერი ქართულად.
მრცხვენია... ჩემი თავის იმიტომ, რომ ჩემი ცხორების უმნიშვნელოვანესი სამი წელიწადი დავკარგე.
თათული ღვინიანიძე




















