06 მარტი, 2015
სალომე ჭაჭუას ახალი მამაკაცი - ვინ არის მაქს რიჟიკოვი
ბევრს ლაპარაკობენ სალომეს ახალ სიყვარულზე სალომე ჭაჭუას და გიორგი ვარდოსანიძის დაშორებამ ბევრი კითხვა გაუჩინა მათი სიყვარულის გულშემატკივრებს. დაშორების დეტალებზე ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ ლაპარაკობს.

გიორგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველასგან და ყველაფრისგან ისვენებს და ცდილობს, მთლიანად საქმეზე გადაერთოს. გარდა ამისა მსახიობს ბანკიდან საკმაოდ დიდი თანხა, 170 000 ლარი აქვს გამოტანილი და ფიქრობს, ბინა, რომელშიც ის და სალომე ცხოვრობდნენ, გაყიდოს.

ბევრს ლაპარაკობენ სალომეს ახალ სიყვარულზე. ''პროფილში'' მას არ უთქვამს, რომ თავისი ახალი მეწყვილე, მაქს რიჟიკოვი,
უყვარს, მაგრამ ინტრიგა აშკარად იყო მის ნათქვამში, როდესაც აღნიშნა, რომ გაუმართლა, მაქსი რომ გაიცნო, რადგან ის არაჩვეულებრივი მოცეკვავეა.

''პროფილში'' შესრულებულმა მათმა ცეკვამ მაქსის კარგ მოცეკვავეობაში ვერ დაგვარწმუნა, თუმცა ბევრმა მათ ცეკვაში დაინახა, რომ წყვილს შორის მეგობრობაზე მეტი გრძნობა იყო.
ეჭვი მათი სიყვარულის შესახებ მას შემდეგაც გაძლიერდა, რაც სალომემ მაქსს კოკერსპანიელი აჩუქა. სალომე საყვარელ მამაკაცებს ძაღლებს ჩუქნის ხოლმე. ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ გიგი გაჩეჩილაძე იყო.

სოციალურ ქსელში უკვე შეიქმნა სალომე ჭაჭუასა და მაქს რიჟიკოვის გვერდი, სადაც მათი ცეკვის და გართობის უამრავი ფოტოა ატვირთული.

Rating


სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ნინი
ზალიან მწყინს და ვერ ვიგებ ასეთი დაუდგენელი და არამყარი ქალი რას თხოვდება თუ მოსწონს საპატარზლო კაბები ამ კაცებს მაინც რას აუბედურებს ეტყობოდა მაგ გოგოს რომ არ უყვარდა ქმარი...ტუტუცი ხარ ქალო ტუტუცი ამტელევიზიით მაინც რას ატრიალებ შენ კაცებს სულელი ქალი
23:39 / 11-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მარია
ეს მაქსი გიგი გაჩეჩილაძის ქერა კლონია, სალომე სამწუხაროდ არასანდო გოგო ჩანს ამას,ნელნელა(თუ ჩქარ-ჩქარა) ამტკიცებს კიდეც! ისე უძლიერესია თავის საქმეში,ვარდოსანიძევ უმაგრესი ბიჭი ხარ და დამერწმუნე აუცილებლად გაჩუქებს ცხოვრება შენს საოცნებო გოგოს,რომელიც ბედნიერს გაგხდის!
11:17 / 10-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკო
მაგარი ხარ სალომე აბა სულ კაცებმა უნდა მიატოვონ?
22:13 / 08-03-2015
გამოხმაურება / 0 /
mako
Cudia rom dashiednen,magram iqneb is bichu ubralod mehobaria da sxva araperi...der
17:25 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
კიკო
ხომ არ გაჟრიალებთ ამ უვიც ჟურნალისტებს. მაქსი მხოლოდ პარტნიორია და არვითარი შეყვარებული.უბრალოდ რუმბა შეასრულეს.უმაგრესი მოცეკვავეა .ის ძაღლი კი სალომ და გიომ ერთად აჩუქეს როცა მაქსი ჩამოვიდა. ძალიან გთხოვთ ნუ თხზავთ სისულელეებს.
13:47 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
................
გაოგნებული ვარ. ასე როგორ ყველაფერი ''მერე, რაა''
12:28 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სარა
ამ ბიჭს გვარიც რა შესაფერისი ჰქონია. ისე თუ მართლა ასეა გული დამწყდა რომ გიორგი ასე გულნატკენი დატოვეს. ისე რა იყო ჯერ არ გაცილებია წესიერად და უკვე სხვა იპოვა. ზოგი რა მასტერსპორტაა რა.
04:38 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ჰგფუტგფხ
დეგრადცია რო აღინიშნება ერის არაუშავს? სალომემ გოგოს როო აჩუქოს ძაღლი ესე იგი ორიენტაცია შეიცვალა? და თუ მაქსის კარგ მოცეკვავეობასი ვინმე ს ეჭვი შეეპარა ესე იგი უბრალოდ ბოღმისა და შურისგან სკდება
22:53 / 06-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS