29 აპრილი, 2013
ანრი ჯოხაძე: „თამარ ჩერგოლეიშვილს თავად უნდა რცხვენოდეს!..“
„ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. „ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. ჩერგოლეიშვილს გაზიარებული ჰქონდა ბმული, ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ უსვამენ ინგლისურად შეკითხვას „ევროვიზიის“ გახსნაზე ანრი ჯოხაძეს, რომელიც მხოლოდ ერთი ფრაზით პასუხობს ჟურნალისტს და შემდეგ ნინი შერმადინს უხმობს. ეს უკანასკნელი კი უკვე ანრი ჯოხაძის მაგივრად პასუხობს რამდენიმე შეკითხვას ინგლისურ ენაზე. ზემოხსენებული ვიდეო
თამარ ჩერგოლეიშვილმა შემდეგი მინაწერით გააზიარა: „ე, ბიჭო, ძალიან ადვილი ენაა ინგლისური. ამას წინათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შევხვდით მედიის წარმომადგენელი რამდენიმე ქალი, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ზუსტად ასე საუბრობდნენ ქართული ტელევიზიების წამყვანი სახეები“.


ანრი ჯოხაძეს იმის გასარკვევად დავურეკეთ, ჰქონდა თუ არა წაკითხული ჩერგოლეიშვილის ეს კომენტარი და რას ფიქრობდა ამასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, მომღერალს არ ჰქონია ნანახი ეს ინფორმაცია, ამიტომაც რამდენიმე წუთი გვთხოვა, რომ ინტერნეტში თავად გადაემოწმებინა ახალი ამბავი და როდესაც ხელმეორედ დავუკავშირდით, გვიპასუხა:
- მახსოვს ეს ვიდეო, სადაც „ევროვიზიის“ გახსნაა გადაღებული.
- თამარ ჩერგოლეიშვილს იცნობ?
- ვიცნობ, მაგრამ მხოლოდ სალმით. გამიკვირდა მისგან ასეთი კომენტარი. შეიძლება, ენის არცოდნის გამო ადამიანი გააკრიტიკო?!.. რამ გააბოროტა ასე ჩერგოლეიშვილი, მთავრობის ცვლილებამ ხომ არა? მთავრობაში თვითონ იყვნენ და ეზრუნათ ჩვენი ინგლისურის ცოდნაზე. „ევროვიზიაზე“ რომ გავემგზავრეთ, დღეში თითო მომღერალს 30 დოლარი გამოგვიყვეს. ჯობდა, უფრო მეტი გამოეყოთ, მაგალითად, იმდენი, რამდენიც წინა წლებში სხვა მომღერლებზე დახარჯეს და მოვემზადებოდით ინგლისურში (იცინის).
- ვის გულისხმობ?
- რა მნიშვნელობა აქვს, ყველამ ძალიან კარგად იცის. ცოტა გაუგებარია, მე და ნინი შერმადინი რატომ ვართ ინგლისურის ცოდნის მაგალითები საქართველოში. საიტზე, სადაც ეს ინფორმაცია დევს, მკითხველთა კომენტარებსაც გავეცანი და ძალიან ადეკვატური შეფასებები წავიკითხე ხალხისგან.
Ratingპირდაპირ ვეტყოდი თამარ ჩერგოლეიშვილს - თავად უფრო მეტი სასირცხვილო თემა აქვს და არ შერცხვენია, ვიდრე წარმატებული მომღერლების ინგლისურის ცოდნა და შეფასებაა. მგონი, მას რაღაცების უნდა რცხვენოდეს, მაგრამ არ რცხვენია (იღიმის). რა ვიცი, თამარ ჩერგოლეიშვილი რომ ვინმეზე იტყვის, სამარცხვინოაო...

მომზადებულია სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 91 /
ტატო
ჩერგოლეიშვილო შენ ქმარს იმდენი სისაძაგლე აქვს ჩადენილი იმაზე უნდა გრცხვენოდეს,შე ურცხვო, თორემ ინგლისურის არცოდნა ეს არ არის დანაშაული
23:42 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ტბილისკიი
ორევი მაგარი სოფლის ბოლო რო ხართ არ უთქვამს არავის თქვენთვის?
23:29 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიზი
ანრი შენ რომ შენი საქმის პროფესიონალი ხარ ეს უდაო და ყველამ ვიცით.და ინგლისურის არცოდნაა არ წარმოადგენს ტრაგედიას, ენას ისწავლის ადამიანი თუ ამის სურვილი ექნება.ღირსებას ენის შეძენა ვერ აამაღლებს.ამით ყველაფერი ნათქვამია!!!
22:53 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
სირცხვილი სხვა ბევრი რამ მგონია ვიდრე ინგლისურის არ ცოდნა,ინგლისური ბევრმა იცის საქართველოში და ბევრმაც არ იცის,აგარც არავის უკვირს,ინგლისური იცი ტუ არ იცის ადამიანმა,ვისაც ეს უკვირს არ არის ეს მაღალი დონის მაჩვენებელი.
22:11 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა
მთავრობის წარმომადგენლების 90 მა პროცენტმა არ იცის უცხო ენა, მითუმეტეს მაგათ უფრო ჭირდებათ.რაც მთავარია ანრი თავის საქმის პროფესიონალია და თუ ინგლისური არ იცის სულ არ არის სირცხვილი. უნიჭოები რომ მღეროდნენ ის არ იყო სირცხვილი?
21:53 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
იზი
ორივე სამარცხვინო რომ იყოთ, არა?
21:13 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ან
მიშამ დედოფლადაც რომ დაგსვავს მაგ ჟღვლინტიან სპილოს როგორ მისცემ? ფუი
19:44 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
დია
ანრი სოფო ნიჯარაძე მიშას აზლევდა,გარკვნილი გოგოა, შენც რომ პატივი გეცა შენც გასწავლიდა ინგლისურს და პირველი იქნებოდი კველგან.
19:00 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ანრი გეტანხმები, მაგ ქუჩის ქალს ნარკომანს ტუ აქვს ხმა ამოსახები ლოტები და ნარკომანები .
18:57 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიაკო
ახლა გაახსენდა ანრის სოფო ნიჟარაძეზე დახარჯული ფული? ესეც კარგი მედროვე და უტიფარია
18:57 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS