29 აპრილი, 2013
ანრი ჯოხაძე: „თამარ ჩერგოლეიშვილს თავად უნდა რცხვენოდეს!..“
„ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. „ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. ჩერგოლეიშვილს გაზიარებული ჰქონდა ბმული, ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ უსვამენ ინგლისურად შეკითხვას „ევროვიზიის“ გახსნაზე ანრი ჯოხაძეს, რომელიც მხოლოდ ერთი ფრაზით პასუხობს ჟურნალისტს და შემდეგ ნინი შერმადინს უხმობს. ეს უკანასკნელი კი უკვე ანრი ჯოხაძის მაგივრად პასუხობს რამდენიმე შეკითხვას ინგლისურ ენაზე. ზემოხსენებული ვიდეო
თამარ ჩერგოლეიშვილმა შემდეგი მინაწერით გააზიარა: „ე, ბიჭო, ძალიან ადვილი ენაა ინგლისური. ამას წინათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შევხვდით მედიის წარმომადგენელი რამდენიმე ქალი, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ზუსტად ასე საუბრობდნენ ქართული ტელევიზიების წამყვანი სახეები“.


ანრი ჯოხაძეს იმის გასარკვევად დავურეკეთ, ჰქონდა თუ არა წაკითხული ჩერგოლეიშვილის ეს კომენტარი და რას ფიქრობდა ამასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, მომღერალს არ ჰქონია ნანახი ეს ინფორმაცია, ამიტომაც რამდენიმე წუთი გვთხოვა, რომ ინტერნეტში თავად გადაემოწმებინა ახალი ამბავი და როდესაც ხელმეორედ დავუკავშირდით, გვიპასუხა:
- მახსოვს ეს ვიდეო, სადაც „ევროვიზიის“ გახსნაა გადაღებული.
- თამარ ჩერგოლეიშვილს იცნობ?
- ვიცნობ, მაგრამ მხოლოდ სალმით. გამიკვირდა მისგან ასეთი კომენტარი. შეიძლება, ენის არცოდნის გამო ადამიანი გააკრიტიკო?!.. რამ გააბოროტა ასე ჩერგოლეიშვილი, მთავრობის ცვლილებამ ხომ არა? მთავრობაში თვითონ იყვნენ და ეზრუნათ ჩვენი ინგლისურის ცოდნაზე. „ევროვიზიაზე“ რომ გავემგზავრეთ, დღეში თითო მომღერალს 30 დოლარი გამოგვიყვეს. ჯობდა, უფრო მეტი გამოეყოთ, მაგალითად, იმდენი, რამდენიც წინა წლებში სხვა მომღერლებზე დახარჯეს და მოვემზადებოდით ინგლისურში (იცინის).
- ვის გულისხმობ?
- რა მნიშვნელობა აქვს, ყველამ ძალიან კარგად იცის. ცოტა გაუგებარია, მე და ნინი შერმადინი რატომ ვართ ინგლისურის ცოდნის მაგალითები საქართველოში. საიტზე, სადაც ეს ინფორმაცია დევს, მკითხველთა კომენტარებსაც გავეცანი და ძალიან ადეკვატური შეფასებები წავიკითხე ხალხისგან.
Ratingპირდაპირ ვეტყოდი თამარ ჩერგოლეიშვილს - თავად უფრო მეტი სასირცხვილო თემა აქვს და არ შერცხვენია, ვიდრე წარმატებული მომღერლების ინგლისურის ცოდნა და შეფასებაა. მგონი, მას რაღაცების უნდა რცხვენოდეს, მაგრამ არ რცხვენია (იღიმის). რა ვიცი, თამარ ჩერგოლეიშვილი რომ ვინმეზე იტყვის, სამარცხვინოაო...

მომზადებულია სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 91 /
სოსო
ჩეგოლეიშვილმა თავის ქეციან დიქციას მიხედოს.ანრის ინგლისური არავის აინტერესებს და არც ამბობ ვიციო.მთავარია კარგი მომღერალია.აი შერმადინის "თარჯიმნობა" ხომ სასაცილო იყო.
08:48 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
მერცხალია
ანრი,როცა მიდიოდი მაშინ რატომ არ თქვი,შარშან რომ გაუშვით და გადაუხადეთ მეც იმდენი გადამიხადეთ და მაშინ წავალო.რატომ წახვედი 30$-ად> ეხლა გაგახსენდა???? არ ხარ კარგი კაცი, მეც ვუყურე იმ ვიდეოს,არ ვეტანხმები ჩერგოლეიშვილს იმაში,რომ იქ მარტო შენი ინგლისურის არცოდნა დაინახა.მაგას ეშველება,მაგრამ ჯურნალისტის შეკიტხვას როგორ პასუხობ?. უზრდელი და აგდებული საქციელით.ზურს აქცევ დ აქილიკობ,ვითომ მაგარი ბიჭი ხარ და ამ დროს მაგარი უზრდელი ხარ. იცი,რომ ამას უყურებს მთელი მსოფლიო და შენ ხარ ქვეყნის სახე იმ დროს,მე შენ შემარცხვინე ,როგორც ქართველს და გული დამწყვიტე
06:58 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ლუკა
აბა ესენი არიააან............ სტალინმა როდესაც მიიღო გადაწყვეტილება შალიაპინის სსრკ-ში დაბრუნების შესახებ, ერთმა მაშინდელმა ჩეგოლეიშვილმა უთხრა: იცით, რას ლაპარაკობს ჩვენზეო?? მთავარი ის კი არაა, რას ლაპარაკობს, მთავარია როგორ მღერისო--მიიღო პასუხად..... მარა ჩერგოლეიშვილები ამას ვერასდროს გაიგებენ............
01:42 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ფიქრია
ერთი სოფლელი დედაკაცია ეგ ჩერგო, ხოლო ჯოხაძე მატრაბაზი!
01:15 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
პრომეთე
ჩერგოლეიშვილი ტიპიური სნობია და მისი ყველა კომპლეკსი სწორედ სნობიზმიდან მოდის. ეს იმას ჰგავს გამოქვაბულიდან პირდაპირ ევროპაში რომ გადაფრინდნენ და ახლა იქიდან რომ გვითვლიან ქართველები ჩამორჩენილები ხართ და ჩვენ ევროპელებეეე ვართო ) ინგლისურის არცოდნა სირცხვილიაო ადამიანი ბრმად რომ ამბობს ის 100% ყანაა. მოიცა 9 ენა რომ ვიცოდე ინგლისურის გარდა მაინც სირცხვილია რომ ინგლისურიც არ ვიცი? ეს ხომ ჩვეულებრივი ყანა ადამიანის აზროვნებაა )
01:03 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ჩერგოლეიშვილო არაქალი ხარ!
00:12 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ანრი, გულდასაწყვეტი ისაა, რომ მომღერალს უცხოენის ცოდნით აფასებენ და არა მისი ნიჭითა და უნარით. ქართული პროვინციალიზმი სწორედ ეგაა, რომ შერცხვენია, ჯურნალისტმა ინგლისური არიცოდაო. . . არცერთ სხვა ქვეყანაში არ ითვლება პროფესიონალიზმის საზომად ინგლისური ენის ცოდნა-არცოდნა. აი ამას ჰქვია (როგორც თქვენ ამბობთ) სოფლის ბოლო და ყანა. თუმც იმ სოფლის ბოლოზე უფრო ბევრ საღ აზრს მოისმენ, ვიდრე ამ (ზოგიერთ) კომენტარში. აი ასეთი იდეოლოგიით მართვა იყო შეცდომა.
00:08 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
...=მ.ს.=გ.ბ.=.....
ისეთი უზნეო, როგორიც თვითონაა სხვას რაზე დასცინის? პირველ რიგში, თვითონ, სანამ ქართულ სიტყვას წარმოსთქვამს, პირი, მარტო წყლით კი არა, ძლიერი სადიზენფექციო ხსნარებით დაიმუშაოს, მაგ გველგესლამ, თუ არა და თავისი "მშობლიური" ინგლისურით იბაზროს და შხამიც მისიანებში ანთხიოს!!! "ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა"
23:54 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
აქ ისეთ ბოღმიან კომენტარებს წავაწყდი, ნეტა თუ არ გრცხვენიათ.....სოფლის ბოლოებიც თქვენ ხართ და დიას კომენტარი ხომ საერთოდ უნიჭოდაა დაწერილი. სირცხვილი არ აქვს ამ ხალხს და რა უნდა უთხრა.....არ გასკდეთ ბოღმისგან............ანრი მაგარიააა
23:49 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
რამ დაბოღმა ეს ხალხი....ანრი ძალიან კარგი მომღერალია და ინგლისურის არ ცოდნა არაფერში უშლის ხელს.... კარგი რომ არის იმიტომ აკრიტიკებს ტაბულა ბიცოლა.
23:45 / 29-04-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS