29 აპრილი, 2013
ანრი ჯოხაძე: „თამარ ჩერგოლეიშვილს თავად უნდა რცხვენოდეს!..“
„ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. „ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. ჩერგოლეიშვილს გაზიარებული ჰქონდა ბმული, ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ უსვამენ ინგლისურად შეკითხვას „ევროვიზიის“ გახსნაზე ანრი ჯოხაძეს, რომელიც მხოლოდ ერთი ფრაზით პასუხობს ჟურნალისტს და შემდეგ ნინი შერმადინს უხმობს. ეს უკანასკნელი კი უკვე ანრი ჯოხაძის მაგივრად პასუხობს რამდენიმე შეკითხვას ინგლისურ ენაზე. ზემოხსენებული ვიდეო
თამარ ჩერგოლეიშვილმა შემდეგი მინაწერით გააზიარა: „ე, ბიჭო, ძალიან ადვილი ენაა ინგლისური. ამას წინათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შევხვდით მედიის წარმომადგენელი რამდენიმე ქალი, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ზუსტად ასე საუბრობდნენ ქართული ტელევიზიების წამყვანი სახეები“.


ანრი ჯოხაძეს იმის გასარკვევად დავურეკეთ, ჰქონდა თუ არა წაკითხული ჩერგოლეიშვილის ეს კომენტარი და რას ფიქრობდა ამასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, მომღერალს არ ჰქონია ნანახი ეს ინფორმაცია, ამიტომაც რამდენიმე წუთი გვთხოვა, რომ ინტერნეტში თავად გადაემოწმებინა ახალი ამბავი და როდესაც ხელმეორედ დავუკავშირდით, გვიპასუხა:
- მახსოვს ეს ვიდეო, სადაც „ევროვიზიის“ გახსნაა გადაღებული.
- თამარ ჩერგოლეიშვილს იცნობ?
- ვიცნობ, მაგრამ მხოლოდ სალმით. გამიკვირდა მისგან ასეთი კომენტარი. შეიძლება, ენის არცოდნის გამო ადამიანი გააკრიტიკო?!.. რამ გააბოროტა ასე ჩერგოლეიშვილი, მთავრობის ცვლილებამ ხომ არა? მთავრობაში თვითონ იყვნენ და ეზრუნათ ჩვენი ინგლისურის ცოდნაზე. „ევროვიზიაზე“ რომ გავემგზავრეთ, დღეში თითო მომღერალს 30 დოლარი გამოგვიყვეს. ჯობდა, უფრო მეტი გამოეყოთ, მაგალითად, იმდენი, რამდენიც წინა წლებში სხვა მომღერლებზე დახარჯეს და მოვემზადებოდით ინგლისურში (იცინის).
- ვის გულისხმობ?
- რა მნიშვნელობა აქვს, ყველამ ძალიან კარგად იცის. ცოტა გაუგებარია, მე და ნინი შერმადინი რატომ ვართ ინგლისურის ცოდნის მაგალითები საქართველოში. საიტზე, სადაც ეს ინფორმაცია დევს, მკითხველთა კომენტარებსაც გავეცანი და ძალიან ადეკვატური შეფასებები წავიკითხე ხალხისგან.
Ratingპირდაპირ ვეტყოდი თამარ ჩერგოლეიშვილს - თავად უფრო მეტი სასირცხვილო თემა აქვს და არ შერცხვენია, ვიდრე წარმატებული მომღერლების ინგლისურის ცოდნა და შეფასებაა. მგონი, მას რაღაცების უნდა რცხვენოდეს, მაგრამ არ რცხვენია (იღიმის). რა ვიცი, თამარ ჩერგოლეიშვილი რომ ვინმეზე იტყვის, სამარცხვინოაო...

მომზადებულია სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 91 /
ნინი
ვეთანხმები ანრის, ჩვენ გოიმები გამოვყავართ ნაცების ცოლებს თავად კი განათლებული და პრესტიჟული დედაკაცები გონიათ თავი. თქვენ ღმერთმა უწყის რას საქმიანობთ და ეს ადამიანები მღერიან მაინც და თავისი შრომით შოულობენ ფულს
15:30 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
მაგდა
ჩერგოლეიშვილი ხო ქალი არაა,,ეგ საქონელია,,როგორ ეზიზგებატ ხალხს ეგ აუტანელი ხალხი,,მოშორდნენ ამ ქვეყნას საერტოდ
15:30 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარა
გაიხარე ანრი!!! კარგად მაცინე!
15:28 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუხბუხა
კი მარა ამას ცხრა ნომერი კალოშივით რომ აქვს პირი დაღებული მაგისი არ რცხვენია? :D :D :D
15:03 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სირცხვილი ის კი არაა ინგლისური არ იცოდე ის უფრო სირცხვილია ქართველი რომ თავის მშობლიურ ენას არაფრად აგდებს და თავი მოაქვს უცხო ენის ცოდნით
14:45 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
მრცხვენია მართლა და საერთოდ რატომაა აუცილებელი იცოდე ინგლისური თუ არა არსად პერსპექტივა და წინსვლა არ გაქვს, ზუსტად მაგათმა ინგლისურის ცოდნამ დაღუპა საქართველო ვითომ ,,ყოვლისმცოდნეები"მათ მთავარი ენა არ იციან, ადამიანური ენა, როგორ მინდა მაგ ენები დავაგლიჯო მაგ გამყიდველებს, ანრისნაირი ხმა და მუსიკალური ნიჭი აქვთ? ხოდა ყველას რაღაცის ნიჭი აქვს და საერთოდ მაგ ამაზრზენმა ხალხმა დაგვანებოს თავი, გვეყოფა 9 წელი ენაჩაგდებულები რომ ვყავდით და თვითონ ტლიკინებდნენ "ინგლისურად"
12:17 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
grisha
მაგ ჯორცხენამ არ იცის რომ სირცხვილი უცხო ენის არცოდნა კი არ არის, არამედ მშობლიური ენის არცოდნა და უპატივცემლობა.ეს ცოლ ქმარი მართლა თითონ არის სირცხვილი და თავის მოჭრა
11:18 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუთხუზა
ჩერგოლეიშვილი საერთოდ სირცხვილია თავისი მეუღლით. ყველაფრის მცოდნე და ყოველმხრივ განვითარებული ორი სირაქლემა
10:56 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
გულადი
ცხენივიტ რომ ჩიხვინებს ეს ის ქალბატონი არაა?
10:25 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
მზი
თამარას ნამდვილად ბევრი რამის გამო უნდა რცხვენოდეს. ხოლო ეგ და მისი ქმარი სრულიად საქართველოს დიდი სირცხვილია. ანრიმ რაც მტავარია მშობლიური ენა იცის ბევრისგან განსხვავებით.
08:59 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS