29 აპრილი, 2013
ანრი ჯოხაძე: „თამარ ჩერგოლეიშვილს თავად უნდა რცხვენოდეს!..“
„ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. „ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. ჩერგოლეიშვილს გაზიარებული ჰქონდა ბმული, ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ უსვამენ ინგლისურად შეკითხვას „ევროვიზიის“ გახსნაზე ანრი ჯოხაძეს, რომელიც მხოლოდ ერთი ფრაზით პასუხობს ჟურნალისტს და შემდეგ ნინი შერმადინს უხმობს. ეს უკანასკნელი კი უკვე ანრი ჯოხაძის მაგივრად პასუხობს რამდენიმე შეკითხვას ინგლისურ ენაზე. ზემოხსენებული ვიდეო
თამარ ჩერგოლეიშვილმა შემდეგი მინაწერით გააზიარა: „ე, ბიჭო, ძალიან ადვილი ენაა ინგლისური. ამას წინათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შევხვდით მედიის წარმომადგენელი რამდენიმე ქალი, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ზუსტად ასე საუბრობდნენ ქართული ტელევიზიების წამყვანი სახეები“.


ანრი ჯოხაძეს იმის გასარკვევად დავურეკეთ, ჰქონდა თუ არა წაკითხული ჩერგოლეიშვილის ეს კომენტარი და რას ფიქრობდა ამასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, მომღერალს არ ჰქონია ნანახი ეს ინფორმაცია, ამიტომაც რამდენიმე წუთი გვთხოვა, რომ ინტერნეტში თავად გადაემოწმებინა ახალი ამბავი და როდესაც ხელმეორედ დავუკავშირდით, გვიპასუხა:
- მახსოვს ეს ვიდეო, სადაც „ევროვიზიის“ გახსნაა გადაღებული.
- თამარ ჩერგოლეიშვილს იცნობ?
- ვიცნობ, მაგრამ მხოლოდ სალმით. გამიკვირდა მისგან ასეთი კომენტარი. შეიძლება, ენის არცოდნის გამო ადამიანი გააკრიტიკო?!.. რამ გააბოროტა ასე ჩერგოლეიშვილი, მთავრობის ცვლილებამ ხომ არა? მთავრობაში თვითონ იყვნენ და ეზრუნათ ჩვენი ინგლისურის ცოდნაზე. „ევროვიზიაზე“ რომ გავემგზავრეთ, დღეში თითო მომღერალს 30 დოლარი გამოგვიყვეს. ჯობდა, უფრო მეტი გამოეყოთ, მაგალითად, იმდენი, რამდენიც წინა წლებში სხვა მომღერლებზე დახარჯეს და მოვემზადებოდით ინგლისურში (იცინის).
- ვის გულისხმობ?
- რა მნიშვნელობა აქვს, ყველამ ძალიან კარგად იცის. ცოტა გაუგებარია, მე და ნინი შერმადინი რატომ ვართ ინგლისურის ცოდნის მაგალითები საქართველოში. საიტზე, სადაც ეს ინფორმაცია დევს, მკითხველთა კომენტარებსაც გავეცანი და ძალიან ადეკვატური შეფასებები წავიკითხე ხალხისგან.
Ratingპირდაპირ ვეტყოდი თამარ ჩერგოლეიშვილს - თავად უფრო მეტი სასირცხვილო თემა აქვს და არ შერცხვენია, ვიდრე წარმატებული მომღერლების ინგლისურის ცოდნა და შეფასებაა. მგონი, მას რაღაცების უნდა რცხვენოდეს, მაგრამ არ რცხვენია (იღიმის). რა ვიცი, თამარ ჩერგოლეიშვილი რომ ვინმეზე იტყვის, სამარცხვინოაო...

მომზადებულია სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 91 /
მარი
არავის არ ახსოვს ჩორგოლეიშვილი და მისნაირი მანდ-შკები, ამიტომ ცდილობენ ცოტათი გაიხანგძლივონ ცნობადობის ისტორია....მე სულაც მკიდია ვინაა ის არსება
16:36 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
კაცი
მიაყენოს რა ერთი ადგილი თამარმა...
16:30 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
დიანა
ტყუილად კი არ ყროყინებს ბოკერიას მეორე(?) ნახევარი სიცილის მაგივრად:)
16:18 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკო
არ ცოდნა, არ არის სამარცხვინო... როცა არ იცი და თავდაჯერებული ტონით საუბრობ და თავი მცოდნე გგონია, აი რა არის სამარცხვინო ქალბატონო თამარ..
16:17 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰმ
თამარა ჩერგოლეიშვილი-ინგლისურად მოყროყინე ვირი....
16:17 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
პატრიოტი
თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია და მისნაირნი აი რა არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის.
15:50 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ანრი, კითხე სიღერა თუ იცის თამარმა და შენც იცინე,თან ძალიან ბევრი.
15:46 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ჩერგოს ჩემი აზრით ქცევის მანერები აქვს დასახვეწი, ინგლისური ცოდნა ნუ გაგვიხადეს რაღაც სასწაული... გამოკლიავებულ უცხოელებს ასწავლონ ქართული ჯობია პირღია გამოქლიავებული სახით რომ დაბოდიალობენ აქეთ იქით...
15:41 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეტევანი
მას ის შერცხვეს რაც ქვეყანას ზიანი და ზარალი მიაყენეს და საქართველოს გაუბედურებას ცდილობდნენ და არ დასცალდათ, აი ამის სჰერცხვენ!!!
15:37 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
მაგდა
არ უნდა ცალი ხელი და პეხი არ ქონდეს და ანრივით მგეროდეს?
15:32 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS