29 აპრილი, 2013
ანრი ჯოხაძე: „თამარ ჩერგოლეიშვილს თავად უნდა რცხვენოდეს!..“
„ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. „ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. ჩერგოლეიშვილს გაზიარებული ჰქონდა ბმული, ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ უსვამენ ინგლისურად შეკითხვას „ევროვიზიის“ გახსნაზე ანრი ჯოხაძეს, რომელიც მხოლოდ ერთი ფრაზით პასუხობს ჟურნალისტს და შემდეგ ნინი შერმადინს უხმობს. ეს უკანასკნელი კი უკვე ანრი ჯოხაძის მაგივრად პასუხობს რამდენიმე შეკითხვას ინგლისურ ენაზე. ზემოხსენებული ვიდეო
თამარ ჩერგოლეიშვილმა შემდეგი მინაწერით გააზიარა: „ე, ბიჭო, ძალიან ადვილი ენაა ინგლისური. ამას წინათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შევხვდით მედიის წარმომადგენელი რამდენიმე ქალი, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ზუსტად ასე საუბრობდნენ ქართული ტელევიზიების წამყვანი სახეები“.


ანრი ჯოხაძეს იმის გასარკვევად დავურეკეთ, ჰქონდა თუ არა წაკითხული ჩერგოლეიშვილის ეს კომენტარი და რას ფიქრობდა ამასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, მომღერალს არ ჰქონია ნანახი ეს ინფორმაცია, ამიტომაც რამდენიმე წუთი გვთხოვა, რომ ინტერნეტში თავად გადაემოწმებინა ახალი ამბავი და როდესაც ხელმეორედ დავუკავშირდით, გვიპასუხა:
- მახსოვს ეს ვიდეო, სადაც „ევროვიზიის“ გახსნაა გადაღებული.
- თამარ ჩერგოლეიშვილს იცნობ?
- ვიცნობ, მაგრამ მხოლოდ სალმით. გამიკვირდა მისგან ასეთი კომენტარი. შეიძლება, ენის არცოდნის გამო ადამიანი გააკრიტიკო?!.. რამ გააბოროტა ასე ჩერგოლეიშვილი, მთავრობის ცვლილებამ ხომ არა? მთავრობაში თვითონ იყვნენ და ეზრუნათ ჩვენი ინგლისურის ცოდნაზე. „ევროვიზიაზე“ რომ გავემგზავრეთ, დღეში თითო მომღერალს 30 დოლარი გამოგვიყვეს. ჯობდა, უფრო მეტი გამოეყოთ, მაგალითად, იმდენი, რამდენიც წინა წლებში სხვა მომღერლებზე დახარჯეს და მოვემზადებოდით ინგლისურში (იცინის).
- ვის გულისხმობ?
- რა მნიშვნელობა აქვს, ყველამ ძალიან კარგად იცის. ცოტა გაუგებარია, მე და ნინი შერმადინი რატომ ვართ ინგლისურის ცოდნის მაგალითები საქართველოში. საიტზე, სადაც ეს ინფორმაცია დევს, მკითხველთა კომენტარებსაც გავეცანი და ძალიან ადეკვატური შეფასებები წავიკითხე ხალხისგან.
Ratingპირდაპირ ვეტყოდი თამარ ჩერგოლეიშვილს - თავად უფრო მეტი სასირცხვილო თემა აქვს და არ შერცხვენია, ვიდრე წარმატებული მომღერლების ინგლისურის ცოდნა და შეფასებაა. მგონი, მას რაღაცების უნდა რცხვენოდეს, მაგრამ არ რცხვენია (იღიმის). რა ვიცი, თამარ ჩერგოლეიშვილი რომ ვინმეზე იტყვის, სამარცხვინოაო...

მომზადებულია სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 91 /
სხვა ვანო
ანრი ეტყობა "ყურადღება";რომ არ მიაქციე მიტო გიკბინა----შე კაცო მიაქციეეე--მიაქციეეეე;;;;უყვარს მაგას "მიქცევაოოოო" ასე ამბობენ მაგათკენ---გაიგე ადამიანოოოო;;;;
21:19 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
მია
გენაცვალე ანრი მასე რააა იქნებ ამ სამარცხვინო და უაზრო ქალის ბოდიალი აგარ გამოაქვეყნოთ და პიარი არ გაუკეთოთ....რცხვენოდეს თვითონ რას ვიზავთ საქართველოში ყველას არ აქვს საშუალება ისწავლოს ინგლისური...ხალხი შიმშილით იხოცება მისი ნაბიჭ...ები კი საზGვარგარეთ სწავლობენ.....ფუუუ მეზიზგება ეს ვითომ QALI
18:10 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი
თვითონ სად ისჭავლეს ინგლისური????ლას-ვეგასის კაზინოში სტრიპტიზიორებთან ხოოოო...:D :D მე თამარაზე უკეთესადაც ვიცი ინგლისური და ბევრ მინისტრზეც მანდ..მაგრამ მდაბიდ მიმაჩნია ვინმე დავცინო...თუმცა ესენი ხომ სულ იცინოდნენ ქართველ ხალხზე..
17:57 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი...
რა აუცილებლობაა ინგლისურის ბრწყინვალე ცოდნა.ნინიმ გაართვა თავი მშვენივრად.ამერიკაში ვცხოვრობ და თვითონ ამერიკელებს არ უკვირთ და არ დაგცინებენ ინგლისურის არ ცოდნას.ეს ბოროტი და იაზვა თამარამ თავის თავს და თავის ბლუ ქმარს შეხედოს და მერე არავის აღარ დაცინებს,იმიტო რომ თვითონ ქვეყნის მასხარები არიან..ფუი მაგათ
17:53 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
შენ თუ იცი ინგლისური,რა გაგიკეთებია ქართველი ხალხისთვის.....ან იცი საერთოდ :)
17:49 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ვერ გავიგე ანრიმ რომ ინგლისური არ იცოდეს რა არის ამაში სასირცხვილო. სამარცხვინო თავად ჩორგოლეიშვიკლია მე თუ მკითხავთ.
17:40 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
მერი
ტვიტონ სასაცილო სხვაზე იცინის
17:09 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
დალი
უბრალოდ არ არის გასკრიტიკებელი თემა რა სჯობა იცოდე ინგლისური და იყო დაუფასებელი პიროვნება თუ არ იცოდე ინგლისური და იყოს სამშობლოს მოყვარული ვაჟკაცი.
17:03 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ადამიანმა რო მარტო ინგლისური იცოდეს და მეტი არაფერი, ე.ი. განათლებულია? ზუსტად ასე აზროვნებენ პაკისტანელები და ინდოელები, ე.ი. ყველაზე გაუნათლებელი ხალხი მთელ მსოფლიოში! მთელმა ინგლისმა იცის ინგლისური და ყველა განათლებულია? განათლებულის ის ადამიანი, ვისაც თავისი ქვეყანა და ენა ესათუთება და უფრთხილდება! აი ესაა ნამდვილი საზომი!
16:44 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ნინის და ანის ბრწყინვალებას არაფერი მოკლებია,პირიქიტ. და ცენ რომ გრცხვენოდეს საერტოდ არ გამოჰნდებოდი საზოგადოებრივ ასპარეზზე,ცენ ქარტულიც კი არ იცი!და საერტოდ კარგი იქნებოდა სენი ოჯახი რომ ანგრევდა გრამფირფიტების ერტადერტ ხმისჰამწერ სტუდიას და კორპუსებს ასენებდა,მასინ ამოგეგო ხმა....
16:39 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS