29 აპრილი, 2013
ანრი ჯოხაძე: „თამარ ჩერგოლეიშვილს თავად უნდა რცხვენოდეს!..“
„ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. „ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. ჩერგოლეიშვილს გაზიარებული ჰქონდა ბმული, ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ უსვამენ ინგლისურად შეკითხვას „ევროვიზიის“ გახსნაზე ანრი ჯოხაძეს, რომელიც მხოლოდ ერთი ფრაზით პასუხობს ჟურნალისტს და შემდეგ ნინი შერმადინს უხმობს. ეს უკანასკნელი კი უკვე ანრი ჯოხაძის მაგივრად პასუხობს რამდენიმე შეკითხვას ინგლისურ ენაზე. ზემოხსენებული ვიდეო
თამარ ჩერგოლეიშვილმა შემდეგი მინაწერით გააზიარა: „ე, ბიჭო, ძალიან ადვილი ენაა ინგლისური. ამას წინათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შევხვდით მედიის წარმომადგენელი რამდენიმე ქალი, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ზუსტად ასე საუბრობდნენ ქართული ტელევიზიების წამყვანი სახეები“.


ანრი ჯოხაძეს იმის გასარკვევად დავურეკეთ, ჰქონდა თუ არა წაკითხული ჩერგოლეიშვილის ეს კომენტარი და რას ფიქრობდა ამასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, მომღერალს არ ჰქონია ნანახი ეს ინფორმაცია, ამიტომაც რამდენიმე წუთი გვთხოვა, რომ ინტერნეტში თავად გადაემოწმებინა ახალი ამბავი და როდესაც ხელმეორედ დავუკავშირდით, გვიპასუხა:
- მახსოვს ეს ვიდეო, სადაც „ევროვიზიის“ გახსნაა გადაღებული.
- თამარ ჩერგოლეიშვილს იცნობ?
- ვიცნობ, მაგრამ მხოლოდ სალმით. გამიკვირდა მისგან ასეთი კომენტარი. შეიძლება, ენის არცოდნის გამო ადამიანი გააკრიტიკო?!.. რამ გააბოროტა ასე ჩერგოლეიშვილი, მთავრობის ცვლილებამ ხომ არა? მთავრობაში თვითონ იყვნენ და ეზრუნათ ჩვენი ინგლისურის ცოდნაზე. „ევროვიზიაზე“ რომ გავემგზავრეთ, დღეში თითო მომღერალს 30 დოლარი გამოგვიყვეს. ჯობდა, უფრო მეტი გამოეყოთ, მაგალითად, იმდენი, რამდენიც წინა წლებში სხვა მომღერლებზე დახარჯეს და მოვემზადებოდით ინგლისურში (იცინის).
- ვის გულისხმობ?
- რა მნიშვნელობა აქვს, ყველამ ძალიან კარგად იცის. ცოტა გაუგებარია, მე და ნინი შერმადინი რატომ ვართ ინგლისურის ცოდნის მაგალითები საქართველოში. საიტზე, სადაც ეს ინფორმაცია დევს, მკითხველთა კომენტარებსაც გავეცანი და ძალიან ადეკვატური შეფასებები წავიკითხე ხალხისგან.
Ratingპირდაპირ ვეტყოდი თამარ ჩერგოლეიშვილს - თავად უფრო მეტი სასირცხვილო თემა აქვს და არ შერცხვენია, ვიდრე წარმატებული მომღერლების ინგლისურის ცოდნა და შეფასებაა. მგონი, მას რაღაცების უნდა რცხვენოდეს, მაგრამ არ რცხვენია (იღიმის). რა ვიცი, თამარ ჩერგოლეიშვილი რომ ვინმეზე იტყვის, სამარცხვინოაო...

მომზადებულია სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 91 /
თიკო
ენის არ ცოდნა რა სამარცხვინოა ყველა ხომ ვერ ილაპარაკებს საუკეთესოდ ინგლისურად
09:24 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ეს ქალი ყველაზე სამარცხვინოა ცნობილ ქალთა შორის!მას საერთოდ არა აქვს მანერები,შოუებში მისი ყველა გამოსვლა იყო უაზრო და უსაქციელო!
23:56 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
:-)))))))))))))))))))))
წარმატებული მომღერალი? ჰმ,რამდენადაც მახსოვს ეს ევროვიზია ყველაზე წარუმატებელი იყო:-D ჰო, სიმღერა რაც ევროვიზიაზე ანრიმ გაიტანა ინგლისურენოვანი იყო,რატომ? თუ ეგ ენა არც თავად იცოდა კარგად ემღერა ქართულად! რაც ანრიმ წასვლამდე იბლატავა, ასეო, ისეო მოგებული გვაქ ევროვიზიაო, და ეხლა იძახის 30 დოლარი ცოტა იყოო? ბოდიში მაინც მოუხადოს საზოგადოებას! უნამუსო
22:48 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ინგლისურის არცოდნით ადამიანს ღირსება არ ილახება,ჩერგოლეიშვილი კი ერის ღირსებას ლახავს.ისე არ მიკვირს ფსიქიურად ვერ არის საწყალი
22:43 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
მალული
ინგლისურის არ ცოდნა სირცხვილის მიზეზი არაა, სხვა რამე არ გააკეთონ თავად სამარცხვინო...ანრიმ კი იმგეროს, ეს ნამდვილად კარგად იცის...
22:30 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
დასაცინები ხართ
მარი შენ წერაც კი არ იცი ინგლისური შრიფტით და ეგ მართლა სირცხვილია.
21:53 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
ჩორგოლეიშვილზე სამარცხვინო საქართველოში არის კიდევ ვინმე ნეტა?
21:29 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანი
ეს იდიოტკააა;ინგლიეურის არ ცოდნა როდის აქეთ გახდა სირცხვილი???საინტერესოა ერთი,,ასე რომ ანრი დაიკიდე რა ამ ჩერჩეტი ქალის ნაბოდვარი:
21:26 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
მარია
აი თურმე რა ღირსება ჰქონია ჩერგოლეიშვილს:ინგლისური სცოდნია.სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს.
21:23 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსკა
ვეთანხმები ანრის.ჩერგოლეიშვილს სასირცხვილო მეტი აქვს.
21:22 / 30-04-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS