29 აპრილი, 2013
ანრი ჯოხაძე: „თამარ ჩერგოლეიშვილს თავად უნდა რცხვენოდეს!..“
„ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. „ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. ჩერგოლეიშვილს გაზიარებული ჰქონდა ბმული, ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ უსვამენ ინგლისურად შეკითხვას „ევროვიზიის“ გახსნაზე ანრი ჯოხაძეს, რომელიც მხოლოდ ერთი ფრაზით პასუხობს ჟურნალისტს და შემდეგ ნინი შერმადინს უხმობს. ეს უკანასკნელი კი უკვე ანრი ჯოხაძის მაგივრად პასუხობს რამდენიმე შეკითხვას ინგლისურ ენაზე. ზემოხსენებული ვიდეო
თამარ ჩერგოლეიშვილმა შემდეგი მინაწერით გააზიარა: „ე, ბიჭო, ძალიან ადვილი ენაა ინგლისური. ამას წინათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შევხვდით მედიის წარმომადგენელი რამდენიმე ქალი, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ზუსტად ასე საუბრობდნენ ქართული ტელევიზიების წამყვანი სახეები“.


ანრი ჯოხაძეს იმის გასარკვევად დავურეკეთ, ჰქონდა თუ არა წაკითხული ჩერგოლეიშვილის ეს კომენტარი და რას ფიქრობდა ამასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, მომღერალს არ ჰქონია ნანახი ეს ინფორმაცია, ამიტომაც რამდენიმე წუთი გვთხოვა, რომ ინტერნეტში თავად გადაემოწმებინა ახალი ამბავი და როდესაც ხელმეორედ დავუკავშირდით, გვიპასუხა:
- მახსოვს ეს ვიდეო, სადაც „ევროვიზიის“ გახსნაა გადაღებული.
- თამარ ჩერგოლეიშვილს იცნობ?
- ვიცნობ, მაგრამ მხოლოდ სალმით. გამიკვირდა მისგან ასეთი კომენტარი. შეიძლება, ენის არცოდნის გამო ადამიანი გააკრიტიკო?!.. რამ გააბოროტა ასე ჩერგოლეიშვილი, მთავრობის ცვლილებამ ხომ არა? მთავრობაში თვითონ იყვნენ და ეზრუნათ ჩვენი ინგლისურის ცოდნაზე. „ევროვიზიაზე“ რომ გავემგზავრეთ, დღეში თითო მომღერალს 30 დოლარი გამოგვიყვეს. ჯობდა, უფრო მეტი გამოეყოთ, მაგალითად, იმდენი, რამდენიც წინა წლებში სხვა მომღერლებზე დახარჯეს და მოვემზადებოდით ინგლისურში (იცინის).
- ვის გულისხმობ?
- რა მნიშვნელობა აქვს, ყველამ ძალიან კარგად იცის. ცოტა გაუგებარია, მე და ნინი შერმადინი რატომ ვართ ინგლისურის ცოდნის მაგალითები საქართველოში. საიტზე, სადაც ეს ინფორმაცია დევს, მკითხველთა კომენტარებსაც გავეცანი და ძალიან ადეკვატური შეფასებები წავიკითხე ხალხისგან.
Ratingპირდაპირ ვეტყოდი თამარ ჩერგოლეიშვილს - თავად უფრო მეტი სასირცხვილო თემა აქვს და არ შერცხვენია, ვიდრე წარმატებული მომღერლების ინგლისურის ცოდნა და შეფასებაა. მგონი, მას რაღაცების უნდა რცხვენოდეს, მაგრამ არ რცხვენია (იღიმის). რა ვიცი, თამარ ჩერგოლეიშვილი რომ ვინმეზე იტყვის, სამარცხვინოაო...

მომზადებულია სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 91 /
ნია
მხოლოდ ,ქართველს შეუძლია მსგავს რაღაცაზე გააკრიტიკოს თანამემამულე...რა უბედურება გჭირთ, ნეტა ასეთი...მოგცლია "ქალბატონო" თამარ...
14:06 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
და რაც შეეხება ევროვიზიას, მოდი ამაზე საერთოდ ხმას ნუ ამოიღებთ. ვის ადარებთ სოფოს? რომესაც მანამდე 8 თვიანი ტურნე გაუკეთეს მთელს ევროპაში და უამრავი კონცერტი და რეკლამა ევროვიზიის ეგიდით და მერე ცალკე ხმის მისაცემად ფული დაარიგეს, რომ მონოები ეყიდათ და ხმა მიეცათ და მაინც 9 ადგილზე გავიდა? და საერთოდ რა არის ევროვიზია? მე იქ საუკეთესოს გაემარჯვოს არ მინახავს.. ანრი ღირსეული მუსიკოსია და იმიტომაც ვაფასებ, რომ თავის საქმეს 5ზე აკეთებს, და სხვებივით არ არის. არც ცხვირაწეული დადის და არც ფოეფოე "მოღერლებისავით" ჭორაობაზე და ჭკუისდარიგებაზეა გადასული.
18:29 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
მომღერალს ინგლისურის ცოდნა-არცოდნა არ მოეთხოვება. ვინც რა უნდა თქვას, მე მიმაჩნია, რომ ანრი მართლა პროფესიონალია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში სულ რამდენიმე მომღერალი გვყვავდა ძველი მთავრობის ხელში. ერთი პრიმადონა იყო და დანარჩენი წკრიალაშვილ-სტეფანეები და მათი მოძმეები, ვინც ცოცხალს საერთოდ ვერ მღეროდა. ანრი ყველას ერთადაღებულს ჩაისვავს ჯიბეში.
18:18 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქარტველი
ჩერგოლეიშვილი სულ გაგიჟდა... ერთ სიტყვას თუ მოძრაობას აღარ ტოვებს კომენტარების გარეშე... წადი ქალო ლობიო მოხარშე.... თავი ზეარსება ჰგონია და ვერავინ ვიყოვეთ მაგისი მოსაწონი... ერთი ანდაზა მახსენდება: გიჟს ყველა გიჟი ეგონაო. ეგრეა მაგისი საქმე. ვინმემ მიხედოს დროზე... იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიან და შეიძლება გადარჩენა
18:12 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
pirveli+
არცოდნა დასაცინია? თუ თავი დიდი ვინმე რომ გონია და არ ხარ ეგ არის დასაცინი? :დ
15:44 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კუკა
მდაბიო პროვინციული გამოხტომებით ცნობილ ჩერგოლეიშვილს გადაეცით, ანრის უწყინარ ინგლისურს რომ მიახტა, თუ მაგარი ქალია ერთი სარკოზის მისწეროს რომ ინგლისური არ გივარგაო... :-)) ჰაჰაჰაჰააა, molodec sredi ovec:-)))
10:19 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნა ნა
ქარტული არ იციან ის არ არის სამარცხვინო და ინგლისურის კარგად არ ცოდნა რა სამარცხვინოა
18:58 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დათიკო
ნაცმაცუნებს ქართულის არცოდნა არ უტყდებათ და ინგლისურის არცოდა ეგრეხებათ.ანრი თავის საქმეში პროფესიონალია და მთელ ნაცმოძრაობაში ნახონ ეგეთი მომღერალი თუ ყოჩაღები არიან:)))
13:18 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ტელეფონში ამის ღიმილი სად დაინახა ჯურნალისტმა -ძაან მაინტერესებს)))
12:42 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
იიიი
მარაზმატიკი ქალი "მანგუსტა" ვეათანხმები ბატონ რეზო ამაშუკელს :))))))
11:47 / 01-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS