29 აპრილი, 2013
ანრი ჯოხაძე: „თამარ ჩერგოლეიშვილს თავად უნდა რცხვენოდეს!..“
„ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. „ამბები ჯიმ“ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქიდან“ კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. ჩერგოლეიშვილს გაზიარებული ჰქონდა ბმული, ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ უსვამენ ინგლისურად შეკითხვას „ევროვიზიის“ გახსნაზე ანრი ჯოხაძეს, რომელიც მხოლოდ ერთი ფრაზით პასუხობს ჟურნალისტს და შემდეგ ნინი შერმადინს უხმობს. ეს უკანასკნელი კი უკვე ანრი ჯოხაძის მაგივრად პასუხობს რამდენიმე შეკითხვას ინგლისურ ენაზე. ზემოხსენებული ვიდეო
თამარ ჩერგოლეიშვილმა შემდეგი მინაწერით გააზიარა: „ე, ბიჭო, ძალიან ადვილი ენაა ინგლისური. ამას წინათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შევხვდით მედიის წარმომადგენელი რამდენიმე ქალი, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ზუსტად ასე საუბრობდნენ ქართული ტელევიზიების წამყვანი სახეები“.


ანრი ჯოხაძეს იმის გასარკვევად დავურეკეთ, ჰქონდა თუ არა წაკითხული ჩერგოლეიშვილის ეს კომენტარი და რას ფიქრობდა ამასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, მომღერალს არ ჰქონია ნანახი ეს ინფორმაცია, ამიტომაც რამდენიმე წუთი გვთხოვა, რომ ინტერნეტში თავად გადაემოწმებინა ახალი ამბავი და როდესაც ხელმეორედ დავუკავშირდით, გვიპასუხა:
- მახსოვს ეს ვიდეო, სადაც „ევროვიზიის“ გახსნაა გადაღებული.
- თამარ ჩერგოლეიშვილს იცნობ?
- ვიცნობ, მაგრამ მხოლოდ სალმით. გამიკვირდა მისგან ასეთი კომენტარი. შეიძლება, ენის არცოდნის გამო ადამიანი გააკრიტიკო?!.. რამ გააბოროტა ასე ჩერგოლეიშვილი, მთავრობის ცვლილებამ ხომ არა? მთავრობაში თვითონ იყვნენ და ეზრუნათ ჩვენი ინგლისურის ცოდნაზე. „ევროვიზიაზე“ რომ გავემგზავრეთ, დღეში თითო მომღერალს 30 დოლარი გამოგვიყვეს. ჯობდა, უფრო მეტი გამოეყოთ, მაგალითად, იმდენი, რამდენიც წინა წლებში სხვა მომღერლებზე დახარჯეს და მოვემზადებოდით ინგლისურში (იცინის).
- ვის გულისხმობ?
- რა მნიშვნელობა აქვს, ყველამ ძალიან კარგად იცის. ცოტა გაუგებარია, მე და ნინი შერმადინი რატომ ვართ ინგლისურის ცოდნის მაგალითები საქართველოში. საიტზე, სადაც ეს ინფორმაცია დევს, მკითხველთა კომენტარებსაც გავეცანი და ძალიან ადეკვატური შეფასებები წავიკითხე ხალხისგან.
Ratingპირდაპირ ვეტყოდი თამარ ჩერგოლეიშვილს - თავად უფრო მეტი სასირცხვილო თემა აქვს და არ შერცხვენია, ვიდრე წარმატებული მომღერლების ინგლისურის ცოდნა და შეფასებაა. მგონი, მას რაღაცების უნდა რცხვენოდეს, მაგრამ არ რცხვენია (იღიმის). რა ვიცი, თამარ ჩერგოლეიშვილი რომ ვინმეზე იტყვის, სამარცხვინოაო...

მომზადებულია სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 91 /
დააააააააააა
ჩერგოლეიშვილი ჯამრთელი არ არის, ეს ფაქტია. ანრი წარმატებული მომღერალია და საერთოდ რა პონტია საკუთარი-ს ასეთი გაქილიკება, ეს ადასტურებს იმას რომ იჯიშოები ვართ. ასე ცოტანი ვართ და მაინც ერთმანეთს ვჭამთ.
23:31 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკა
ხალხო რა გჭირთ,არიან ადამიანები რომლებიც შეიძლება გააკრიტიკო ან შენიშვნა მისცე,და არიან არსებები რომლებიც კრიტიკის და შეფასების ღირსად არ უნდა ჩააგდოთ.
09:46 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
სასაცილოა თამარა რომ სხვებს დასცინის არა და სასაცილო მართლა არი თავისი საქციელით,გიგი იგულავაზე რომ არი ჩაფსკვნილი,რა სასაცილოა თამარა
21:43 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
ხალზო ჩერგოლეიშვილზე ვლაპარაკობთ.ქალმა პირდაპირ ეთერში გახსოვთ რეები ილაპარაკა? სიცილზე ხომ ვეცემით საერთოდ......
21:35 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
პიკასოს ბიჭებში გაცილებით უკეთესია ნიკა.ეს შოუ საშინელებაა
21:32 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტაბულა
ქ-ნო ტამარა სხვატაშორის ბევრმა დიდმა ქარტველმა ინგლისური,გერმანული რუსული ბრწყინვალედ იცოდა მაგრამ საქარტველოს გარეტ მხოლოდ ქარტულად საუბრობდა და ტარჯიმანს იყენებდა.ერტი რომ ტავის ენას სცემდნენ პატივს და მეორეც ეტიკეტს იცავდნენ.შეგიძლიატ გადაშალოტ საზოგადოებაში ქცევის შესახებ წიგნები და ცოტა მეტი განატლებას ეზიაროტ,მხოლოდ ინგლისურის ცოდნა კარგ ტონზე არ ლაპარაკობს ტქვენი მხრიდან.მიიღეტ როგორც მეგობრული რჩევა ტაბულისაგან და არა ბოღმად.
18:36 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბესო
საქარტველოში ინგლისურის და სხვა ენების ცოდნა არასოდეს არ უკვირდა განატლებულ ადამიანს. ამ ქალის გამოსვლები იმდენად გოიმურია რომ სულაც არ არის გასაკვირი რომ ტვიტონ უკვირდეს ინგლისური რომ იცის.ჯერ კიდევ საკიტხავია იცის რომ?
18:29 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელო
ერთხელ ვთქვი და ვიმეორებ:ანრი იქ წასული იყო სამღერად და არა უცხოელ ჟურნალისტებთან სასაუბროდ. სასაცილოა რომ ინგლისურის არ ცოდნა სამარცხვინოდ მიაჩნია ვიღაცას. მე უფრო გამეხარდებოდა რომ ანრის ქართულად ესაუბრა და თარჯიმანს ეთარგმნა. განა ჩემს ქართულზე უფრო ლამაზი ენა არსებობს? გრცხვენოდეს ჩორგოლეიშვილო
16:10 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სალი
ტამარა ისევ სჰენ გაბანდზდი ცუნცულ?დ
14:35 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ენის არ ცოდნა დასაცინი არ არის,მაგრამ ანრის გამკვირვებია,მახსოვს როგორი სიამაყით ამბობდა ხუთიანი ამოვხაზეო,ნაცები ესე უზდიან ადამიანებს ერთგულებას.
14:07 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS