04 მარტი, 2015
მის თიკას სკანდალური აღიარება: "ჩემთვის სექსში ყველაფერი დასაშვებია...''
ძალიან მხიარული, მოსიყვარულე, მეგობრული და თავმდაბალი ადამიანი ვარ თამარა ჯაბანაშვილი, იგივე მის თიკა, ქართველი მომღერალია, რომელმაც ეზიაშიც გაითქვა სახელი. მისი რამდენიმე სიმღერა ქართულ ჰიტად იქცა, მათ ხშირად გაიგონებთ რადიოს მოსმენისას ან ტელევიზორის ყურებისას.

- რამდენი წლის ხარ?
- 26 წლის ვარ.
- რა ასაკში დაიწყე შოუბიზნესში მოღვაწეობა?
- შოუბიზნესში 15 წლიდან ვმოღვაწეობ. ზოგადად რთულია ნებისმიერ ქვეყანაში პოპულარობის მოპოვება, საქართველოში კი განსაკუთრებით, რადგან შოუბიზნესი ფაქტობრივად არ არსებობს. ბევრს ერევა ცნობილობა და პოპულარობა. პოპულარულობის საწინდარი მაინც პროდუქტის
ხარისხშია, რაც დიდი შრომის ფასად მიიღწევა.
- ვინ დაგიფინანსა პირველი კლიპი?
- ყველა კლიპი საკუთარი სახსრებით და მეგობარი კლიპმეიქერების დახმარებით მაქვს გადაღებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ გვერდში დგომისთვის.
- თავი სექსუალურ ქალად მიგაჩნია?
- კი, სექსუალურობა ყველა ქალშია რაღაც დოზით.
- როგორ გგონია, საზოგადოებისთვის საინტერესო ხარ?
- დიახ. ამას არა მარტო სოციალური ქსელიდან, არამედ ჟურნალებიდან და სხვადასხვა გადაცემიდან ვგრძნობ. ერთი კვირის წინ ახალი კლიპის პრემიერა შედგა ტელეკომპანია ,,იმედის" არხზე ,,ჯაჯანიძეს შოუში." მან ძალიან დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა.
- ცნობილ მამაკაცთან რომანი გქონია?
- კი, არ დაგიმალავ და მქონია...
- რატომ გადაწყვიტე პოპ-რეპ ჟანრის მომღერლობა?
-ნებისმიერ ჟანრში შემიძლია მუშაობა. საქართველოში მიცნობენ, როგორც პოპ-რეპ ჟანრის მომღერალს, მაგრამ უცხოეთის შოუბიზნესის ბაზარზე გატანილი მაქვს კლუბურ-რეპული მუსიკების კრებული. აზიაში მუსიკის ეს მიმდინარეობაა პოპულარული.
- როგორი ადამიანების არ გესმის? თავად შენ ადვილად გიგებენ?
- არ მესმის ისეთი ხალხის ვისაც სიყვარული არ შეუძლია. აგრეთვე, ვერაფრით ვუგებ მათ, ვინც ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ თავის აზრში ჯიუტად არის დარწმუნებული. უმოქმედო და ზარმაც ადამიანებსაც ვერ ვუძებნი გასასამართლებელ საბუთს.
რაც შემეხება მე... ფანტასტიკურად მიგებს უმრავლესობა, იმიტომ რომ ძალიან მხიარული, მოსიყვარულე, მეგობრული და თავმდაბალი ადამიანი ვარ.
- ერთ-ერთ სიმღერაში აღნიშნავ, რომ არ ემორჩილები წესებს... რა წესები იგულისხმება?
- ეს სიმღერა ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე... წესების დაცვის მომხრე ვარ, მაგრამ თუ ჩემთვის მიუღებელი ჩარჩოები დისკომფორტს მიქმნის აუცილებლად დავარღვევ მათ.

Rating

- რა არ გაინტერესებს?
- არაჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი.
- ტატუ გაქვს?
- სამი: ვიოლონის გასაღები და ნოტები, წარწერა მისტიცალ ფლოწერ, მესამეს საიდუმლოდ დავტოვებ.
- შენთვის რა არის დაუშვებელი სექსში?
- ჩემთვის სექსში ყველაფერი დასაშვებია. მიყვარს თავისუფლება და მოფერება. ვნება უსაზღვრო უნდა იყოს. ანალურ სექსს ვერიდები, რადგან ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
- რის გამო შეგიძლია კამერების წინ გაშიშვლება?
- მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნების გამო.
- როგორ დაახასიათებდი ქართულ მენტალიტეტს?
- მომწონს ქართული სტუმართმოყვარეობა, კულტურა და ხელოვნება.
- შეყვარებული ხარ?
- ამ ეტაპზე ტაიმაუტი მაქვს
- როგორ უნდა მოგხიბლოს მამაკაცმა?
- ზრდილობიანი უნდა იყოს, ჯანსაღი წესით უნდა ცხოვრობდეს. მომწონს იუმორით სავსე და განათლებული კაცები. უპირატესობას ვანიჭებ შავგვრემანებს.

თათული ღვიანიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ლია
არაა საჭირო შენი სექსუალური მოთხოვნები ყველას მოახვიო თავს.....
20:23 / 03-06-2015
გამოხმაურება / 0 /
salio
Martalia es gogo da scorad azrovnebs,da darcmunebulivar bevri gaakritikebs magram gulshi ipikrebs mainc rom martals ambobs.kochag vamakob shennairi kargad jansagad moazrovne lamazi kalit
17:51 / 09-04-2015
გამოხმაურება / 0 /
salo
Martalia es gogo da scorad azrovnebs,da darcmunebulivar bevri gaakritikebs magram gulshi ipikrebs mainc rom martals ambobs.kochag vamakob shennairi kargad jansagad moazrovne lamazi kalit
17:48 / 09-04-2015
გამოხმაურება / 0 /
გაოგნებული
არა სიხარულო ჯანმრთელობისთვის მავლებელი ნამდვილად არაა. შეგიძლია დაიწყო. ეს ჟურნალისტები ისე არიან გარკვეულები ამ საკითხში მეც კარგად გამარკვიეს. მისაღებ გამოცდებზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის აბიტურიენტები უნარების მაგივრად სექს უალურ შეკითხვებს გასცემენ პასუხს. მინიმალური გამსვლელი ქულაა 5 მაქსიმალური 70
10:44 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
!!
კიდევ ერთი გმირი! მიბაძეთ, გოგონებო!
09:40 / 05-03-2015
გამოხმაურება / 0 /
dato
Mshvenieri gogoa da nu atrakebt exla )))
08:06 / 05-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ლამაზიცაა და ჯანსაღადაც აზროვნებს!!!
02:52 / 05-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელი
და ეს ვიღაა,ხომ არ "გაგვანათლებდით" არა.ჯეჯეს სტუმარი რომაა,გასაგებია,მაგრამ სხვა????
20:29 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS