04 მარტი, 2015
უსამართლობა ''ორ ვარსკვლავში''- ვინ მოითხოვა პროექტის დატოვება მიკა ჯეჯელავას გამო
პროდიუსერებმა  პროექტის წესები ბოლომდე დაიცვეს
''ორი ვარსკვლავის'' მომდევნო ტური მირიან ჯეჯელავას და ნინი ცნობილაძის წყვილმა დატოვა. აუტსაიდერებში მათი და პეჩოს და მაგდა ვასაძის წყვილის მოხვედრა ჟიურიმ გააპროტესტა და ვეტოს გამოყენების უფლება მოითხოვა. ვეტოს გამოყენებას დარბაზიც ერთხმად ითხოვდა, მაგრამ პროდიუსერებმა  პროექტის წესები ბოლომდე დაიცვეს და ახლა  ''ორ ვასკვლავში'' ერთით ნაკლები მონაწილეა.

პროექტის ერთ ერთი მონაწილე ხათუნა ჟორდანია მომხდარს შემდეგი სტატუსით გამოეხმაურა.  

''ძალიან
დამწყდა გული იმ უსამართლობაზე, რაც გუშინ მოხდა ''ორ ვარსკვლავში''. ჩემი აზრით მირიან ჯეჯელავა და ნინი ცნობილაძე ერთ-ერთი  ძლიერი (ჩემი  ფავორიტი) წყვილი ოყო, ვინც იმსახურებდა ფინალში გასვლას. მე და გიომ მოვითხოვეთ პროექტის დატოვება მიკის და ნინის მაგივრად, მზად ვიყავით გუშინვე წამოვსულიყავით პროექტიდან და დაგვეტოვებინა.

ჩვენი აზრით, ჩვენზე უფრო ძლიერი, ახალგაზრდა კონკურსანტები არიან პროექტში, მაგრამ ტელევიზიამ უარი გვითხრა.

მეც, ისევე როგორც ბევრი ადამიანი, ვთვლი, რომ აუტსაიდერებში პეჩო და მიკი არ უნდა მდგარიყვნენ, მაგრამ ეს კონკურსია და მოხდა ის, რაც მოხდა.

რაც შეეხება უარყოფით კომენტარებს , ჩვენი(მე და გიოს) და ჟიურის წევრების მეგობრობასთან დაკავშირებით - ჩემი აზრით, ჩვენს არანაირ წახალისებას მათი მხრიდან, არც ერთ ტურში, ადგილი არ ქონია. და თუ ნახევარი თბილისი ჩემი და გიოს მეგობარია, სახლიდან აღარ გამოვიდეთ? თუ დავმალოთ? მგონი ყველაფერი ვთქვი, რაც მინდოდა რომ მეთქვა.

მირიან ჯეჯელავა და  ნინი ცნობილაძე მიყვარხართ უზომოდ და მარტო იმისთვის ღირდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, რომ თქვენ გაგიცანით'', წერს ხათუნა ჟორდანია.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
ტატო
ზოგ-ზოგიერთებს რომ დატოვებ და ამათ რომ დაატოვებიებ პროექტს. ყველაფერი ჟიურის ბრალია დაბალი ქულები რომ დაუწერეს,მერე აღარ მოეწონათ თავის საქციელი და გაიძახოდენ;ვეტო, ვეტოო.
22:22 / 08-03-2015
გამოხმაურება / 0 /
keti
ყოჩაღ ხათუნა! ქართულ კონკურსებს რითი უნდა გავეკვირვებინე, მაგრამ ეს უსამართლობის პიკი იყო!
18:23 / 07-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ჟიური იყოს ობიექტური და ასეთი შედეგიც არ იქნება!
13:19 / 05-03-2015
გამოხმაურება / 0 /
te
რა უსამართლობაა,წინა სეზონში ხომ გამოიყენეს ვეტო,სწორედ მაშინ როცა ონაშვილი იყო აუტსაიდერი და სხვა პროექტებშიც,მაშინ ის თუ იყო ძლიერი კონკურსანტი ეხლა რა შეიცვალა,ვეტოს გამოყენების მაგაზე უკეთესი შანსი მაგათ აღარ ექნებათ,თუმცა მაინც რასაც უნდა იმას გააკეთებენ,ვინმეს ეკითხებიან?
00:21 / 05-03-2015
გამოხმაურება / 0 /
სიმონი
ამაზე ამაზრზენი შედეგი ჯერ არ მახსენდება , რამ განაპირობა?/// ჟიურის არასწორმა კომენტარებმა. ვითომდა ითხოვდნენ მეტს წარმატებული დუეტისგან, მივიღეთ რა?-ცუდი შედეგი.
16:23 / 04-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS