27 თებერვალი, 2015
დაკრძალვის სელფის ავტორის პირველი კომენტარი - ''შეიძლებოდა, რომ ეს ფოტო არ დამედო…''
იყვნენ ისეთებიც, რომლებისთვისაც ეს ფოტო სახალისო აღმოჩნდა ტელეჟურნალისტ გიგა მაქარაშვილის მიერ საკუთარ ''ფეისბუქზე'' განთავსებულმა ფოტომ დილიდან სოციალური ქსელები ააფეთქა. ფოტოზე დასაფლავების კადრია ასახული, გიგას სასახლე მხარზე აქვს შემოდებული და იღიმის. ბევრისთვის დაკრძალვის მსგავსი კადრი მიუღებელი აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც გოგა ხაჩიძემ ეს ფოტო ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გააზიარა, ინტერნეტსაიტების ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. კომენტატორებს შორის ერთ-ერთმა მას ''შავი სელფი'' უწოდა, ხოლო გამზიარებლების უმეტესობამ წლის სელფად აღიარა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებისთვისაც ეს ფოტო სახალისო აღმოჩნდა, თუმცა უმრავლესობ
ამ მსგავსი საქციელი დაგმო.
ამ ამბის მთავარ გმირს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რამ გადააწყვეტინა ბებიის დაკრძალვაზე გაღიმება.

გიგა მაქარაშვილი:

- ბებია გარდამეცვალა, რომელიც ძალიან მიყვარდა. არა მგონია, ჩემზე მეტად ვინმეს უყვარდეს ან პატივს სცემდეს. მომივიდა თავში აზრად, რომ მისი თხოვნა შემესრულებინა. ბებია 86 წლის გახლდათ. რამდენიმე წელია, გვთხოვს, გარდაცვალების შემდეგ უკანასკნელ გზაზე ღიმილით გამაცილეთ, არ იტიროთო. რა თქმა უნდა, სასაცილო არაფერი ყოფილა, მაგრამ ბებიას ბოლო თხოვნა შევუსრულე. მეტი არაფერი.
- შენს სელფის ინტერნეტში საკმაოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
- იმისთვის არ გამიკეთებია, რომ ასეთი რეაქცია მოჰყოლოდა. საერთოდ არ ვიღებ სელფებს და ეს ჩემი პირველი სელფია. რა თქმა უნდა, მეგონა, რომ გამოხმაურებას გამოიწვევდა, მაგრამ ასეთს - არა. შეიძლებოდა, რომ ეს ფოტო არ დამედო, მაგრამ დავდე. ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე ვნახე, რომ 400 გაზიარება ჰქონდა და მთლიანობაში 1000-მდე. ვფიქრობ, რომ ეს სელფი ასეთი გასაბრაზებელი ნამდვილად არ ყოფილა.

ნინო მურღულია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
eex!
ავადმყოფი ერი!
14:14 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
ზუსტადაც გასაბრაზებელია, ყველაფერზე ხუმრობა შეიძლება? ეგ არის თქვენი ,,ევროპული" აზროვნება? ფუ!!!!!!!!!!!!!!!
13:56 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS