27 თებერვალი, 2015
დაკრძალვის სელფის ავტორის პირველი კომენტარი - ''შეიძლებოდა, რომ ეს ფოტო არ დამედო…''
იყვნენ ისეთებიც, რომლებისთვისაც ეს ფოტო სახალისო აღმოჩნდა ტელეჟურნალისტ გიგა მაქარაშვილის მიერ საკუთარ ''ფეისბუქზე'' განთავსებულმა ფოტომ დილიდან სოციალური ქსელები ააფეთქა. ფოტოზე დასაფლავების კადრია ასახული, გიგას სასახლე მხარზე აქვს შემოდებული და იღიმის. ბევრისთვის დაკრძალვის მსგავსი კადრი მიუღებელი აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც გოგა ხაჩიძემ ეს ფოტო ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გააზიარა, ინტერნეტსაიტების ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. კომენტატორებს შორის ერთ-ერთმა მას ''შავი სელფი'' უწოდა, ხოლო გამზიარებლების უმეტესობამ წლის სელფად აღიარა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებისთვისაც ეს ფოტო სახალისო აღმოჩნდა, თუმცა უმრავლესობ
ამ მსგავსი საქციელი დაგმო.
ამ ამბის მთავარ გმირს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რამ გადააწყვეტინა ბებიის დაკრძალვაზე გაღიმება.

გიგა მაქარაშვილი:

- ბებია გარდამეცვალა, რომელიც ძალიან მიყვარდა. არა მგონია, ჩემზე მეტად ვინმეს უყვარდეს ან პატივს სცემდეს. მომივიდა თავში აზრად, რომ მისი თხოვნა შემესრულებინა. ბებია 86 წლის გახლდათ. რამდენიმე წელია, გვთხოვს, გარდაცვალების შემდეგ უკანასკნელ გზაზე ღიმილით გამაცილეთ, არ იტიროთო. რა თქმა უნდა, სასაცილო არაფერი ყოფილა, მაგრამ ბებიას ბოლო თხოვნა შევუსრულე. მეტი არაფერი.
- შენს სელფის ინტერნეტში საკმაოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
- იმისთვის არ გამიკეთებია, რომ ასეთი რეაქცია მოჰყოლოდა. საერთოდ არ ვიღებ სელფებს და ეს ჩემი პირველი სელფია. რა თქმა უნდა, მეგონა, რომ გამოხმაურებას გამოიწვევდა, მაგრამ ასეთს - არა. შეიძლებოდა, რომ ეს ფოტო არ დამედო, მაგრამ დავდე. ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე ვნახე, რომ 400 გაზიარება ჰქონდა და მთლიანობაში 1000-მდე. ვფიქრობ, რომ ეს სელფი ასეთი გასაბრაზებელი ნამდვილად არ ყოფილა.

ნინო მურღულია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
фффф-ს მივმართავ
საგოიმეთი როა მეც ვიცი აბა შენნაირს უცხოეთსი რა უნდა ყანაში უნდა იჯდე და "მანდავრობაააა" უნდა იძახო! ქართულად გამართულად ვერ საუბრობ 1 წინადადებას ვერ ამბობ გამართულად და შენ ვისზე რას ამბობ :) მეცინება შენნაირ გაუნათლებლებზე...საქართველოდან წასვლა ვერ გამოგიყვანს ისევ ის ყანა დარჩები რაც წასვლამდე იყავი :*
23:24 / 28-02-2015
გამოხმაურება / 0 /
lii
მაიას- ევროპაში ასე არ იქცევიან. თუმცა თუ ბებიამ სთხოვა გასაბრაზებელი არაფერია, მე მომეწონა
19:48 / 28-02-2015
გამოხმაურება / 0 /
გია
ვიღაც ''ჭკვიანი'' გვსაყვედურობს-ხუმრობაზე აცრილები ხართო? ყველაფრის მასხარად აგდება არ შეიძლება! შეიგნეთ ზოგიერთმა ! და ეს ტრულაილა მედოლე ექსვაიმინისტუკა ხაჩიკა, ჭორიკანა ბოზივით რომ დაძრწის საიტებზე და ხვეტავს ყოველგვარ ნაგავს,მერე გახარებული ვირის ყროყინით რომ აქვეყნებს,მეტი საქმე არა აქვს?თუმცა მაგისი გაკეთებული საქმე გინახიათ ვინმეს? ეგ უბედური ხაჩიკა შემთხვევით დაიბადა ადამიანად. კანონით,მაკაკას გალიიდან უნდა გვეჭღანებოდეს ეგ ბლანჯიანი მახინჯი.ახლა პარლამენტიდან გვეჭყანება! ესაა ჩვენი დიდი უბედურება,რომ ჟრიამულამ მაგნაირი მაიმუნებით გაავსო მთავრობა.ახლაც ვერ მოგვიშორებია ეს ჭიამკვდრები და ხალხს დასცინიან!
17:45 / 28-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თაკო
აბ ბიჭს თავში რიგზე ვერ აქვს მგონი ყველაფერი...აუჰ(((
17:30 / 28-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ффффф
ваиме халхно ра цодоеби харт шоридан ра укетесад чанс ра габандзебули да сагоиметия мандавроба кароче пиздеция ра
10:24 / 28-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თქვენი საქმე არაა ვინ როგორ ფოტის დადებს.მარტო სხვის განკიცხვასჰი ხარტ მაგრები
00:11 / 28-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია-ს
ევროპა აქ არაფერშუაშია.ევროპაში ასე არ იქცევიან.
23:56 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
***
ღიმილით გამაცილეთო, თორემ თავი მომჭერი და საქვეყნოდ გამომაჭენე მკვდარიო ხომ არ უთხოვია. თან აქ კი არ იღიმები, კაიფობ! ვაი შენს ცოცხლად დარჩენილ პატრონს !!!
22:26 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
რა სალაპარაკო ეს გახდა მშვენიერი სახალისო სურათია
20:57 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
მოკლედ... ხუმრობაზე აცრილები ხართ ხალხო?უსწორდება და გადაიღო.მერე რაა?
20:45 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS