25 თებერვალი, 2015
მიშა მესხისა და გიორგი ნაკაშიძის პირველი კომენტარები ''ოსკარიდან'' დაბრუნების შემდეგ - ''ბუნებრივად გიჟ არსებას, არ უნდა მოთხოვოთ ბანკირის საქციელი...''
ჩვენ ეს შევძელით! გილოცავთ! ცხოვრება მშვენიერია! ''ოსკარის'' ცერემონიალიდან დაბრუნებულმა მიშა მესხმა და გიორგი ნაკაშიძემ სოციალური ქსელის საშუალებით ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მომხდარი მოვლენები შეფასეს:

"როგორც იქნა ჯიგრებო გავიღვიძე. ძალიან გული დამწყდა, რომ ოქროს ბიჭი ვერ ჩამოგიტანეთ, მაგრამ რას იზამ, ცხოვრებაა ასეთი, ხან გაგიმართლებს, ხან ვერა. ძალიან მიყვარხართ, არ ვიცი ბოდიში მოსახდელია თუ არა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდოდა გამეხარებინა ჩემი ერი.

როგორც ბაბუაჩემი ახარებდა ჩვენს პატარა ერს, ანდა თუნდაც ჩვენი დინამოს 1981 წლის თასების თასის გამარჯვების
დროს, რადგან მე ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ჩვენ სამ მილიონიან ქვეყანაში, თუნდაც ერთი კაცის გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ვეცდებით რომ შემდეგში ჩამოგიტანოთ ეს ოქროს ბიჭი" - წერს მიშა მესხი.

კოლეგის გამართლებას ცდილობს გიორგი ნაკაშიძე და მესხის ჩაძინებას ასე ამართლებს:

"48 საათი გზაში იყო! ბევრი სულელური მიზეზის გამო და ცერემონიალზე ყველა თავისუფალ წერტილში დალევას სთავაზობდნენ,მოხიტო დალია ოთხი ჭიკა, აბა მიშა რისი მიშაა,მერე "ოსკარს" დაესიზმრა მიშა!

მე ვფიქრობ,რომ მიშას ეს მდგომარეობა "ოსკარის" ქრონიკის ერთ-ერთი დაუჯერებელი ფოტო იქნება,ჩემი თხოვნაა მსახიობის ცოტა ბუნებრივად გიჟ არსებას, არ უნდა მოთხოვოთ ბანკირის საქციელი!

ყველას უდიდესი მადლობა თანადგომისთვის! მთელი ჩვენი შინაგანი სურვილი გაჟღენთილი იყო საქართველოზე და ჩვენ თანამემამულეებზე.

სიხარულით რომ აგვეღო მთავარი პრიზი, მე წარმომიდგენია,რომ ასეთ შემთხვევაში "დინამო" თასების მფლობელი რომ გახდა, ჩვენ ისაყვარელი ქალაქი,იმ ყველაფერს თავიდან განიცდიდა,მაგრამ ფინალში პენალტი წავაგეთ,რაც თქვენ თვითონაც იცით,როგორი დიდი ტკივილია ჩვენთვის,მაგრამ ვერცხლის ჯილდოს ნომინაცია მივიღეთ!

ჩვენ ეს შევძელით! გილოცავთ! ცხოვრება მშვენიერია! იფიქრეთ,რომ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე გულით და დიდი უანგარო სიყვარულით ვაკეთოთ...''

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ხვიჩა
მაქამდეც მისვლაც გამარჯვებაა,გისურვებთ წინსვლას.
06:54 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
anuki
მაგრები ხართ ! ვამაყობ თქვენით.დიდ წარმატებებს გისურვებთ სულ!
00:55 / 27-02-2015
გამოხმაურება / 0 /
irini
გულს ნუ გაიტეხთ ბატონებო,თქვენ ასახელეთ ჩვენი ერი,რაც შეეხება მიშას ძილს,მიშა აქაც ორიგინალური და განუმეორებელია,ოსკარი კი არა,თქვენ და თქვენისთანა ნიჭიერი ქართველებია უმთავრესი.
16:23 / 26-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ელისო
მაგრები ხართ გაიხარეთ
00:54 / 26-02-2015
გამოხმაურება / 0 /
თეა
ნუ წაიღეთ ტვინი ჩაეძინა ჩაეძინას ძახილით, ნუ ხართ სხვის დეფიციტზე ორიენტირებული და ყველაფერს ბნელი კუთხიდან ნუ უყურებთ, იქნებ დადებითიც მოგხვდეთ თვალში. ბიჭებო, გილოცავთ წარმატებებს, არ დაგაკარგვინოთ თვითმყოფადობა ბრბოს ჭიხვინმა...
00:16 / 26-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ი.კ.
ზოგიერთს ხომ არც დაესიზმრება ოსკარის წითელი ხალიჩა.აი,მიშას დაესიზმრა.მართალია,ოსკარი ვერ აიღეთ ბიჭებო,მაგრამ მაინც მაგრები ხართ.მე მეამაყებით...
21:38 / 25-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მაინც გამარჯვებულები ხარტ ბიჭებო, არ აქვს მნიშვნელობა ოქრის ბიჭი ჩამოიტანეტ ტუ არა
18:45 / 25-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
მთავარი ის არის,რომ კარგი მსახიობები გვყავს,მხოლოდ მიშაზე საუბრობს მთელი საქართველო და ვიცი რომ სხვა ტელევიზიებმაც გაავრცელეს მისი მძინარე ფოტო,არადა რამდენს ეღვიძა იქ.არც კი გვახსოვს.ეძინა თუ ეღვიძა ჩვენია ჩვენი და ვისაც არ მოსწონს ფუნიკულიორიდან დაშვებაზე შაბათ-კვირას სეილებია :) :) :)
16:30 / 25-02-2015
გამოხმაურება / 0 /
tamuna
მთავარი ის არის,რომ ჩვენი ქვეყნის,რელიგიის,მსახიობების და რეჟისორის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო.ვამაყობ,რომ ესეთი წარმატებული მსახიობები გვყავს,რომლებსაც ყველგან აღიარებენ
15:50 / 25-02-2015
გამოხმაურება / 0 /
tamuna
მთავარი ის არის,რომ ჩვენი ქვეყნის და ისტორიის,მსახიობების და რეჟისორის შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაგო.ვამაყობ, რომ ესეთი წარმატებული მსახიობები გვყავს,რომლებსაც ყველგან აღიარებენ
15:49 / 25-02-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS